აიბი მთიებში საშობაო საქველომოქმედო ბაზრობა გაიმართა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად.
დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლის მოსწავლებმა ხელნაკეთი ნივთები და საახალწლო ნუგბარი გამოფინეს და გაყიდეს ამ აქციით მოსწავლეები უერთდებიან საქართველოს წითელი ჯვრის კამპანიას ,,მათ ვჭირდებით”, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე 400 შინმოვლის ბენეფიციარს გაულამაზებს შობის დღესასწაულს.