29.03.2023

აიბი მთიები იწყებს ჰუმანიტარული მიმართულების ელექტრონული ჟურნალის გამოცემას სახელწოდებით “შთა-გონება”. ჟურნალი ხელს უწყობს ჰუმანიტარულ განათლებას და სკოლას ახალ საინტერესო გზას უკვალავს.  ამ ტიპის განათლება განსაზღვრავს საზოგადოების სოციალურ და აკადემიურ სახეს. ჟურნალში წარმოდგენილია მოსწავლეთა შემოქმედება შემდეგი რუბრიკებით: ლიტერატურა, ისტორია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, პოლიტიკა, მოდა და დიზაინი, კულინარია, სამართალი, რელიგია და “ჩვენი მწერლები”. ელექტრონული ჟურნალის წარმოებაში ჩართულნი…

27.03.2023

აიბი მთიებმა განახორციელა მასშტაბური გასვლითი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა  ეკლესია- მონასტრების, როგორც ისტორიული ძეგლების მონახულებას, მონასტრული ცხოვრების გაცნობას, ბერ-მონაზვნებისთვის შესაწირისა და სააღდგომო ნობათის მირთმევას და მათთან საინტერესი საუბრების წარმართვას. პროექტმა გააერთიანა დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლების 1300-ზე მეტი მოსწავლე. მათ გამგზავრებამდე შეისწავლეს მონასტრების ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობა დღე მხიარული და საინტერესო პიკნიკით დასრულდა.

23.03.2023

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის პროექტ “აირჩიე პროფესიის “ ფარგლებში შედგა საინტერესო შეხვედრა კარაპს მედლაინის ექიმ მანანა ქოჩიაშვილთან, რომელიც მეან-გინეკოლოგი და რადიოლოგია. მან მოსწავლეებს გააცნო პროფესია ექიმი, რა უნარები სჭირდება ამ პროფესიის ადამიანს და რას მოიცავს ძირითადი სამუშაო საქმიანობა. მოსწავლეები ასევე იმყოფებოდნენ კარაპს მედლაინის კლინიკაში და საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ პროფესიას.

21.03.2023

აიბი მთიებისა და გაეროს მოდელირებული სამიტის თანამშრომლობა ქ.ნიუ იორკში განახლდა . აიბი მთიების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოდელირებულ სამიტში, სადაც მათ მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს, შეეცადნენ სხვა თვალით დაენახათ და ემსჯელათ სამყაროში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, შეიძინეს მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და რაც მთავარია, საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება თანატოლებს გაუზიარონ სკოლაში. ვულოცავთ აიბი მთიების…

20.03.2023

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეები საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში ესტუმრნენ სეუს უნივერსიტეტს. მათ ძალიან საინტერესო ლექცია ჩაურდათ თემაზე: როგორ ავირჩიო პროფესია და რა უნარებს უნდა მივაქციო ყურადღება არჩევისას. ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტის კამპუსი და გაცნობოდნენ სტუდენტურ გარემოს. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს!

17.03.2023

აიბი მთიების მე-12 კლასის მოსწავლეები დაესწრენენ გამოცდების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო შეხვედრას, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია ეროვნული გამოცდების სიახლეებთან დაკავშირებით, თუ რა წესები და რეგულაციები მოქმედებს გამოცდისას და შემდეგ ნაშრომების შეფასებისას, ასევე რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ უნივერსიტეტების შერჩევისას. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა ჩვენი აბიტურიენტებისთვის.

17.03.2023

აიბი მთიების წიგნის კლუბში საინტერესო შეხვედრა ჩატარდა გია მურღულიასთან საბაზო და საშუალო სკოლის ლიტერატურითა და ხელოვნებით დაინტერესებული მოსწავლეთათვის. შეხვედრის თემას წარმოადგენდა „ბიბლია როგორც ლიტერატურული ინსპირაცია“, სადაც საინტერესო საუბრები შედგა სამყაროს წარმოდგენის ბიბლიურ მოდელზე. სპიკერმა განმარტა, როგორ არის ბიბლიური თემები ასახული მსოფლიო და ქართულ ლიტერატურაში, განიხილა ბიბლიის უდიდესი კავშირი ხელოვნებასთან და მოსწავლეებს ბიბლიურ სიუჟეტზე შექმნილი რამდენიმე…

15.03.2023

აიბი მთიების მმართველი გუნდი 2023-2024 სასწავლო წლის სიახლეებზე მუშაობას განაგრძობს. დაიგეგმა ინგლისურისა და გერმანული ენების სასწავლო სისტემაში ინოვაციების დანერგვა. მოწვეულ იქნენ გოეთეს ინსტიტუტიდან და English Book Education-დან სპეციალისტები, რომლებმაც წარმართეს სასწავლო პროცესებზე დაკვირვება შემდეგი მიმართულებებით: დაგეგმეს ერთობლივი მუშაობის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ინგლისურისა და გერმანულის სწავლების სტანდარტის აწევასა და მის ხარისხიან განხორხიელებას განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით გოეთეს…

15.03.2023

აიბი მთიებში წარმატებით მიმდინარეობს მოსწავლეთა ექსპერიმენტული პროექტი „ისწავლე-ასწავლე“, რომელშიც მე-11 კლასის ახალგაზრდები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი. პროექტის ფარგლებში საგონობრივი კათედრების მიერ გადამზადებული მოსწავლეები დაწყებით სკოლაში გაცდენილი საათების ჩანაცვლებას ახორცილებენ სხვადასხვა მიმართულებებით და საჭიროების შემთხვევაში ითავსებენ აღმზრდელ-პედაგოგის ფუნქციასაც. პროექტის მიზანია მოსწავლეებში განავითაროს ისეთი უნარები, როგორიცაა: სწორი პროფესიული არჩევანი, პასუხისმგებლობა, დროის მენეჯმენტი და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. პროექტის…

14.03.2023

“IB მთიებში“ მიიჩნევენ, რომ სწავლებისა და აღზრდის პროცესში უმთავრესი მიზანი ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაა. ამ პროცესში კი სკოლასა და ოჯახს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ. ამდენად, „IB მთიებში“ მოსწავლეთა მშობლებთან თანამშრომლობა მაქსიმალურად მხარდაჭერილია. სკოლის წარმატების ისტორიას მისი დირექტორი ნინო ჩიკვაიძე და ფინანსური დირექტორი ანა ჯავახიშვილი გვიყვებიან. ქალბატონო ნინო, როდის და როგორ გაგიჩნდათ კერძო სკოლის გახსნის იდეა? პროფესიით ფილოლოგი…

09.03.2023

აიბი მთიების მმართველი გუნდი აქტიურად მუშაობს 2023-2024 სასწავლო წლის დაგეგმარებაზე. სასწავლო პროგრამების განვითარების მიზნით სკოლამ უმასპინძლა დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო დაწესებულების DUKES-ის განვითარების მენეჯერს Musab Naser Angudi -ს ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა მომავალი სასწავლო წლის სიახლეები და თანამშრომლობის მიმართულებები. შეხვედრა წარმართეს აიბი მთიების დირექტორმა ნინო ჩიკვაიძემ და ხარისხის მართვისა და განვითარების მენეჯერმა სალომე ჩხეიძემ.

07.03.2023

აიბი მთიების მოსამზადებელ ჯგუფში STEAM განათლების სისტემით ჩატარდა მსოფლიო ლიტერატურის გაკვეთილი ,,პინოქიო”, რაც წარმოადგენდა ინტეგრირებულ პროექტს. მასში მონაწილეობა მიიღეს ქართულის, მათემატიკის, მეცნიერების, ინგლისურისა და ხელოვნების პედაგოგებმა. STEAM გაკვეთილის თემა წარმართა დაწყებითი სკოლის პედაგოგმა ლევან კაკლიანმა. პროექტის ფარგლებში ინგლისური ენის კათედრამ წარმართა სამოტივაციო ღონისძიება “მოსწავლე მოსწავლისთვის”, სადაც უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს საინტერესო და სახალისო გაკვეთილი მოსამზადებელ…

06.03.2023

აიბი მთიები – მშობელთა სივრცე აიბი მთიების მორიგი ინოვაციური პროექტი, რომელიც სასწავლო სააღმზრდელო პროცესში მშობელთა ჩართულობას ეძღვნება, აგრძელებს ინტერაქციულ შეხვედრებს. პროექტის ფარგლებში შეხვედრა წარმართა პროექტის ხელმძღვანელმა გია მურღულიამ თემით: „როგორ მოვამზადოთ ბავშვები რეალური ცხოვრებისთვის“. დიალოგის პროცესში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხები, დაისვა ბევრი კითხვა და გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები.

01.03.2023

აიბი მთიების საბაზო სკოლაში წარიმართა აკადემიური პროექტი “ლაბორატორია”. ტექნიკური მიმართულების მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა საინტერესო პროექტებზე “ენერგიები სამყაროში” თემის გარშემო, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრისა და მათემატიკის კათედრის ერთობლივი ხელმძღვანელობით წარიმართა. პროექტის ფინალისთვის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრეზენტაციები წარედგინათ სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუმრებისთვის, გამოფენას ესტუმრნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მკვლევარი კახა ქარჩხაძე, ი.ჯავახიშვილის უნივერსიტეტის…