25.05.2023
25.05.2023 – აიბი მთიების საბაზო სკოლის აღმზრდელ-პედაგოგებისათვის ფსიქოლოგ ნანა გოგიჩაშვილის მიერ ჩატარდა ძალიან საინტერესო ლექცია-სემინარი თემაზე: ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა ინფორმაციულ ეპოქაში. ემოციური ინტელექტის არსებობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს როგორც საგანმანათლებლო სივრცეში, ისე ყოველდღიურობაში, რაც თავის მხრივ, განსაზღვრავს ადამიანის ფსიქიკურ კეთილდღეობას. განათლების სისტემაში არსებულ თანამედროვე გამოწვევებთან მიმართებაში, ერთერთ მნიშვნელოვან აქტივობად შესაძლებელია განვიხილოთ პედაგოგიური კოლექტივის ფსიქოლოგიური ცნობიერების ამაღლება…