აიბი მთიების უმაღლესი სკოლა – საუნივერსიტეტო საათი
აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში გრძელდება საუნივერსიტეტო საათის პროექტი, რომელიც ემსახურება დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის პროფესიებისა და დასაქმების პერსპექტივების გაცნობას და სტუდენტური ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში უმაღლეს სკოლაში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:
ტექნიკური მიმართულების მოსწავლეებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობის და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა და აიბი მთიების ტექნიკური სკოლის STEAM განათლების კონსულტანტმა ავთო მღებრიშვილმა საინტერესო ინტერაქციული შეხვედრა გამართა მომავლის პროფესიებსა და კომპიუტერულ მიღწევებზე თანამედროვე სამყაროში.
ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეებისთვის კავკასიის უნივერსიტეტის ფილოლოგმა ლევან კაკლიანმა წაიკითხა ლექცია თემაზე ჰუმანიტარული მეცნიერებების პროფესიები, ამ მიმართულებით სწავლების სპეციფიკა, დასაქმების პერსპექტივები და ამ პროფესიით თვით დამკვიდრებისთვის საჭირო უნარ- ჩვევები.
საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულების მოსწავლეებისთვის აიბი მთიების ამავე კათედრის ხელმძღვანელმა ნანა კობახიძემ წარმართა კინო ჩვენება და დისკუსია კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად თემაზე: კლიმატური ცვლილებები და მისგან გამოწვეული პრობლემები.