10.02.2025

“როგორ ვასწავლო ჩემს შვილს დამოუკიდებლობა?!” ამ კითხვას ალბათ ყველა მშობელი სვამს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი შვილი თინეიჯერია. აიბი მთიების “მშობელთა სივრცეში” დღეს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ: შემოგვიერთდით შემდეგ შეხვედრებზე.

Details

10.02.2025

აკადემიურ საგნებს მიღმა კარიერული პერსპექტივების აღმოჩენა! დაფიქრებულხართ, როგორ უკავშირდება შენი საყვარელი საგანი მომავალ პროფესიებს? აიბი მთიებისა და კემბრიჯის სენტ ენდრიუს კოლეჯის სტუდენტებმა Pre-A Level-ის პროგრამის გავლისას ეს კავშირები დაინახეს! საინტერესო შეხვედრაზე მასწავლებლებმა სტუდენტებს აჩვენეს: აიბი მთიებში არა მხოლოდ სწავლობ – შენ შენს მომავალს ქმნი.

Details

07.02.2025

რაინდობის გზა დაიწყო! კვირეულის კულმინაცია – აიბი მთიების ყველაზე პატარა მოსწავლეები ქართული ეროვნული სამოსით დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში. მათი რაინდობის პირველი ნაბიჯები – ტრადიციების პატივისცემა და მომავლის რწმენა! იხილეთ ამ განსაკუთრებული დღის ყველაზე ამაღელვებელი კადრები.

Details

07.02.2025

აიბი მთიების 2025 წლის რაინდები! კლასის გოგონებმა წლის რაინდები, ხოლო სკოლის ქალბატონებმა სკოლის რაინდები დაასახელეს. სიგელების გადაცემა საზეიმო ცერემონიაზე – პატივისცემა მათ, ვინც ამას იმსახურებს!

Details

07.02.2025

რაინდის ისტორია – პატარა გმირების შემოქმედება! წარმოსახვა, შემოქმედება და პატარა გმირები დიდი იდეებით! პატარების მიერ შექმნილი უნიკალური ისტორიები!

Details

07.02.2025

აიბი მთიების ახალგაზრდა რაინდები სიცოცხლის გადასარჩენად! რაინდობის კვირეულის ფარგლებში, აიბი მთიების მე-12 კლასელები ესტუმრნენ სისხლის ბანკს, სადაც დონაციის მნიშვნელობას გაეცნენ, ხოლო აქციაში მონაწილეობა მათმა მშობლებმა და პედაგოგებმა მიიღეს. პატარა ნაბიჯი – დიდი სიკეთე! მომენტები, სადაც ჩვენი მოსწავლეები რეალურ ცვლილებებს ქმნიან.

Details

07.02.2025

ახალგაზრდა რაინდები განათლების მხარდასაჭერად! რაინდობის კვირეულის ფარგლებში, აიბი მთიების თინეიჯერებმა წამოიწყეს ინიციატივა #NextGenSupport! World Vision-თან ერთად, მათ გორის რაიონის ბაღებსა და სკოლებში გადასცეს საჭირო ნივთები, წიგნები და რესურსები, რაც განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის. მომავალი თაობა დღეს ქმნის ცვლილებებს უკეთესი მომავლისათვის!

Details

06.02.2025

რაინდობის კვირეული გრძელდება! უფროსკლასელები თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში! ინსპირაცია, გამოცდილება და ლიდერობის გაკვეთილები! თავდაცვა, ერთგულება და გუნდურობა – ყველაფერი, რაც ნამდვილ რანდულ ქცევას განსაზღვრავს.

Details

05.02.2025

ქველმოქმედი რაინდები! აიბი მთიების უფროსკლასელები გაერთიანდნენ კათარზისის პროგრამის მხარდასაჭერად, რაინდობის კვირეულის ფარგლებში სიკეთესთან და ზრუნვასთან ერთად! მოდი, ვაქციოთ ჩვენი ძალისხმევა გულისხმიერ და კეთილ საქმეებად!

Details

05.02.2025

რაინდობა ჩვენთვის მხოლოდ სიტყვა არ არის – ეს არის ღირებულებების სამყარო, სადაც ყოველი მოსწავლე სწავლობს ქალის პატივისცემას, სუსტის მხარდაჭერას, ეკოლოგიის გაფრთხილებას, ქველმოქმედებას, სამშობლოს სიყვარულსა და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას. აიბი მთიებში „რაინდობის“ 25-ე ტრადიციული კვირეული დაიწყო, რომელიც დასრულდება ქართველთა უპირველესი რაიდნის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, 8 თებერვალს. დარჩით ჩვენთან ერთად – კვირეულის ყოველი მომენტი შთამბეჭდავია!

Details

23.01.2025

აიბი მთიების საჭადრაკო კლუბის ზამთრის თასის პატარა ჩემპიონები. ჩვენმა ჭადრაკის პატარა ვარსკვლავებმა თავიანთი ნიჭით და მონდომებით საოცარი წარმატებები გვაჩვენეს! გაიცანით ჩვენი გამარჯვებულები! მადლობას ვუხდით ჩვენს შესანიშნავ პედაგოგს, პარმენ გელაზონიას, ამ განსაკუთრებული მომენტისათვის!

Details

22.01.2025

IB მთიების დაუვიწყარი ზამთრის ბანაკი დასრულდა! ჩვენი მოსწავლეები საოცარ თავგადასავალში ჩაერთვნენ! დაიპყრეს დიდველის სათხილამურო ტრასები და გაატარეს დაუვიწყარი დრო მეგობრებთან ერთად. ეს იყო ემოციებით, სიხარულით და დაუვიწყარი მომენტებით სავსე დღეები, რომლებმაც ზამთრის არდადეგები კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა! მადლობა ყველა მონაწილეს და მშობელს! შევხვდებით მომდევნო თავგადასავალზე!

Details

17.12.2024

პარტნიორობის ახალი ეტაპი განათლებისა და განვითარების სფეროში! დღეს IB მთიების გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჩიკვაიძემ და Webster University Georgia-ს წარმომადგენლებმა: ნათია მაღალაშვილმა, თათია ბრეგვაძემ მნიშვნელოვანი მემორანდუმი გააფორმეს. ერთობლივი ძალისხმევით ვამკვიდრებთ ინოვაციურ და პროგრესულ მიდგომებს, რომლებიც ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის ამაღლებას და საერთაშორისო წარმატებების მიღწევას. მეტი შესაძლებლობა, მეტი განვითარება!

Details

04.12.2024

4 დეკემბერი: მსოფლიო ერთიანდება პლანეტის დასაცავად! დღეს, 4 დეკემბერს, მთელი მსოფლიო აღნიშნავს CNN-ის Call to Earth Day დღეს, რომელიც მიზნად ისახავს პლანეტის დაცვასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ აიბი მთიები ამ გლობალური მოძრაობის მონაწილეა. ჩვენი პროექტი, „მოიარე, მოუარე და დაანახე საქართველო’’ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და უკეთესი მომავლის შექმნას ემსახურება.…

Details

02.12.2024

Ib Mthiebi ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ხაზგასმით ვაცხადებთ: ჩვენი გადაწყვეტილება ევროპაა! ჩვენი სკოლა წარმოადგენს ევროპული ღირებულებებისა და კულტურის ორგანულ ნაწილს, რაც ვლინდება: განათლებაში, კულტურაში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში. ეს ფასეულობები ჩვენი სკოლის ყოველდღიურობას განსაზღვრავს! მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ვაგრძელებთ დასავლური მისიის გზას!

Details