აიბი მთიების უმაღლესი სკოლა – ელექტრონული ჟურნალი
აიბი მთიების უმაღლესი სკოლის ჰუმანიტარული მიმართულება იწყებს მასშტაბურ საგანმანათლებლო საზოგადოებრივ პროექტს – ელექტრონული ჟურნალის გამოცემას, რომელსაც უხელმძღვანელებს გია მურღულია.
ამ თემაზე გაიმართა პრეზენტაცია და აღნიშნული პროექტი გაეცნოთ ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეებს.
პროექტი ეფუძნება ჰუმანიტარული აზროვნების საფუძვლებს და გულისხმობს სტატიებისა და ვიდეო თუ აუდიო მასალების მომზადებას შემდეგი სფეროებიდან: ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, რელიგია და ა.შ.
ჟურნალს, კონსულტანტ პედაგოგებთან ერთად, მთლიანად მოსწავლეები მოამზადებენ და გააფორმებენ. მათგან შეირჩევიან მთავარი და ნომრის რედაქტორები, რუბრიკათა ხელმძღვანელები და ჟურნალისტები. დაგეგმილია წელიწადში ორი ნომრის გამოშვება.