23.05.2023

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს ესტუმრა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, დავით ნატროშვილი. მოწვეულმა სტუმარმა გამართა საინტერესო ლექცია-სემინარი თემაზე: “ფსიქიკური ჯანმრთელობა, როგორ ავიცილოთ თავიდად სტრესი.” აღნიშნულ თემას მოჰყვა საინტერესო დისკუსია მოსწავლეებსა და სპიკერს შორის.

22.05.2023

აიბი მთიების პატარა მოსწავლეების ფერადი, მხიარული და საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილები ინგლისურ ენაში. მესამე კლასელებმა თოჯინების სახელოსნოში იმოგზაურეს და ზღაპრის გმირები გააცოცხლეს ინგლისურენოვანი პერფორმანსით. პროექტი წარმართეს ინგლისური ენის პედაგოგებმა: ანა გაბელაიამ და ქეთი კინწურაშვილმა.

19.05.2023

“მომავლის აიბი მთიები” აიბი მთიებში გრძელდება ერთწლიანი და ექვსწლიანი სტრატეგიული დაგეგმარება და 2023-2024 სასწავლო წლის პრიორიტეტების განსაზღვრა, სადაც მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა STEAM მეთოდოლოგიის ჩართვას სასწავლო და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესებში. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში, STEAM-ის მეთოდოლოგიის დანერგვამ მიმდინარე სასწავლო წელს, აიბი მთიების უმაღლესი სკოლის აკადემიურ პროექტებსა და გაკვეთილებში, წარმატებით განახორციელა პროცესები. ინჟინერია, ეკონომიკა, რობოტიკა, პრეკალკულუსი, ჰუმანიტარული აზროვნების საფუძვლები,…

18.05.2023

აიბი მთიები მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ასოციაცია (IEA)-ის მიერ ორგანიზებულ კვლევაში (Timss), რომლის მიზანია შეისწავლოს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეთა მიღწევები. კვლევაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები, მათი მშობლები, პედაგოგები და დირექტორი. პროექტი მოიცავს ინტეგრირებულ ტესტირებებს სხვადასხვა საგნების გაერთიანებით და მიმდინარეობს სრულად ელექტრონულად. ტესტირებაში ჩართული იყვნენ აიბი მთიების მე-4 კლასისა და…