23.02.2023

კოლეჯ “სპექტრისა” და :”აიბი მთიების” პროფესიული განათლების ერთობლივი პროექტი წლევანდელი მე-11 კლასელებისთვის წარმატებით დასრულდა. მოსწავლეები უკვე სერთიფიცირებული ახალგაზრდები არიან სასურველი მიმართულებებით. პროექტი გაგრძელდება მომავალ წელს.

22.02.2023

ინგლისური ენის საინტერესო და მხიარული გაკვეთილები პირველკლასელთათვის პატარა მოსწავლეებმა სამოტივაციო ღონისძიების “ცოცხალი ანბანის” ფარგლებში იმუშავეს და წარმოადგინეს ხელნაკეთი ასოები. კვირის განმავლობაში შექმნეს სახალისო გარემო ინგლისურენოვანი სიმღერებით, ლექსებითა და ანბანის გაცოცხლებით სხვადასხვა თამაშებით.

17.02.2023

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ემზადებიან სტუდენტობისთვის. საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში უმაღლესი სასწავლებლების გაცნობის მიზნით მოსწავლეები მორიგი ვიზიტით ესტუმრნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მათ საინტერესო შეხვედრა ჰქონდათ უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია: ეროვნული გამოცდების სპეციფიკასა და უნივერსიტეტის მიერ კოეფიციენტების განაწილებაზე, უნივერსიტეტის სტრუქტურაზე, შეფასების სისტემასა და სწავლის სპეციფიკაზე ფაკულტეტების მიხედვით, გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობაზე,…

16.02.2023

აიბი მთიების მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში ჩატარდა საინტერესო შეხვედრა ბრიტანული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემას წარმოდგენა დასაქმების ბაზრის გაცნობა პროფესიების მიხედვით, რომელიც წარმართა ბრიტანული უნივერსიტეტის და English Book Education- ის დამფუძნებელმა მიშა გურგენიძემ. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ იმ ძირითად მოთხოვნებს და უნარ- ჩვევებს, რომლებიც ნებისმიერი მიმართულების ადამიანს სჭირდება პროფესიული წარმატებისა და დასაქმებისთვის, გაეცნენ თუ რამდენად ეხმარება…

15.02.2023

აიბი მთიებში საინტერესო შეხვედრები გრძელდება: საბაზო და უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს თავისუფალი თეატრის დამფუძნებელი და მთავარი დირექტორი ავთო ვარსემაშვილი შეხვდა. საინტერესო საუბარი შედგა თეატრალური ხელოვნების ისტორიაზე, თეატრის დანიშნულებასა და რეჟისორის პროფესიაზე. დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა ქართველი მწერალი და მთარგმნელი, რეჟისორი მიხეილ ანთაძე. დისკუსია ვეფხისტყაოსნის გარშემო წარიმართა, თუ როგორ უნდა გაიაზრონ სწორად მისი შინაარსი და რა გავლენა…

15.02.2023

აიბი მთიებში ჭადრაკის ბლიც ტურნირი ჩატარდა. ტურნირში უმაღლესი სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თამაშები ჩაატარა აიბი მთიების ჭადრაკის პედაგოგმა პარმენ გელაზონიამ. “ზამთრის პირველობა 2023” -ის გამარჯვებულები არიან: გიორგი გაგოშვილი; შოთა დონდოლაძე; საბა კალანდარიშვილი. აიბი მთიების დირექტორატი ულოცავს გამარჯვებულებს და უსურვებს წარმატებას!

13.02.2023

აიბი მთიებში დაიწყო ახალი პროექტი “ისწავლე – ასწავლე”, რომელიც გულისხმობს პედაგოგთა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. ყველა საგნობრივი კათედრის მიერ დაიგეგმა თანამშრომელთა პროფესიული წვრთნა, რომელიც უზრუნველყოფს აიბი მთიებში 2023-2024 სასწავლო წლის სწავლების ხარისხის ზრდას. ჩატარდა პირველი ტრენინგი მათემატიკის კათედრის პედაგოგებისთვის: ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში ტრენინგი წარმართა უმაღლესი სკოლის მათემატიკისა და კალკულუსის პედაგოგმა თინა…

13.02.2023

აიბი მთიების ლიბრარიუმთან არსებული „თანამედროვე მკითხველის“ კლუბში კვირის განმავლობაში ძალიან საინტერესო თემების გარშემო შევიკრიბეთ. ტრანზიტული სკოლის მოსწავლეებმა ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს. ლევან კაკლიანთან ერთად გააცოცხლეს ნაწარმოების პერსონაჟები, ისაუბრეს მათ ხასიათზე, წაიკითხეს და უყურეს საინტერესო ეპიზოდებს ნაწარმოებიდან. ასევე განიხილეს ბერძნული მითოლოგიისა და ნაწარმოების კავშირები. შეხვედრა საინტერესო და მხიარული ვიქტორინით დასრულდა. აიბი მთიების ყველაზე პატარა მოსწავლეები…

10.02.2023

აიბი მთიები მხარს უჭერს მეგობარ ქვეყანას, თურქეთს და მათ დახმარებაში მცირედი წვლილის შესატანად უმცირეს დროში სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და თანამშრომლებმა შევძელით სხვადასხვა საჭირო ნივთის შეგროვება: თბილი ტანსაცმელი, მშრალი და დაკონსერვებული საკვები, ბავშვთა კვება, ჰიგიენის საშუალებები. ნივთები მიწოდებულია თურქეთის საელჩოსთვის და მზადაა გასაგზავნად. დიდი მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს, ერთიანობისა და კეთილ საქმეში თანადგომისათვის.

10.02.2023

ლევან ბერძენიშვილის ვიზიტი აიბი მთიებში. მან უმაღლესი სკოლის მოსწავლეებთან საინტერესო დისკუსია წარმართა სამოქალაქო აქტივიზმსა და ახალგაზრდობის როლზე. აღნიშნულ შეხვედრას ორგანიზება გაუწია ევროკავშირის აღმოსავლეთ. პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა ევროპელი ელჩების წარმომადგენლობამ.

09.02.2023

პროექტ “რაინდობის” ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში განსაკუთრებით დიდი როლი მიუძღვით მშობლებს და მათ აქტიურ მონაწილეობას. აიბი მთიების მმართველი გუნდის მოწვევით, ტრადიციულად, კვირეულის განმავლობაში პატარა მოსწავლეებს სტუმრობდნენ მამები და ბაბუები, რომლებიც ძალიან საინტერესო და სახალისო დისკუსიებს მართავდნენ ერთად. ისინი მოსწავლეებს ესაუბრნენ რაინდობის არსზე, ადამიანობასა და მეგობრობაზე, სიკეთესა და სიყვარულზე, ღირსებასა და ერთგულებაზე. აიბი მთიები მადლობას უცხადებს მშობლებს…

09.02.2023

დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას, ისინი გაეცნენ სამხედრო და სამოქალაქო უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამას, ინფრასტრუქტურას, სამხედრო და სამოქალაქო სპეციალობებს საბაზო სკოლის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ ოლიმპიურ მუზეუმში, სადაც მათ დაათვალიერეს მუზეუმი და გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას. მოსწავლეებს უმასპინძლა ოლიმპიურმა ჩემპიონმა გელა კეტაშვილმა ასევე საბაზო…

08.02.2023

დავით აღმაშენებლის დღესა და რაინდობასთან დაკავშირებით, აიბი მთიებში ტრადიციულად ჩვენი მოსწავლის მშობლები მოვიწვიეთ და დღეს ვუმასპინძლეთ პარმენ მარგველაშვილს, რომელთანაც საინტერესო საუბარი გამართეს პატარა მოსწავლეებმა.

07.02.2023

,,ვეფხისტყაოსნის” საჯარო კითხვის დღე აიბი მთიებში. ორი კვირის მანძილზე მიმდინარე პროექტი ,,ვეფხისტყაოსნის სამყარო” დასასრულს მიუახლოვდა. პროექტის კულმინაცია შედგა პოემის საჯაროდ წაკითხვით, რომელშიც მონაწილეობდა აიბი მთიების ყველა მოსწავლე და თანამშრომელი. აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, პოემა მოესმინა როგორც მშობლიურ, ისე სხვადასხვა უცხოურ ენებზე.