აიბი მთიები მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ასოციაცია (IEA)-ის მიერ ორგანიზებულ კვლევაში (Timss), რომლის მიზანია შეისწავლოს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეთა მიღწევები.
კვლევაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები, მათი მშობლები, პედაგოგები და დირექტორი.
პროექტი მოიცავს ინტეგრირებულ ტესტირებებს სხვადასხვა საგნების გაერთიანებით და მიმდინარეობს სრულად ელექტრონულად.
ტესტირებაში ჩართული იყვნენ აიბი მთიების მე-4 კლასისა და მე- 8 კლასის მოსწავლეები. პროექტი ემსახურება მოსწავლეთა ცოდნის დონის, კრიტიკული აზროვნებისა და სამოსწავლეო უნარების გაზომვასა და განვითარებას.