აიბი მთიების ინგლისური ენის კათედრამ უმაღლესი სკოლის სასწავლო კურიკულუმის ფარგლებში დანერგა Ted Talk პროექტებით სწავლება. პროექტი განხორციელდა ბრიტანულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. შეირჩა 23 საუკეთესო მომხსენებელი.
პროექტის ძირითადი მიზნის მიხედვით მოსწავლეებმა Ted Talk პროექტის ფარგლებში აუდიტორიას გაუზიარეს საკუთარი ხედვა და გამოცდილება იმისათვის, რომ შთააგონონ და სხვაგვარად დააფიქრონ ამა თუ იმ საკითხზე.
ეფექტური კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანია ისეთი უნარის განვითარება, როგორიც საჯაროდ სიტყვით გამოსვლაა, რაც სამომავლოდ მოსწავლეს დასჭირდება როგორც უმაღლეს სასწავლებელში, ასევე კარიერულ წინსვლაში.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და პედაგოგებს პროექტის წარმატებით დასრულებას და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბრიტანულ უნივერსიტეტს