აიბი მთიები
აიბი მთიებში ჩატარდა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის -ISO 9001:2015 გარე აუდიტის რესერთიფიცირება, რომელიც წარმართა ინტერტეკის წამყვანმა საერთაშორისო აუდიტორმა ჯავიდან მელიკოვამ.
- აუდიტის ფარგლებში შემოწმდა:
- ორგანიზაციის მართვის სისტემები,
- წლიური სამოქმედო გეგმები,
- აისო 9001:2015-ის სტანდარტთან შესაბამისობა,
- კადრების კომპეტენციების განსაზღვრა,
- 2020-2021 სასწავლო წელს ჩატარებული სამუშაოების ანალიზი,
- შიდა აუდიტის ფორმები და ანალიზი,
- ორგანიზაციის განვითარების ხაზები,
- მუდმივი გაუმჯობესების პრინციპით მუშაობის ხარისხი,
- ხელმძღვანელი პირების მიერ ადამიანური რესურსის მართვის ხარისხი.
სკოლამ წარმატებით გაიარა რესერთიფიცირების ეტაპი, სრულად დააკმაყოფილა ISO 9001:2015 მოთხოვნები და მიიღო წინადადებები გაუმჯობესებისათვის