2021 წლის 3-5 ნოემბერს აიბი მთიებში ჩატარდება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საერთასორისო სტანდარტის ISO : 45001-2018 გარე აუდიტორის მონიტორინგი, რესერთიფიცირების მიზნით. აუდიტის ფარგლებში შემოწმდება ორგანიზაციაში მოსწავლეთა და თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და მოთხოვნების საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობა. რესერტიფიცირების პროცესს წარმართავს საერთაშორისო აუდიტორული და მასერტიფიცირებელი კომპანია ინტერტეკის წამყვანი აუდიტორი.