აიბი მთიების უმაღლესი სკოლაში გრძელდება პროექტი “სამკუთხედი”, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა პროფესიებს, რაც მათ საუნივერსიტეტო და კარიერულ არჩევანში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
პროექტის ფარგლებში მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარადა საინტერესო შეხვედრები პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად.
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულების მოსწავლეებს შეხვდა ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ვიცე დეკანი სალომე ღუდუშაური,
თემაზე: ტექნოლოგიური რევოლუცია
ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეებს შეხვდა ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის დეკანი, ვიცე-პრეზიდენტი და პროფესორი ზაზა რუხაძე,
თემაზე: საინტერესო ფაქტები სამოქალაქო კოდექსში