მიმდინარე წლის 14-16 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით კემბრიჯში იმყოფებოდა IB მთიების დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნინო ჩიკვაიძე და ინგლისური ენის პედაგოგი თამარ რუხაძე. ვიზიტი ორგაბიზებული იყო British Educational Institution DUKES– ის წარმომადგენლის, მუსაბ ნასერ ანგუდის, მიერ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა Cardiff Sixth Form და ST. Andrew’s კოლეჯებთან. ქართულ დელეგაციას უმასპინძლა Cardiff Sixth Form აკადემიური პროგრამების მენეჯერმა კრის სვიტმა, რომელმაც დელეგააციის წევრებს გააცნო კოლეჯის საგანმანათლებლო სისტემა და მიმდინარე აკადემიური პროცესები
ნაყოფიერი იყო Cardiff Sixth Form კოლეჯის STEM პროგრამების ხელმძღვანელთან , ჯემ პერსონთან შეხვედრა. მან დეტალურად გააცნო IB მთიების წარმომადგენლებს STEM-ის პროექტების მართვის სისტემა, პროექტებზე მუშაობის პროცესი და აჩვენა მოსწავლეების მიერ შექმნილი ბირთვული რეაქტორი
უმნიშვნელივანესი ვიზიტი შედგა კემბრიჯის ერთ-ერთ გამორჩეულ St. Andrew’s კოლეჯში, სადაც IB მთიების წარმომადგენლებს შეხვდა პროგრამების მმართველი, ენდი ფლაუერი.
ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ ხანგრძლივი საქმიანი საუბარი გაიმართა St. Andrew’s კოლეჯსა და IB მთიებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. გადაწყდა აიბი მთიებში, 14-16 წლის მოსწავლეებთან GCSE -ის პროგრამების დანერგვა.
კოლეჯის ხელმძღვანელმა სურვილი გამოთქვა საქართველოში , გაზაფხულზე დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში IB მთიებთან მემორანდუმის გაფორმებაზე.
ემოციური და მოულოდნელი აღმოჩნდა St. Andrew’s კოლეჯში ქართველ მოსწავლეებთან შეხვედრა, რომლებმაც გამოხატეს კეთილი ნება, აიბი მთიების უფროსკლასლეებს გაუზიარონ კემბრიჯში სწავლის გამოცდილება.
ვიზიტის დასასრულს შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა ბატონ მუსაბ ანგუდისთან DUKES Education-ის სივრცეში IB მთიების გაწევრიანებაზე.