აიბი მთიების საშუალო სკოლაში STEAM-ის სისტემაზე მორგებული სასწავლო პროცესი წარიმართა. მე-11 ჰუმანიტარულ კლასში გაკვეთილები მულტიდისციპლინური მიმართულებებით ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში განხილული იყო ომის თემა ქართულ და მსოფლიო ლიტერატურაში, ისტორიასა და ხელოვნებაში და წარდგენილი იყო გაკვეთილებს შორის სისტემური კავშირებით.
პროექტი ემსახურება საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების სხვადასხვა ჭრილში დანახვას და შეფასებას.