01.10.2021 – ჩვენ მზად ვართ თქვენთან შესახვედრად
ჩვენ დავასრულეთ მოსამზადებელი სამუშაოები და ახლა უკვე სულმოუთქმელად ველით ჩვენს მოსწავლეებს, მშობლებს. . .გელოდებით ბავშვებო, წინ საინტერესო თავგადასავლი გველოდება
04.10.2021 – 2020 – 2021 სასწავლო წელი მართლაც რომ დღეს დაიწყო
გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას საკლასო ოთახებში
05.10.2021 – დიაგნოსტიკური წერა აიბი მთიებში
06.10.2021 – აიბი მთიებში გეგმიური კოვიდტესტირება ჩატარდა, ვაგრძელებთ სწავლას უსაფრთხო გარემოში, ყველა თანამშრომლის პასუხი უარყოფითია
11.10.2021 – აიბი მთიების ელემნტალურ სკოლაში
დაიწყო აკადემიური პროექტი „ყულაბა“
11.10.2021 – აიბი მთიების დაწყებით სკოლაში
დაიწყო სასწავლო-აკადემიური პროექტი „სახელოსნო“
პროექტი “სამკუთხედი” _ აიბი მთიების და უმაღლესი სასწავლებლების ერთობლივი პროექტი.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ამ სასწავლო წელს აკადემიურ პროგრამაში შევიდა საუნივერსიტეტო საათი, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის კედლებში ახალგაზრდების მომზადებას საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის.
08.10.2021 – ამა წლის 8 ოქტომბერს აიბი მთიებში მოწვეული იყო ბრიტანული უნივერსიტეტის სასწავლო პროცესებისა და სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძრვანელი პეტრე წულუკიძე, რომელმაც მოსწავლეებთან ისაუბრა პროფესიის არჩევის მნიშვნელობასა და სტუდენტურ უნარ-ჩვევებზე.
11.10.2021 – აიბი მთიების საბაზო სკოლაში
დაიწყო სასწავლო აკადემიური პროექტი “ლაბორატორია”
11.10.2021 – აიბი მთიების ხუთივე სკოლაში დაიწყო სასწავლო – სააღმზრდელო, შემოქმედებითი პროექტი “გახდი ავტორი”
14.10.2021 – აიბი მთიებში ჩატარდა მენეჯმებრის სხდომა
15.10.2021 -პროექტი “სამკუთხედი” _ აიბი მთიებისა და უმაღლესი სასწავლებლების ერთობლივი პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა ზურა მხეიძემ. მან მომავალ სტუდენტებს ესაუბრა საუნივერსიტეტო ცხოვრების მოლოდინებსა და სტრესის მართვასთან დაკავშირებულ თემებზე.
15.10.2021 -“ჩემი ლიტერატურული დებიუტი” – ეს არის პროექტი, რომელზეც ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ აიბი მთიების ტრანზიტული სკოლის მოსწავლეები. მათ უნდა შეექმნათ საინტერესო ბიოგრაფიის მქონე მწერალი, რომესაც უნდა ეცხოვრა მათივე ფანტაზიით შექმნილ ეპოქაში, და ამ მწერალს უნადა დაეწერა ლიტერატურული ნაწარმოები. ჩვენმა მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი ამ სამუშაოს. დაიწერა ზღაპრები, მოთხრობები, ნოველები, შეიქმნა კომიქსები, ილუსტრაციები, რომლებიც ხელნაწერ წიგნებად იქცა.
15-18.10.2021 – აიბი მთიებში მიმდინარეობს თანამშრომლების ჯანმრთელობის შემოწმება, რომელსაც ანხორციელებს მოწვეული ექიმების ჯგუფი მე-14 შერეული პოლიკლინიკიდან.
ჩვენ უზრუნველვყოფთ მოსწავლისა და თანამშრომლის უსაფრთხო გარემოს.
18.10.2021 – აიბი მთიების ზოგადი განათლების უმაღლეს სკოლაში
დაიწყო აკადემიური პროექტი “ვირტუსი“
22.10.2021 – პროექტი “სამკუთხედი”-ს ყოველკვირეული შეხვედრების ფარგლებში აიბი მთიების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები სტუდენტური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციების მიღებას აგრძელებენ. დღეს ისინი შეხვდნენ ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენელს – ანა ჭიპაშვილს, რომელიც მათ ბაკალავრის შეფასების სისტემაზე ესაუბრა.
23.10.2021 – „მსოფლიოს ცნობილი ნაგებობები“ და „კოსმოსი“ ეს არის თემები, რომელის გარშემოც, ინგლისური ენის კათედრის ჩართულობით, მუშაობდნენ დაწყებითი სკოლის მოსწავლეები, პროექტ „სახელოსნოს“ ფარგლებში. მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში ეცნობოდნენ თემასთან დაკავშირებულ მასალებს და ძალიან საინტერესო ნამუშევრების პრეზენტაცია მოაწყვეს.
28.10.2021 – აიბი მთიებისა და კოლეჯ “სპექტრის” თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა მოკლევადიანი სასერთიფიკატო კურსების პრეზენტაცია. სკოლის გენერალური დირექტორი ნინო ჩიკვაიძე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს ესაუბრა მეორადი პროფესიების არჩევისა და სხვადასხვა ხელობის დასწავლის მნიშვნელობაზე.
მოსწავლეებს საშუალება ექნებათ აირჩიონ მათთვის სასურველი კურსი და გაიარონ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები კოლეჯ “სპექტრში”.
28.11.2021 – დღეს აიბი მთიების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: მარკეტინგული ღონისძიებების მენეჯერი – მერი ხვიჩია, კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი – სოფო შენგელია და კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი – დავით ნატროშვილი. მათ გააცნეს უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამები და სწავლების მეთოდოლოგია, ესაუბრნენ დაფინანსების შესაძლებლობებსა და სტუდენტური რესურსების შესახებ.
29.10.2021 – პროექტ “სამკუთხედის” ფარგლებში გრძელდება თანამშრომლობა აიბი მთიებსა და უნივერსიტეტებს შორის.ჩვენი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრნენ, სადაც მათ შეხვდა რექტორის მოადგილე ლაშა მარკოზაშვილი, რომელმაც გააცნო ბრიტანული უნივერსიტეტის პროგრამებისა და სერვისების თავისებურებები
3-5.11.2021 – აიბი მთიებში ჩატარდება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საერთასორისო სტანდარტის ISO : 45001-2018 გარე აუდიტორის მონიტორინგი, რესერთიფიცირების მიზნით. აუდიტის ფარგლებში შემოწმდება ორგანიზაციაში მოსწავლეთა და თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და მოთხოვნების საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობა. რესერტიფიცირების პროცესს წარმართავს საერთაშორისო აუდიტორული და მასერტიფიცირებელი კომპანია ინტერტეკის წამყვანი აუდიტორი.
01.11.2021 – აიბი მთიების საბაზო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა მწერალ თამარ გეგეშიძის მხარვრული წერის მასტერკლასი, პროექტის „ჩემი ლიტერატურული დებიუტი“ ფარგლებში.
02.11.2021 – დასრულდა მათემეტიკის კათედრის მიერ ორგანიზებული პროექტი „კანონზომიარებათა ალგებრა“ პროექტ „ლაბორატორიის“ ფარგლებში. აიბი მთიების საბაზო სკოლის მოსწავლეებმა დაამუშავეს თემები და წარადგინეს პრეზენტაციები აუდიტორიის წინაშე.
03.11.2021 – აიბი მთიებში დაიწყო შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტის ISO : 45001-2018 გარე აუდიტორის სამდღიანი მონიტორინგი, რესერთიფიცირების მიზნით. შედგა სამუშაო შეხვედრა აიბი მთიების გენერალურ დირექტორ ნინო ჩიკვაიძესთან. შემოწმდა აიბი მთიების სატრანსპორტო საშუალებების გამართულობა და მათი აღჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. ჩატარდა დასუფთავების სამსახურის ხელმძრვანელის ჩატარებული სამუშაოების მონიტორინგი
04.11.2021 – აიბი მთიებში გრძელდება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტის ISO : 45001-2018 გარე აუდიტორის მონიტორინგი, რესერთიფიცირების მიზნით. შემოწმდა ხარისხის მართვის მენეჯერის, დღის რეჟიმის მართვის მენეჯერის, ექიმის ჩატარებული სამუშაოები. ჩატარდა დაწყებითი სკოლის ინფრასტრუქტურისა და სან-ჰიგიენური ნორმების მონიტორინგი.
05.11.2021 – აიბი მთიებში გრძელდება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტის ISO : 45001-2018 გარე აუდიტორის მონიტორინგი, რესერთიფიცირების მიზნით. შემოწმდა სკოლის ფსიქოლოგის და სკოლის იურისტის მიერ ჩატარებული სამუშაოები. ჩატარდა საბაზო და უმაღლესი სკოლის ინფრასტრუქტურისა და სადენზიფექციო პროცედურების მონიტორინგი.
05.11.2021 – პროექტ “სამკუთხედის” ფარგლებში აიბი მთიებში საუნივერსიტეტო საათზე მოწვეული იყო რობაქიძის უნივერსიტეტის დოქტორანტი ოთარ ანდრიაძე, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე “მოტივაცია”, სადაც განხილული იყო შემდეგი საკითხები: მომავლის დაგეგმარება, მისი განხორციელების გზები და თვითშეფასების უნარის განვითარება.
05.11.2021 – 2019 წელს კოლეჯ სპექტრსა და აიბი მთიებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებში სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები ირჩევენ მოკლვადიან სასერტიფიკატო კურსებს და ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს, რაშიც საკმაოდ დიდია მოსწავლეების დაინტერესება და ჩართულობა. დღეს აიბი მთიების მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდა კოლეჯ სპექტრის დირექტორი მათე ტაკიძე, რომელმაც საინტერესო მეგზურობა გაუწია მათ და გააცნო პროფესიული პროგრამები.
08.11.2021 – აიბი მთიების ელემენტალურ სკოლაში ძალიან საინტერესოდ და შემოქმედებითად წარიმართა პროექტი „საგამოფენო სივრცე აიბი მთიებში“, რომელიც განხორციელდა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრასთან ერთად. პროექტის ფარგლებში ელემენტალური სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მაკეტები და გააერთიანეს საქართველოს რუკა.
08.11.2021 – აიბი მთიების დაწყებითი სკოლში მიმდინარეობს პროექტი „საგამოფენო სივრცე აიბი მთიებში“, რომელიც დაიგეგმა და განხორციელდა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრასთან ერთად მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ პროექტში და წარმოგნიდგინეს ძალიან საინტერესო ნამუშევრები
10.11.2021 – მიმდინარე წელს, ICPC-ს მსოფლიო 44-ე ფინალზე ჯოზეფ ს. დებლასის ჯილდო განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა პროფესორ ჰამლეტ მელაძეს – ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში შეტანილი წვლილისათვის კომპიუტერული ხელოვნებისა და მეცნიერების წინსვლაში, აგრეთვე ჩრდილოეთ ევრაზიისა და მთელი მსოფლიოს ნიჭიერი სტუდენტებისთვის შესაძლებლობების მიცემისათვის.
აიბი მთიები ულოცავს ბატონ ჰამლეტს ამ მნიშვნელოვან ჯილდოს და მსოფლიო აღიარებას!
12.11.2021 – „ვაკეთოთ, ვისწავლოთ“
აიბი მთიების ელემენტალური სკოლის პირველი კლასის მოსწავლებმა წარმოგვიდგინეს ნაძერწი ნამუშევრები, მათემატიკის კათედრის მიერ განხორცილებულ სამოტივაციო აქტივობის ფარგლებში „სწავლა კეთებით“.
12.11.2021 – აიბი მთიების ტრანზიტული სკოლის მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ თემებზე: „გაყოფის საიდუმლო“, „მსოფლიოს საათობრივი სატყელები“, პროექტ „კრეატივის“ ფარგლებში. კვირის განმავლობაში, პროექტის დამუშავების პროცესში, მოსწავლეებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული მათემატიკის კათედრის პედაგოგები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ძალიან კარგად დამუშავებული თემები და ასევე ტექნიკურად გამართული ციფრული პრეზენტაციები
12.11.2021 – „ცოდნის ტრანსფერი“
აიბი მთიების ელემენტალური სკოლის მეორე კლასის მოსწავლები აქტიურად ჩაერთნენ ქართული ენისა და მათემატიკის კათედრის ინტეგრირებულ სამოტივაციო აქტივობაში „კოდირებული ანდაზის დეკოდირება“. მოსწავლეებმა ხალისით გააერთიენეს მათემატიკისა და ქართულის საგნებში მიღებული ცოდნა
15.11.2021 – აიბი მთიებში დაიწყო ხარისხის მართვის მენეჯმენტის გარე აუდიტი ISO 9001:2015, რომელიც მიზნად ისახავს აიბი მთიებში მენეჯმენტის მუშაობის ეფექტურობის განსაზღვრას
16.11..2021 – აიბი მთიების რელაქს სივრცეში ჩატარდა უმაღლესი სკოლის პროექტ ვირტუსის “ტრანსკავკასიური ბილიკები”-ს გამარჯვებული თემების პრეზენტაცია, სადაც მონაწილეობდნენ ზუსტი და საუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული სკოლის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს დამუშავებული თემები, რომელთა ირგვლივაც საინტერესო დისკუსიები გაიმართა და მაღალი ქულებით შეფასდა სკოლის კომისიის მიერ
16.11.2021 – აიბი მთიებში დასრულდა ხარისხის მართვის მენეჯმენტის გარე აუდიტი ISO 9001:2015, რომელიც ჩაატარა ინტერტეკის წამყვანმა საერთაშორისო აუდიტორმა ჯავიდან მელიკოვამ.
აუდიტის ფარგლებში შემოწმდა: ორგანიზაციის მართვის სისტემები, წლიური სამოქმედო გეგმები, აისო 9001:2015-ის სტანდარტთან შესაბამისობა, კადრების კომპეტენციების განსაზღვრა, 2020-2021 სასწავლო წელს ჩატარებული სამუშაოების ანალიზი
16.11.2021 – აიბი მთიების მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს. უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი გულნაზი გალდავა მოსწავლეებს ესაუბრა პროფესიის არჩევის პერსპექტივებზე და გააცნო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები და სწავლების კონცეფცია. მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს კრიმინალისტიკის ლაბორატორია, სადაც უმასპინძლა ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პროფესორმა გია დეკანოზიშვილმა
19.11.2021 – აიბი მთიების მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები დუალური განათლების ფარგლებში ეუფლებიან სხვადასხვა საჭირო ხელობებს: ელექტროობა, ვებ ტექნოლოგიები, მსუბუქი ავტომობილების ძრავის შეკეთება, ხეზე კვეთის ხელოვნება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები, შრომის უსაფრთხოება.
დღეს პირველი სასწავლო დღე იყო კოლეჯ “სპექტრში”
19.11.2021 – პროექტ “სამკუთხედის” ფარგლებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი კოტე ყულიჯანოვი, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა თანამედროვე ტექნოლოგიების როლსა და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე
22.11.2021 – აიბი მთიების დაწყებით სკოლაში ჩატარდა მეცნიერების კვირეული, რომელიც დაიწყო პროექტით „მეცნიერების სახელოსნო“. პროექტი განახორციელა მევნიერების (ბუნებისმეტყველების) პედაგოგმა ქალბატონმა ნინო კლდიაშვილმა, თემა: „კოსმოსი“. მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად შექმნეს და წარმოგიდგინეს გასაოცარი „კოსმოსური სამყარო“
22.11.2021 – „ადაპტაციები ცოცხალ ორგანიზმებში“ _ თემის გარშემო, ერთი კვირის განმავლობაში იმუშავეს აიბი მთიების ტრანზიტული სკოლის მოსწავლეებმა, პროექტ „კრეატივის“ ფარგლებში. მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ მუშაობის პროცესში და შემოქმედებითად გასცეს პასუხი მთავარ კითხვებს: რა არის ცოცხალი ორგანიზმის ადაპტაცია სხვადასხვა ბუნებრივ და ხელოვნურ ეკოსისტემებში, როგორ ეხმარება ადაპტაციები ორგანიზმებს შეეგუონ კონკრეტულ საარსებო გარემმოს, ან გარემოს ცვლად პირობებს
24.11.2021 – აიბი მთიების სკოლების ხემძღვანელებსა და დარგობრივი კათედრების სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს და მიიღეს „მოსწავლის გაკვეთილის“ მენეჯმენტის ახალი ფორმა, რომელიც დეკემბრის თვეში გაივლის პილოტირებას და იანვრის თვიდან შევა სასწავლო პროცედურებში
30.11.2021 – ერთი დღე დაწყებით სკოლაში – აიბი მთიების დაწყებით სკოლაში განხორციელდა პროექტი „ერთი დღე სკოლაში“, რაც გულისხმობს აიბი მთიების სამსახურების კომპლექსურ მუშაობას, კერძოდ, ფსიქოლოგის, ექიმის, ადმინისტრატორის, ხარისხის მართვის მენეჯერის, სააღმზრდელო სამსახურის მიერ დაწყებითი სკოლის სასწავლო – სააღმზრდელო პროცესების ღრმა კვლევას. შედეგად დაწყებითი სკოლის სასწავლო – სააღმზრდელო საქმიანობა შეფასდა დადებითად
01-10.12.2021 – საბაზო სკოლაში იგეგმება შიდა სასკოლო საკალათბურთო ტურნირის შესარჩევი ეტაპი , რომელიც განხორციელდება 10 დეკემბრამდე და შეარჩევს 2006-2008 წლებში დაბადებული მოსწავლეთა საკალათბურთო აიბი მთიების ნაკრებ გუნდს
03.12.2021 – საუნივერსიტეტო საათი – პროექტ სამკუთხედის ფარგლებში აიბი მთიების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა პროფესორი გიორგი აბაშიშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი და ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი. ის ასევე გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის ეროვნული კონსულტანტია საქართველოში.
მოსწავლეებმა საინტერესო ლექცია მოისმინეს თუ როგორ ვაქციო საყვარელი საქმე პროფესიად და როგორ გავხდე მოთხოვნადი შრომით ბაზარზე
03.12.2021 – დუალური განათლება აიბი მთიებში – აიბი მთიებისა და კოლეჯი ,,სპექტრის’’ თანამშრომლობის ფარგლბში , მე-11 კლასის მოსწავლეთათვის დაგეგმილ პროგრამაში კიდევ ერთი სპეციალობა დაემატა – შრომის უსაფრთხოება
07-10.2021 – შეხვედრა მშობელთა სათათბიროსთან – ამა წლის 7, 9 და 10 დეკემბერს ტარდება დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლის მმართველი გუნდის შეხვერდა მშობელთა სათათბიროს წევრებთან. სადაც განიხილება ნოემბრის თვეში ჩატარებული საქმიანობის ანალიზი, დეკემბრის თვის სამუშო გეგმა და +1 სწავლების სისტემა. მშობლებს მიეწოდებათ დეკემბრის სარეიტინგო წერების ცხრილი
03.12.2021 – აიბი მთიების საბაზო სკოლაში ამა წლის 22 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე მიმდინარეობდა ინგლისური ენის კათედრის აკადემიური პროექტი „ლაბორატორია“თემებით „ნასა“ და „წიგნის ჭია“. პროექტ „ნასა“-ს ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა „ნასას ეროვნული როლი კოსმოსის სივრცის კვლევაში“, ხოლო პროექტ „წიგნის ჭია“-ს ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს მარკ ტვენის, ჩარლზ დიკენსის და მიჩელის ნაწარმოებებზე. მოსწავლეებმა დაახასიათეს მთავარი გმირები და მათი ცხოვრების წესი შეადარეს რეალურ ეპოქას
06-10.12.2021 – 6–10 დეკემბერს აიბი მთიების მეათე-მეტორმეტე კლასის მოსწვლეები მონაწილოებას მიიღებენ ,,ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში’’ შემდეგ დისციპლინებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ქიმია, ინგლისური და გერმანული ენები, მათემატიკა, ბიოლოგია, ფიზიკა და გეოგრაფია.ოლიმპიადა ტარდება სკოლის შიდა ტერიტორიაზე ონლაინ ფრომით, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე
06-10.12.2021 – 06-10 დეკემბერს აიბი მთიების მოსწვლეებმა მონაწილოება მიიღეს ,,ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში’’ შემდეგ დისციპლინებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ქიმია, ინგლისური და გერმანული ენები, მათემატიკა, ბიოლოგია, ფიზიკა და გეოგრაფია. ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა სკოლის შიდა ტერიტორიაზე ონლაინ რეჟიმში
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარმატებებით!
07.12.2021 – აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში პროექტის ,,ერთი დღე სკოლაში’’ ფარგლებში ჩატარდა შიდა კომპლექსური კვლევა, რომელიც წარმართა სამუშაო გუნდმა. გუნდი დაკომპლექტებულა სამსახურების ხელმძღვანელებით, რომელთა საქმიანობა პირდაპირ კავშირშია და უზრუნველყოფს, მოსწავლეთა და თანამშრომლეთა უსაფრთხოების დაცვასა და ჯანსაღი სასწავლო და სააღმზრდელო პროცესების მართვას.
კვლევის შედეგად უმაღლესი სკოლის საქმიანობა შეფასდა დადებითად
07.12.2021 – 7 დეკემბერს აიბი მთიების საბაზო სკოლაში გაიმართა ონლაინ შეხვედრები მე-7 , მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებთან და მათ მოშობლებთან. შეხვედრაზე სკოლის ხელმძღავნელმა ნინო დოლიძემ და მისმა მართვის გუნდმა, წარმოადგინეს დეკემბრის თვის სტრატეგიული გეგმა და მიმოიხილეს ნოემბრის თვეში ჩატარებული საქმიანობის შედეგები
07.12.2021 – 7 დეკემბერს ციფრული აკადემიის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ონლაინ მასტერკლასი აიბი მთიების მეცხრე, მეათე კლასის მოსწავლეთათვის, თემაზე „რა არის ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფა, რა პროფესიები, მიმართულებები და შესაძლებლობები არსებობს დღეს პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში
09-10.12.2021 – 9 – 10 დეკემბერს აიბი მთიების დაწყებით სკოლაში გაიმართა ონლაინ შეხვედრები დაწყებითი სკოლის მოსწავლეებთან და მათ მოშობლებთან. შეხვედრაზე სკოლის ხელმძღავნელმა ნინო აბაშიძემ და მისმა მართვის გუნდმა, წარმოადგინეს დეკემბრის თვის სტრატეგიული გეგმა და მიმოიხილეს ნოემბრის თვეში ჩატარებული საქმიანობის შედეგები
10.12.2021 – აიბი მთიიების ხელოვნების კათედრამ ტრანზიტულ სკოლაში განახორციელა პროექტი „კეატივი“ თემით სცენოგრაფია. კერძოდ, მოსწავლეები გაეცნენ პეტრე ოცხელის შემოქმედებას. შექმნეს ესკიზები, საკუთარი ინტერპრეტაციით დაანზადეს სცენარის მაკეტი და იმუშავეს დიზაინზე
09-10.12.2021 – 9 – 10 დეკემბერს აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში გაიმართა ონლაინ შეხვედრები მე-10 , მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან და მათ მოშობლებთან. შეხვედრაზე სკოლის ხელმძღავნელმა რამაზ ფარესაშვილმა და მისმა მართვის გუნდმა, წარმოადგინეს დეკემბრის თვის სტრატეგიული გეგმა და მიმოიხილეს ნოემბრის თვეში ჩატარებული საქმიანობის შედეგები
10.12.2021 – 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს Ted Talk საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში საფუძველი ჩაეყარა აიბი მთიების მოსწავლეების მიერ. Ted Talk-ის მიზანი – გაუზიარე საკუთარი გამოცდილება და დააფიქრე სხვაგვარად – ღონისძიების ფარგლებში მიღწეულ იქნა. აიბი მთიები მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის ბრიტანულ უნივერსიტეტს, English Book Education და აზროვნების აკადემიას
2021-2022 – აიბი მთიების მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გთავაზობთ პროექტს „მოდელირებული ლექციები“. პროექტის ფარგლებში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ლექცია და დაესწროთ მას. ლექციის პროცესში შეხვდეთ სხვადასხვა ფაქულტეტის ლექტორებს და ჩაერთოთ საინტერესო დისკუსიებში და რაც მთავარია ერთი დღე გახდებით GAU-ს სტუდენტები.
2021-2022 აიბი მთიებისა და კოლეჯი ,,სპექტრის’’ თანამშრომლობის ფარგლბში , მე-11 კლასის მოსწავლეთათვის დაგეგმილ პროგრამაში კიდევ ერთი სპეციალობა დაემატა – შრომის უსაფრთხოება.
მოსწავლეები, რომლებიც შეუერთდნენ ამ სპეციალობას, აღნიშნავენ, რომ კურსის გავლის შემდეგ კრიტიკულად მიუდგებიან უსაფრთოების ნორმების დაცვას, როგორც საზოგადოებრივ, ისე პირად სივრცეში.
06-17.12.2021 – აიბი მთიების საბაზო სკოლაში მიმდინარეობს პროექტი „მუსიკა ყველგან“. პროექტის ფარგლებში მუსიკით დაინტერესებულ მოსწავლეთათვის, აიბი მთიების პედაგოგის გიორგი ხურცილავას მოწვევით, ჯგუფი „ინფადუსი“-ს წევრებმა ჩაატარეს მასტერკლასი „როგორ შევქმნათ მუსიკალური კომპოზიცია“.
13-17.12.2021 – აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლაში სააღმზრდელო სამსახურისა და სკოლის ადმინისტრატორის ჩართულობით ჩატარდა კვირეული “როგორ შევქმნათ ხელნაკეთი ნივთები“. მოსწავლეებმა სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და მასალის გამოყენებით ისწავლეს და შექმნეს ორნამენტები და საახალწლო მორთულობები. მიღებული ცოდნის საფუძველზე მოსწავლეები მორთავენ საკლასო ოთახებს.
17.12.2021 – აიბი მთიების დირექტორატმა და აკადემიურმა საბჭომ აქტიურად იმუშავა შემაჯამებელი წერების დებულებაზე, რომელიც მორგებულია როგორც ონლაინ რეჟიმზე, ასევე სასკოლო სივრცეში მყოფ მოსწავლეებზე, და მათზე, რომელთაც ჰიბრიდული სწავლება აირჩიეს. სკოლა მზად არის სამივე რეჟიმის მოსწავლეებისათვის ჩაატაროს ცოდნის შემაჯამებელი სამუშაოები, რომელიც ხელს შეუწყობს მეორე სემესტრის მიზნობრივ და ხარისხიან დაგეგმარებას.
21-29.12.2021 – აიბი მთიების დაწყებით, საბაზო და უმაღლეს სკოლებში განხორციელდება დეკემბრის თვის ცოდნის შემაჯამებელი სარეიტინგო ტესტირება, როგორც საკლასო გარემოში, ასევე Online და ჰიბრიდული რეჟიმის მოსწავლეთათვის
აიბი მთიებმა წარმატებით გაიარა ხარისხის მართვის მენეჯმენტის აუდიტი ISO 9001:2015 და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 45001:2018 გარე აუდიტი. საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამისობით შეფასდა სკოლის საქმიანობა, მართვის სისტემა, მატერიალური და ადამიანური რესურსი.
აიბი მთიები გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას! აიბი მთიებში სამუშაო პროცესი განახლდება 2022 წლის 10 იანვარს, ხოლო სასწავლო პროცესი – 2022 წლის 17 იანვარს.
აიბი მთიების ყველა ხელმძღვანელი პირისთვის ტარდება ტრენინგი აუდიტის ჩატარების, ტექნიკისა და ადამიანური რესურსების მართვის შესახებ. ტრენინგი დაფუძნებულია უახლეს სტანდარტებზე ISO:2018 ISO და 9001:2015. ტრენინგს გაუძღვება აიბი მთიების ხარისხის მართვის მენეჯერი, ISO45001 და ISO9001 წამყვანი აუდიტორი სალომე ჩხეიძე. ჩვენ მზად ვართ შევქმნათ ახალი და ვიფიქროთ მუდმივ განვითარებაზე, რათა ჩვენ მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება მიიღონ ხარისხიანი განათლება.
10.01.2022 – აიბი მთიებში განახლდა სამუშაო პროცესი და დღე დაიწყო მმართველი გუნდის ტრენინგით. ტრენინგი გაიმართა აუდიტის ჩატარების ტექნიკისა და ადამიანური რესურსების მართვის შესახებ.ტრენინგი დაფუძნებულია უახლესი სტანდარტებზე ISO 45001:2018 და ISO9001:2015.მმართველი გუნდი და სამასწავლებლო კოლექტივი შეუდგა მეორე სემესტრის დაგეგმარებას, რაც მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიღებაზეა ორიენტირებული
21.01.2022 – აიბი მთიებში 24 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით იგეგმება სამუშაო შეხვედრები აკადემიური დისციპლინების საგნობრივ გაერთიანებეთან. შეხვედრის დღის წესრიგი:
- კათედრის მიერ პირველ სემსტრში ჩატარებული საქმიანობის ანგარიში;
- მოსწავლეთა აკადემიური შედეგების შემაჯემება;
- კათედრის მეორე სემესტრის გეგმის განხილვა;
21.01.2022 – 28 – 29 იანვარს აიბი მთიების დაწყებით, საბაზო და უმაღლეს სკოლაში ჩატარდება სკოლის პედაგოგთა და აღმზრდელ პედაგოგთა გაერთიანებული დარბაზის სხდომა.
შეხვედრაზე შეჯამდება პირველ სემეტრში ჩატარებული სამუშაოები და დამტკიცდება მეორე სემეტრის სამოქმედო გეგმა.
21.01.2022 – 24 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით აიბი მთიების დაწყებით, საბაზო და უმაღლეს სკოლაში იგეგმება მოსწავლის ცოდნის შემაჯამებელი განმეორებითი ტესტირება