01.11.2022
უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა და პროფესიული შეხვედრები გრძელდება. აიბი მთიების უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში პროფესიული უნარების განვითარების საინტერესო შეხვედრები ჩატარდა:
უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა და პროფესიული შეხვედრები გრძელდება. აიბი მთიების უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში პროფესიული უნარების განვითარების საინტერესო შეხვედრები ჩატარდა:
აიბი მთიებში წარმატებით წარიმართა და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამისობით შეფასდა ISO 45001-ის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის გარე აუდიტი. აუდიტის დროს შემოწმდა: წლიური და სამომავლო სამოქმედო გეგმები. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა სამუშაო შეხვედრები
აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლის პროექტის “გახდი ავტორი”, და ლიბრარიუმის პროექტის “დიალოგი ავტორთან” ფარგლებში V-VI კლასის მოსწავლეებმა ლიბრარიუმსა და საკლასო ოთახებში უმასპინძლეს საბავშო ბესტსელერების ავტორს, თამარ გეგეშიძეს. მწერლმა ბავშვების უამრავ საინტერესო შეკითხვას უპასუხა და ესაუბრა მათ იმ გზის შესახებ, თუ როგორ გადაიქცა მკითხველიდან ავტორად.
„დაინახე მომავალი” – აიბი მთიების ახალი პროექტი უფროსკლასელთათვის: აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს აიბი მთიებს ეწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხის) გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, რომელმაც საინტერესო შეხვედრა გამართა ჰუმანიტარული სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა სატელევიზიო პროფესიების სიღრმისეულ გაცნობას, პრაქტიკული სამუშაოს ფორმატის ჩვენებას უშუალოდ სატელევიზიო სივრცეში, თუ როგორ მზადდება გადაცემები, როგორ მუშაობს ტელევიზია და რადიო, ვინ არიან…
აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტ “მოიარე საქართველოს” ფარგლებში დაიგეგმა სპორტულ-სარელაქსაციო დღე პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს სიღნაღში არსებული ღირსშესანიშნაობები, არმაზის ხეობის კულტურული ძეგლები და ძამას ხეობა. სპორტის კათედრის ხელმძღვანელობით ჩატარდა სხვადასხვა სპორტული თამაშები პროექტის მიზანია მოსწავლეებისთვის ღირსშესანიშნაონების გაცნობა, ლაშქრობისა და ექსპედიციაში მონაწილეობის გამოცდილება, ლაშქრობის დასრულებისას ეკოლოგიური ჰიგიენის დაცვა და ბუნების დასუფთავება
აიბი მთიების ელემენტარულ სკოლაში 5, 6 და 7 წლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა სასწავლო-სააღმზრდელო ინტეგრირებული პროექტი ,,ჩემი სკოლა”, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა გაიცნეს და დაათვალიერეს სკოლის გარემო პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეხვედნენ სკოლის დირექტორს, რომლისგანაც მიიღეს სიმბოლური საჩუქრები. ესტუმრნენ ლიბრარიუმის სივრცეს, სპორტულ დარბაზს და კაფეტერიას, დაათვალიერეს ექიმისა და ფსიქოლოგის კაბინეტი, პატარა მოსწავლეებს უმასპინძლა უმაღლესმა სკოლამ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიამ,…
აიბი მთიების ტექნიკური მიმართულების მოსწავლეები ტექნოლოგიების სფეროს მიმართულებით ცოდნას იღრმავებენ. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში დაიგეგმა ვიზიტი ალტე უნივერსიტეტში, სადაც მოსწავლეებს უმასპინძლა ნანა დიხამინჯიამ – ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორმა, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორმა, რომელმაც ჩაატარა ლექცია თემაზე: თანამედროვე სამყარო – ტექნოლოგიური ცვლილებები და მათი როლი ჩვენს ყოველდღიურობასა და სხვადასხვა პროფესიებში, კომპიუტერული…
აიბი მთიების ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეები ეცნობიან მათთვის საინტერესო პროფესიებს უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ვინც იურიდიული მიმართულებით, სისხლის ანდა სამოქალაქო სამართლის განხრით აპირებენ სწავლის გაგრძელებას, საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში გაეცნენ ამ სფეროში მოღვაწეობის სპეციფიკებს და ესტუმრნენ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს, სადაც მოსწავლეებს უმასპინძლა სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გივი ლობჟანიძემ და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის…
აიბი მთიების მოსწავლეები ლუგარის ლაბორატორიაში უმაღლესი სკოლის საბუნებისმეტყველო მიმართულების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ვიზიტი ლუგარის ლაბორატორიაში ძალიან საინტერესოდ წარიმართა. საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში მათ უმასპინძლა ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების მენეჯერმა გელა მგელაძემ, რომელმაც მოსწავლეებს დაათვალიერებინა ლუგარის ლაბორატორია, გააცნო მისი ისტორია, საქმიანობას სპეციფიკა და ძირითადი მიმართულებები. მსგავსი გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც სამედიცინო მიმართულებით აპირებენ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას.
აიბი მთიებში ჩატარდა მენეჯმენტის სხდომა, სადაც განხილული იყო მიმდინარე აკადემიური და ადმინისტრაციული პროცესები, ახალი პროდუქტები და პრიორიტეტები, სკოლის სამომავლო გეგმები და მიზნები. ასევე, დამტკიცდა დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლების, ადმინისტრაციული სამსახურებისა და კათედრების სამუშაო მართვის პაკეტები. სხდომის დასასრულს გენერალურმა დირექტორმა ნინო ჩიკვაიძემ ჩაატარა აიბი მთიების განვითარების გეგმის პრეზენტაცია, რომელიც რამდენიმე დღეში ფინანსურ დირექტორ ანა ჯავახიშვილთან…
აიბი მთიების მე-11 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ კოლეჯ სპექტრს, სადაც მათ უმასპინძლა კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ, რომელმაც საინტერესო მეგზურობა გაუწია მოსწავლეებს, დაათვალიერებინა ინფრასტრუქტურა და გააცნო პროფესიული პროგრამები. მე-11 კლასის მოსწავლეები მომავალი სამი თვის განმავლობაში კოლეჯში გაივლიან მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებს და დაეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს მათი ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნულ პროექტში განსაკუთრებით დიდია მოსწავლეების დაინტერესება და ჩართულობა. აიბი მთიები…
აიბი მთიების უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი შეხვედრები: ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეთათვის დაიგეგმა ვიზიტი ჯიპას უნივერსიტეტში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ეკატერინე ჭავჭანიძე შეხვდა მოსწავლეებს და ესაუბრა საერთაშორისო ურთიერთობებზე, როგორც პროფესიაზე და დასაქმების პერსპექტივებზე, ასევე ამ პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე. შეხვედრისას ჩატარდა საინტერესო ვორქშოფი. საბუნებისმეტყველო მიმართულების მოსწავლეთათვის სკოლას ეწვია დიპლომირებული მედიკოსი და საქართველოს…
აიბი მთიებში ჩატარდა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის ჯანმრთელობის შემოწმება, რომელიც სკოლის ექიმმა შორენა რურუამ და მოწვეულმა ექიმებმა კამილა მურაჯოვამ და ნანა აბუაშვილმა წარმართეს
აიბი მთიების უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი შეხვედრები: ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეთათვის: გაიმართა პანელური დისკუსია ადამიანის უფლებათა დაცვისა და ბავშვთა უფლებების შესახებ, წარმართა მარიამ მელქაძემ – იურისტი, პროექტის კოორდინატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულება. საბუნებისმეტყველო მიმართულების მოსწავლეთათვის: დაიგეგმა ვიზიტი ნატალია კვანტალიანის სისხლის ბანკში, სადაც სამედიცინო დირექტორმა მარინე სრესელმა წარმართა შეხვედრა…
დღეს აიბი მთიებმა მშობლებს უმასპინძლა. მათ შეხვდნენ დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლის მმართველი გუნდები, აღმზრდელ- პედაგოგები და საგნობრივი პედაგოგები. ჩატარდა პროგრამული პრეზენტაციები, სადაც მშობლებს გაეცნოთ აკადემიური მიმართულებები, აღმზრდელობითი სისტემის მუშაობა, სამოტივაციო პროექტები და აქტივობები, დღის რეჟიმის ფუნქციონირება და მისი მნიშვნელობა.