08.04.2022
აიბი მთიების ელემენტალური სკოლის 5 წლიანთა ჯგუფებში შეჯამდა პროექტი „როგორ თანავცხოვრობთ პლანეტაზე“ პროექტში მონაწილე ყველა საგნობრივი გაერთიანებების ინტეგრირებული, თეატრალიზებული წარმოდგენით
აიბი მთიების ელემენტალური სკოლის 5 წლიანთა ჯგუფებში შეჯამდა პროექტი „როგორ თანავცხოვრობთ პლანეტაზე“ პროექტში მონაწილე ყველა საგნობრივი გაერთიანებების ინტეგრირებული, თეატრალიზებული წარმოდგენით
აიბი მთიების 5, 6 და 7 წლის მოსწავლეებისთვის განხორციელდა პროექტი “მოიარე საქართველო”, რომელიც ითვალისწინებდა მიმდინარე პროექტის “როგორ ვთანაცხოვრობთ პლანეტაზე” სასკოლო სივრცეში მიღებული ცოდნის შეჯამებას გარე სივრცეში, პედაგოგიური გუნდისა და აღმზრდელ პედაგოგების ჩართულობით მოსწავლეებმა მოინახულეს ეკლესია-მონასტრები, შეაგროვეს შესაწირი და ჩაატარეს სარელაქსაციო აქტივობები ბუნებაში
აიბი მთიების მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს შეხვდა ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი. შეხვედრის თემას წარმოადგენდა “აბიტურიენტის პასუხისმგებლობის გაცნობიერება და ახალი გამოწვევები” ჩვენს მოსწავლეებს წინ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო წელი ელოდებათ, სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მზაობა და შემართება
Detailsაიბი მთიების ელემენტარულ სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს თემატური პროექტებით, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტით სწავლების მოდელს. ყველა საგნობრივი კათედრა ერთიანდება კონკრეტული თემის გარშემო. მოსწავლეთათვის დღე შემეცნებითი, სახალისო, საინტერესო და შემოქმედებითია სასწავლო პროცესი ხორციელდება “სწავლა კეთებით” მოსწავლე პროექტის მიმდინარეობისას ცდილობს დააკავშიროს სხვადასხვა საგნებიდან მიღებული ცოდნა, რაც თავის მხრივ უვითარებს მას კოგნიტურ, მოტორულ და სოციალურ უნარებს ამ კვირის…
Detailsაიბი მთიებში ამერიკულ – ქართული განათლების ცენტრის LEAF-ის ორგანიზებით ჩატარდა განათლების საერთაშორისო გამოფენა, სადაც ჩვენს მომავალ სტუდენტებს. შეხვდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან უნივერსიტეტების წარდმომადგენლები. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საუკეთესო უნივერსიტეტებს, მათ პროგრამებს და მიეღოთ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლასა და დაფინანსებასთან დაკავშირებით. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი უნივერსიტეტები: Tio University of Applied Sciences ნიდერლანდები University of Nevada, Reno – აშშ IE University ესპანეთი…
Detailsაიბი მთიების თანამშრომელთათვის ჩატარდა ტრენინგი შრომის უსაფრთხოების შესახებ. ტრენინგის ორგანიზატორი შპს „ბიზნეს უსაფრთხოების ასოციაცია“ ტრენინგის წამყვანი ნიკა ხარაშვილი
Detailsაიბი მთიებისა და კავკასიის უნივერსიტეტის ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე აიბი მთიების პროფილური სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა „ვორქშოპი“ თემაზე: „რა არის სოციოლოგის პროფესია და როგორ ჩავატაროთ კვლევა“. „ვორქშოპის“ ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს უძღვებოდა სოციოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი ფლორა ესებუა. მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები
აიბი მთიების ელემენტალურ სკოლაში დაიწყო კვირის პროექტი „როგორ თანავცხოვრობთ პლანეტაზე“ პროექტის მიზანი: შემეცნებითი ინტერესის განვითარება სამყაროს შესახებ; სამყაროს შექმნის შესახებ მეცნიერული და ბიბილიური შეხედულების გაცნობა; ბუნებაზე და ერთმანეთზე ზრუნვის მოთხოვნილებების გაღვივება
Detailsაიბი მთიების ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი შეხვდა მე-12 კლასის მოსწავლეებს და მათ წინა საგამოცდო სტრესის მართვასა და პროფესიის არჩევის შედეგებზე ესაუბრა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ და ინტერაქციულად წარიმართა, მოსწავლეებმა მათ პროფესიულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრეს და სასარგებლო რჩევებიც მიიღეს ქალბატონი ნანასგან. სულ უფრო ცოტა დრო რჩება ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდებამდე
აიბი მთიების XI კლასის მოსწავლეებმა 2022 წლის სამეწარმეო განათლების ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. მათ დააარსეს მინი ბიზნეს კომპანია ,,Clay-Hulukies” და შექმნეს თიხის ულამაზესი ნაწარმი. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!
მოსამზადებელი ჯგუფისა და ექვს-შვიდ წლიანთა მოსწავლეებისათვის დაიგეგმა პროექტი ,,როგორ თანავცხოვრობთ პლანეტაზე”. პროექტი ინტეგრირებულია და ყველა საგნობრივი კათედრა იღებს მონაწილეობას. ამა წლის 25 მარტს, შეხვედრაზე ელემენტარული სკოლის პედაგოგებმა წარმოადგინეს პროექტის განხორცილებისათვის საჭირო მეთოდები და დაგეგმილი აქტივობები
24 მარტს ჩატარდა ელემენტარულის სკოლის (მოსამზადებელი ჯგუფი, I კლასი, II კლასი) აღ.პედაგოგთა სწავლება როგორ ვაჯამებთ შესრულებულ სამუშაოებს და რა სისტემით ვგეგმავთ მომდევნო კვირის ჩასატარებელ სამუშაოებს
ამა წლის 21-25 მარტის კვირაში აიბი მთიების საბაზო სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესების შესახებ. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია: რას ნიშნავს საგანგებო სიტუაცია, მისი გამომწვევი მიზეზები და შესაძლო საფრთხეები. განიხილეს და იმსჯელეს საფრთხის თავიდან აცილების შესაძლებლობებზე
აიბი მთიეიბის დაწყებით სკოლაში სააღმზრდელო თემის ფარგლებში „ჩემი გადაწყვეტილება“ მოსწავლეებმა შექმნეს გადაწყვეტილების შუქნიშანი“ – „შეჩერდი“, „მოიფიქრე“, „გადაწყვიტე“. პროექის მიზანია მოსწავლემ გაიაზროს გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომელიც დაეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში
ამა წლის 23 მარტს შედგა სამუშაო შეხვედრა აიბი მთიების მათემატიკის კათედრის პედაგოგებისა და English Book Education ორგანიზაციის წარმომადგენელთან ბატონ ზვიად დეკანოიძესთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებითი სკოლის მათემატიკის სასწავლო პროგრამაში ცვლილებების შეტანა და საერთაშორისო საბაკალავრო ორგანიზასიის (IB) მათემატიკის სასწავლო პროგრამული პაკეტის განხილვა PYP -საფეხურზე