15.11.2022

აიბი მთიების უმაღლეს სკოლას ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი ესტუმრა. გაუს მარკეტინგის და კომუნიკაციების სამსახურის უფროსი გიორგი თაქთაქიშვილი დამამთვარებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა და საინტერესო დისკუსია წარმართა. თემას წარმოადგენდა მარკეტინგი, როგორც ერთ-ერთი სწრაფად მზარდი და ცვალებადი ინდუსტრია, როგორი უნარები სჭირდება ადამიანს ამ სფეროში წარმატების მისაღწევად, როგორ უნდა განვავითაროთ კრეატიული აზროვნება, რას ნიშნავს და როგორ მუშაობს “Think out of…

Details

15.11.2022

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის პროექტი – “ორი ავტორის შეხვედრა”, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა თავისუფალი აზრის განვითარებას, შემოქმედებითი წერის კომპონენტებსა და სასცენო ოსტატობის შესწავლას. აიბი მთიების დაწყებით სკოლაში პროექტი “კრეატივის” ფარგლებში განხორციელდა ღონისძიება, რომელშიც V და VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა: პროექტი წარიმართა STEAM განათლების სისტემით, სადაც ერთობლივად იმუშავა ქართული ენისა და ლიტერატურის…

Details

14.11.2022

აიბი მთიების მესამე კლასის მოსწავლეებმა დიდი აურზაური მოაწყეს ლინდგრენის ამბებიდან. მოსწავლეებმა საინტერესო ტელეგადაცემები გამართეს და მოირგეს საყვარელი პერსონაჟების როლები აიბი მთიები გილოცავთ საყვარელი მწერლის დაბადების დღეს სახალისო და საინტერესო პროექტი წარმართეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა – ნინო გიორგაძემ და ანა გოგოლაძემ ხელოვნების პედაგოგ ანა ჯაფარიძესთან თანამშრომლობით, და აღმზრდელ-პედაგოგების უშუალო ჩართულობით: თამარ კაპანაძე, მარიამ ყიფშიძე,…

Details

11.11.2022

იაპონელი ქართველოლოგისა და მთარგმნელის იასუჰირო კოჯიმას ვიზიტი აიბი მთიების დაწყებით სკოლაში. მე-6 კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის პროექტის ფარგლებში, შეხვდნენ იაპონელ მთარგმნელ იასუჰირო კოჯიმას, რომელმაც იაპონელი მკითხველისთვის არაერთი ქართველი მწერლის შემოქმედება თარგმნა, მათ შორის პირველი იყო ნოდარ დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”. შეხვედრა გაიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში, სადაც იასუჰირომ ისაუბრა ნოდარ დუმბაძის შემოქმედების თარგმანებსა…

Details

09.11.2022

პროფესიული უნარების განვითარების შეხვედრები უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით გრძელდება აიბი მთიების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ კავკასიის უნივერსიტეტს შეხვედრა გაიმართა პროფესორ ნატა ასათიანთან, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო მედია და კომუნიკაციების მიმართულება, თუ რა უნარები სჭირდება ადამიანს სწორი კომუნიკაციისთვის და როგორ გამოვიმუშაოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები.

Details

09.11.2022

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზიტი აიბი მთიებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები – მედია მენეჯერი გაგა კაპანაძე და პროგრამების კოორდინატორი თეა ხინჩაგაშვილი შეხვდნენ და მათ გააცნეს უნივერსიტეტის პროგრამები და ფაკულტეტები, სწავლის სპეციფიკა და სტუდენტური პროექტები.

Details

08.11.2022

შემოდგომის ფესტივალი აიბი მთიებში. დაწყებითი სკოლის პატარა მოსწავლეებმა სურნელოვანი და ფერადი, ნობათით სავსე კალათებით უმასპინძლეს სკოლის ყველა თანამშრომელს, თავიანთ კლასელებსა და მშობლებს. მადლობა ყველა მშობელს მხარდაჭერისათვის

08.11.2022

აიბი მთიების წარმომადგენლობის ვიზიტი გერმანელ პარტნიორებთან IB -ს სათაო ოფისში განვითარების პერსპექტივების პროექტის ფარგლებში. აიბი მთიების გენერალური დირექტორი ნინო ჩიკვაიძე, ფინანსური მენეჯერი ანა ჯავახიშვილი და საგარეო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერი ტატო გახოკიძე ეწვივნენ IB-ის სათაო ოფისს ფრანკფურტში. სკოლა IB-თან 2008 წლიდან თანამშრომლობს და ის თანაპარტნიორია. ვიზიტის ფარგლებში დამფუძნებელთა კრებაზე გერმანელმა პარტნიორებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს აიბი…

Details

07.11.2022

ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” აიბი მთიების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით და ისტორიის პედაგოგ გიორგი გობეჩიას ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” – ის ნოემბრის ტური.

Details

04.11.2022

სპორტისა და ხელოვნების კათედრების და სააღმზრდელო სამსახურის ერთობლივი პროექტი დღეს აიბი მთიებში “ძველი ბერძნული თამაშები”-ს ფინალური ღონისძიება გაიმართა და ოლიმპიური ცეცხლიც აინთო პროექტის ფარგლებში V-VI კლასების მოსწავლეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა ძველი ბერძნული თამაშებისა და ოლიმპიადის შესახებ, სპორტის გაკვეთილებზე პრაქტიკულად ისწავლეს, ხელოვნების გაკვეთილებზე კი თავად შექმნეს საჭირო ატრიბუტიკა და კოსტუმები.

Details

01.11.2022

დაწყებითი სკოლის საზოგადოებრივი კათედრის პროექტი „დატოვე შენი ანაბეჭდი“ წარიმართა STEAM განათლების სისტემით,რომელმაც გააერთიანა ერთი ქუდის ქვეშ საზოგადოებრივი მეცნიერების და ხელოვნების კათედრები. პროექტი შედგებოდა  STEAM განათლების სისტემის  ექვსი ეტაპისაგან: პროექტის ფარგლებში მოსწალეები:

Details

01.11.2022

უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა და პროფესიული შეხვედრები გრძელდება. აიბი მთიების უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში პროფესიული უნარების განვითარების საინტერესო შეხვედრები ჩატარდა:

31.10.2022

აიბი მთიებში წარმატებით წარიმართა და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამისობით შეფასდა ISO 45001-ის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის გარე აუდიტი. აუდიტის დროს შემოწმდა: წლიური და სამომავლო სამოქმედო გეგმები. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა სამუშაო შეხვედრები

Details

26.10.2022

აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლის პროექტის “გახდი ავტორი”, და ლიბრარიუმის პროექტის “დიალოგი ავტორთან” ფარგლებში V-VI კლასის მოსწავლეებმა ლიბრარიუმსა და საკლასო ოთახებში უმასპინძლეს საბავშო ბესტსელერების ავტორს, თამარ გეგეშიძეს. მწერლმა ბავშვების უამრავ საინტერესო შეკითხვას უპასუხა და ესაუბრა მათ იმ გზის შესახებ, თუ როგორ გადაიქცა მკითხველიდან ავტორად.

Details

25.10.2022

„დაინახე მომავალი” – აიბი მთიების ახალი პროექტი უფროსკლასელთათვის: აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს აიბი მთიებს ეწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხის) გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, რომელმაც საინტერესო შეხვედრა გამართა ჰუმანიტარული სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა სატელევიზიო პროფესიების სიღრმისეულ გაცნობას, პრაქტიკული სამუშაოს ფორმატის ჩვენებას უშუალოდ სატელევიზიო სივრცეში, თუ როგორ მზადდება გადაცემები, როგორ მუშაობს ტელევიზია და რადიო, ვინ არიან…

Details