01.04.2022

აიბი მთიების ელემენტარულ სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს თემატური პროექტებით, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტით სწავლების მოდელს. ყველა საგნობრივი კათედრა ერთიანდება კონკრეტული თემის გარშემო. მოსწავლეთათვის დღე შემეცნებითი, სახალისო, საინტერესო და შემოქმედებითია სასწავლო პროცესი ხორციელდება “სწავლა კეთებით” მოსწავლე პროექტის მიმდინარეობისას ცდილობს დააკავშიროს სხვადასხვა საგნებიდან მიღებული ცოდნა, რაც თავის მხრივ უვითარებს მას კოგნიტურ, მოტორულ და სოციალურ უნარებს ამ კვირის…

31.03.2022

აიბი მთიებში ამერიკულ – ქართული განათლების  ცენტრის LEAF-ის ორგანიზებით  ჩატარდა განათლების  საერთაშორისო  გამოფენა,  სადაც  ჩვენს მომავალ სტუდენტებს. შეხვდნენ მსოფლიოს  სხვადასხვა  ქვეყნებიდან უნივერსიტეტების წარდმომადგენლები. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ  საუკეთესო უნივერსიტეტებს, მათ პროგრამებს და მიეღოთ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლასა და დაფინანსებასთან დაკავშირებით. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი უნივერსიტეტები: Tio University of Applied Sciences  ნიდერლანდები University of Nevada, Reno – აშშ IE University ესპანეთი…

30.03.2022

აიბი მთიების თანამშრომელთათვის ჩატარდა ტრენინგი შრომის უსაფრთხოების შესახებ. ტრენინგის ორგანიზატორი შპს „ბიზნეს უსაფრთხოების ასოციაცია“ ტრენინგის წამყვანი ნიკა ხარაშვილი

29.03.2022

აიბი მთიებისა და კავკასიის უნივერსიტეტის ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე აიბი მთიების პროფილური სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა „ვორქშოპი“ თემაზე: „რა არის სოციოლოგის პროფესია და როგორ ჩავატაროთ კვლევა“. „ვორქშოპის“ ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს უძღვებოდა სოციოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი ფლორა ესებუა. მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები

28.03.2022

აიბი მთიების ელემენტალურ სკოლაში დაიწყო კვირის პროექტი „როგორ თანავცხოვრობთ პლანეტაზე“ პროექტის მიზანი: შემეცნებითი ინტერესის განვითარება სამყაროს შესახებ; სამყაროს შექმნის შესახებ მეცნიერული და ბიბილიური შეხედულების გაცნობა; ბუნებაზე და ერთმანეთზე ზრუნვის მოთხოვნილებების გაღვივება

28.03.2022

აიბი მთიების ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი შეხვდა მე-12 კლასის მოსწავლეებს და მათ წინა საგამოცდო სტრესის მართვასა და პროფესიის არჩევის შედეგებზე ესაუბრა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ და ინტერაქციულად წარიმართა, მოსწავლეებმა მათ პროფესიულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრეს და სასარგებლო რჩევებიც მიიღეს ქალბატონი ნანასგან. სულ უფრო ცოტა დრო რჩება ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდებამდე