აიბი მთიების პარტნიორ – კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც არის ინოვაციური პროექტი ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში.
პროგრამა ხორციელდება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით საფრანგეთის რენის უნივერსიტეტთან ერთად.
პროგრამის დასრულებისას სტუდენტი იღებს ორმაგ დიპლომს: კავკასიის უნივერსიტეტისა და რენის ბიზნეს სკოლის დიპლომებს.
ხვალ გაიმართება შეხვედრა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან, სადაც ისინი მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას სასწავლო პროგრამის, საერთაშორისო აკადემიური პერსონალისა და საფრანგეთში სტაჟირებასთან დაკავშირებით