28.11.2024

საახალწლო სიხარული აიბი მთიებში! ჩვენი სკოლა უკვე მანათობელი სანათებით, თბილი ფერებითა და საახალწლო განწყობით არის სავსე! მაგრამ საუკეთესო მომენტები ჯერ კიდევ წინ გველის… 25 დეკემბერს გეპატიჟებით დიდ დღესასწაულზე, სადაც გელოდებათ მხიარული აქტივობები, მუსიკა და დაუვიწყარი სიურპრიზები! მოდით, ერთად გავატაროთ დრო, ვიმხიარულოთ ახალი 2025 წლის მოლოდინში!

Details

21.11.2024

ექსპედიცია კასპში პროექტის “მოიარე, მოუარე და დაანახე საქართველო” ფარგლებში! IB მთების მე-12 კლასის მოსწავლეები ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელწიფო პროგრამებში პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად ჩაერთვნენ ქართლის რეგიონში უნიკალურ ექსპედიციაში. პროექტის ფარგლებში, მათ გაერთიანეს ცოდნა, ინიციატივები და ეკო აქციები, რომ უკეთ შეისწავლონ რეგიონის ისტორიული და ტურისტული პოტენციალი ეს არის თაობა, რომელიც ქმნის ცვლილებებს ადგილობრივად და გლობალურად! #IbiMthiebi #ExploreGeorgia #SustainableFuture…

Details

15.11.2024

Ib მთიებმა უმასპინძლა კემბრიჯის St. Andrew’s College დირექტორს, ბატონ ვეინ მარშალს, რომელიც პირველად ეწვია საქართველოს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბატონმა მარშალმა სამი დღის განმავლობაში დაათვალიერა ჩვენი Pre-A Level პროგრამის სასწავლო მასალა, შეხვდა მოსწავლეებსა და პედაგოგებს და დაესწრო საგაკვეთილო პროცესს. ვიზიტის განსაკუთრებული ნაწილი ქართული კულტურის გაცნობა იყო, რომელსაც მასპინძელი, Ib მთიების დამფუძნებელი ნინო ჩიკვაიძე და მართვის გუნდი…

Details

11.11.2024

აიბი მთიების ისტორიაში პირველი საერთაშორისო პროგრამა – კემბრიჯის სენტ ენდრიუს კოლეჯის Pre A Level – უკვე რეალობად იქცა! მესამე თვეა, რაც ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. კავკასიის უნივერსიტეტისა და English Book Education-ის ექსპერტებთან ერთად ჩავატარეთ ხარისხის კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს პროგრამის გაუმჯობესებას და განვითარების ახალ შესაძლებლობებს.. კავკასიის უნივერსიტეტი წლებია, აქტიურად მონაწილეობს ჩვენი პროგრამის დაგეგმარებასა და მონიტორინგში,…

Details

08.11.2024

ISO 9001:2015 სტანდარტის აუდიტის ფარგლებში, აიბი მთიებში ვიზიტით იმყოფებოდა ქალბატონი ჯავიდან მელიკოვა. ვიზიტის ფარგლებში, მან ჩაატარა მნიშვნელოვანი შეხვედრები სკოლის დამფუძნებელთან, ნინო ჩიკვაიძესა და მართვის გუნდთან. ორი დღის განმავლობაში განიხილებოდა მენეჯმენტის ეფექტურობა და ცვლილებების მართვის სტრატეგიები, რაც უზრუნველყოფს აიბი მთიების განგრძობად განვითარებასა და ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას.

Details

05.11.2024

აიბი მთიებისა და კოლეჯ სპექტრის პარტნიორობა უკვე მე-6 წელია დუალური განათლების პროექტით “სამკუთხედი” გრძელდება! ჩვენი მე-11 კლასელებისთვის პირველმა ლექციებმა წარმატებით ჩაიარა! მომდევნო 3 თვის განმავლობაში მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ პრაქტიკულ უნარებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: პირველმა ლექციებმა უკვე აჩვენა, რომ მოსწავლეები მოტივირებულნი არიან ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად! პროექტი „სამკუთხედი“ – რეალური გამოცდილება რეალური წარმატებისთვის!

Details

01.11.2024

“მოიარე, მოუარე და დაანახე საქართველო” – ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში აიბი მთიებმა თავის მე-10 კლასელებს ტაო-კლარჯეთის მემკვიდრეობის წიაღში დაუვიწყარი ექსპედიცია მოუწყო. საქართველოს ისტორიის ფესვებთან შეხების ეს მოგზაურობა ემოციურ და კულტურულ თავგადასავლად იქცა. როგორია, როცა მოზარდები პირველად ხედავენ სამშობლოს ისეთ სიღრმეს, რომელიც არამხოლოდ ისტორიის ფაქტებს, არამედ სულიერ სიმდიდრესაც უქმნის? როგორ აისახება თითოეულ მათგანში ამ მოგზაურობის გამოცდილება? ნახეთ, როგორ…

Details

24.10.2024

გრძელდება პროექტი „მოიარე, მოუარე და დაანახე საქართველო!“ ამჯერად ჩვენი XI კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ჯამბაკურ ორბელიანის სახლ-მუზეუმი, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. მათ დაინახეს, როგორ იზრუნონ ამ ისტორიული ადგილის შენარჩუნებაში. სოფელ ქვახვრელში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებით, მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ მათი მოსმენა მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. „მიტრას მარანში“ ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობა მიიღეს რთველში და შეეძინეს უძველესი ტრადიიცის ახალი გამოცდილება გაასუფთავეს გორიჯვრის ტერიტორია…

Details

19.10.2024

აიბი მთიებისა და კოლეჯი ,,სპექტრის’’ მრავალწლიანი თანამშრომლობა გრძელდება ერთობლივი პროექტის ,,სამკუთხედი” ფარგლებში! წელს 131 მეთერთმეტე კლასელი მოსწავლე გაივლის 3-თვიან სასერტიფიკატო კურსს 10 პროფესიის მიმართულებით. თეორიულ სწავლებასთან ერთად, ჩვენ სიახლე გვაქვს! წელს, პირველად, აიბი მთიების მოსწავლეს ეძლევა უნიკალური შანსი: ვთანამშრომლობთ მდგრადი მომავლისათვის

Details

15.10.2024

აიბი მთიების 2024-2025 წლის პროექტმა – „მოიარე, მოუარე და დაანახე საქართველო“ – სტარტი აიღო! ეს უბრალოდ მოგზაურობა არაა – ეს არის მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ მხარს ვუჭერთ თაობას, რომელიც ზრუნავს გარემოზე, უფრთხილდება კულტურულ მემკვიდრეობას და მზადაა, შექმნას მდგრადი და უკეთესი მსოფლიო ბოლნისი, დმანისი, ტანძია – ეს ჩვენი პირველი გაჩერებებია, სადაც აიბი მთებისა და კემბრიჯის St.…

Details

15.10.2024

ხარისხიანი განათლება — გზა მდგრადი მომავლისაკენ! 2024-2025 სასწავლო წლისთვის, აიბი მთიების მენეჯმენტის გუნდი გამორჩეული აქცენტით იწყებს ახალი ეტაპს ხარისხის მართვაში. ჩვენი მიზანია სწავლების ხარისხის მუდმივი ამაღლება, რაც მოიცავს არა მხოლოდ ახლა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, არამედ ყოველდღიური პროცესების გაუმჯობესებას.

Details

22.09.2024

2023-2024 წლის აიბი მთიების წარმატებული კურსდამთავრებულები! დიდუბის რაიონის დეპუტატმა , გივი ჩხარტიშვილმა და გამგებელმა , ლადო ძნელაძემ, ჩვენს მედალოსნებსა და კურსდამთავრებულებს წარმატებული სტუდენტობა მიულოცეს! სიგელები და სასაჩუქრე ბარათები – ჩვენი წარმატებული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან უკეთეს მომავალს! ღონისძიება გაგრძელდა სასიამოვნო გარემოში, სადაც კურსდამთავრებულებმა და მასწავლებლებმა ერთად აღნიშნეს ახალი ცხოვრების დასაწყისი.

Details

14.09.2024

დაიწყო ახალი საიუბილეო 2024-2025 სასწავლო წელი – ახალი ერა IB მთიებში. წელს, IB მთიები იწყებს ინსპირაციულ მოგზაურობას — “მოიარე, მოუარე და დაანახე საქართველო”. ეს არის სრულიად ახალი საგანმანათლებლო ხედვა. გვსურს, ყველამ ერთად, ჩვენი თანამოქმედებით, ჩამოვაყალიბოთ მომავლის სამყარო. ინოვაციური აზროვნებით, ერთობლივი ძალისხმევითა და მდგრადი პრაქტიკის მეშვეობით განვახორციელოთ ცვლილებები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში.

Details

16.07.2024

საინტერესო სიახლე! აიბი მთების დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ახლახანს დაესწრო უმაღლესი განათლების სამიტს ,,ევროპა 2024 – ცვლილება და ინოვაცია მდგრად განვითარებაში! ნინო ჩიკვაიძე, სამიტზე გამდიდრებული გამოცდილების შემდეგ, დაბრუნდა ახალი შეხედულებებითა და იდეებით. დღეს ის შეხვდა აიბი მთიების მენეჯმენტის გუნდს, რათა წარმოედგინა ყოვლისმომცველი ანგარიში, რომელიც ხაზს უსვამს ძირითად საკითხებს და სამომავლო ინიციატივებს. თვალყური ადევნეთ დამატებით განახლებებს,…

Details

11.07.2024

11 ივლისს, ბარსელონა – სიჯესში გაიხსნა 2 დღიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო სამიტი. საქართველოდან სამიტზე მიწვეულია აიბი მთიების გენერალური დირექტორი ნინო ჩიკვაიძე. სამიტი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა მსოფლიოს სხვადასხვა წარმატებულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან კოლაბორაციისა. შემოგვიერთდით და თვალყური ადევნეთ სამიტის განახლებებს და ინფორმაციას. ერთად გავაგრძელოთ მომავალი თაობისათვის სასწავლო გარემოს დახვეწა და გამრავალფეროვნება!. დაწვრილებითი ბმული ღონისძიების შესახებ იხ. აქ #EducationalSummit #Barcelona…

Details