აიბი მთიების მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის მეორე ეტაპი დაიწყო. გასული სემესტრი სრულად დაეთმო პროფესიული ორიენტაციის შეხვედრებს. ახლა კი მოსწავლეებისთვის მიმდინარეობს ღია კარის დღეები მათ მიერ შერჩეულ უნივერსიტეტებში.
მოსწავლეები ეცნობიან იმ საუნივერსიტეტო გარემოს, სადაც მომავალი წლიდან დაიწყებენ სტუდენტურ ცხოვრებას:
ათვალიერებენ ინფრასტუქტურას და სტუდენტურ სივრცეებს, ხვდებიან მათ მიერ შერჩეული საბაკალავრო პროგრამების წარმომადგენლებს და მათგან იღებენ დეტალურ ინფორმაციას, ეცნობიან სტუდენტურ პროექტებს, უნივერსიტეტის სისტემას და ხვდებიან ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.
პირველი ვიზიტი დაიგეგმა ჩვენს პარტნიორ კავკასიის უნივერსიტეტში და მოსწავლეები გაეცნენ იმ გარემოს, რომლითაც სარგებლობას CU-ში სწავლისას შეძლებენ.