აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში გაიმართა პროექტ “ვირტუსი”-ს ფინალური ნაშრომების დაცვა, სადაც ტექნიკური და ჰუმანიტარული სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო ნაშრომები შემდეგ თემებზე:
- რუსეთ- უკრაინის ომი;
- კრიმინალისტიკური ამოცანები;
- შეიარაღება- ომის თანამედროვე სახე;
- Travelling through your own mind;
- თაობათა შორის დაპირისპირება;
- ბრბოს ფსიქოლოგია;
- ჰომეოსტაზური დარღვევები ფსიქოსომატური დაავადებებისას – მიზეზები და შედეგები;
- მათემატიკა და არქიტექტურა;
- ელექტროობა და ცოცხალი ორგანიზმები;
- მჟავა წვიმების წარმოქმნის მექანიზმები და მისი გავლენა ცოცხალ ორგანიზმებზე;
- პლასტმასა და მისი გავლენა ცოცხალ ორგანიზმებზე;
- ჩრდილოეთის ციალი.
პროექტის დაცვა წარიმართა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, სადაც მოსწავლეთა შეფასებაში ჩართულნი იყვნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლები:
- ანი ჭიპაშვილი – გაუს გარე კომუნიკაციებისა და კარიერის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი,
- ცისია გოგოხია – გაუს ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტი,
- თეკლა რატიანი – გაუს ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტი.
მადლობას ვუხდით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს სასწავლო პროექტებში აქტიური თანამშრომლობისთვის.