დღეს აიბი მთიებში დაიწყო შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტის ISO : 45001-2018 გარე აუდიტორის სამდღიანი მონიტორინგი, რესერთიფიცირების მიზნით.
დღე პირველი
1. ჩატარდა გახსნითი შეხვედრა სკოლის დირექტორატთან.
2. შედგა სამუშაო შეხვედრა აიბი მთიების გენერალურ დირექტორ ნინო ჩიკვაიძესთან, სადაც განიხილეს:
–2020-2021 სასწავლო წელს აიბი მთიების შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტით მიმდინარეობა და მისი შესრულება;
-როგორ ხორციელდება აიბი მთიებში კოვიდ უსაფრთხოების რეგულაციები;
-აიბი მთიების 2021-2022 ერთწლიანი განვითარების გეგმა და ორგანიზაციის ექვსწლიანი პერსპექტიული სამოქმედო გეგმა.
3. გარე აუდიტორი შეხვდა აიბი მთიების ხარისხის მართვის სამსახურის მენეჯერ სალომე ჩხეიძეს, შემოწმდა:
-შიდა აუდიტების ანგარიში;
– ხელმძღვანელობის მხრიდან ჩატარებული სამუშაოების ანალიზი;
– ჩატარებული სამუშაოების swot ანალიზები.
4. გარე აუდიტორი შეხვდა აიბი მთიების დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელ რუსიკო დუნდუას. შემოწმდა:
-დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან ჩატარებული ტრენინგი სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებსა და კოვიდ 19-ის რეგულაციებთან დაკავშირებით;
-დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის მიერ ჩატარებული მონიტორინგი;
-ყოველდღიური სადეზინფექციო ჟურნალის წარმოება და ხსნარების სერტიფიცირება;
-საკლასო ოთახების დასუფთავების პროცედურული მართვა (მათ შორის კოვიდ შემთხვევების დროს)
5. გარე აუდიტორი შეხვდა აიბი მთიების იურისტ მედეა მაქაცარიას, მონიტორინგის ფარგლებში განხილულ იქნა და შემოწმდა:
შრომის, უსაფრთხოების და ჯანდაცვის საკანონმდებლობლო რეგულაციების თავსებადობა აიბი მთიებში არსებულ რეგულაციებთან,
სკოლაში არსებული რეგულაციების თანახმად გატარებული და გასატარებელი ღონისძიებები შრომის, უსაფრთხოების და ჯანდაცვის სფეროში, მათ შორის კოვიდ 19-ის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში.
6. გარე აუდიტორმა შეამოწმა აიბი მთიების სატრანსპორტო საშუალებების გამართულობა და მათი აღჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით, რაც მოიცავს სააფთიაქო ყუთს, ცეცხლმაქრს, კოვიდ რეგულაციებისთვის სადეზინფექციო საშუალებებს და თერმოსკრინინგს.
დღის ბოლოს ჩატარდა შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც აუდიტორმა შეაჯამა დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები, აღნიშნა სკოლაში წარმატებით შესრულებული სამუშაოები და ასევე გასცა საჭირო რეკომენდაციები.