მიმდინარე წელს, ICPC-ს მსოფლიო 44-ე ფინალზე ჯოზეფ ს. დებლასის ჯილდო განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა პროფესორ ჰამლეტ მელაძეს – ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში შეტანილი წვლილისათვის კომპიუტერული ხელოვნებისა და მეცნიერების წინსვლაში, აგრეთვე ჩრდილოეთ ევრაზიისა და მთელი მსოფლიოს ნიჭიერი სტუდენტებისთვის შესაძლებლობების მიცემისათვის. ICPC წარმოაგენს კომპიუტინგის უდიდეს ასოციაციას მსოფლიოში, მისი მიზანია ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას მთელს მსოფლიოში და თავისი წევრების პროფესიულ ზრდას. 1977 წლიდან ICPC ყოველწლიურად ატარებს პროგრამირების საერთაშორისო კოლეგიურ კონკურს და ეს არის მსოფლიოში უძველესი, ყველაზე დიდი და პრესტიჟული პროგრამირების კონკურსი.
აიბი მთიები ულოცავს ბატონ ჰამლეტს ამ მნიშვნელოვან ჯილდოს და მსოფლიო აღიარებას!