22.05.2023

აიბი მთიების პატარა მოსწავლეების ფერადი, მხიარული და საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილები ინგლისურ ენაში. მესამე კლასელებმა თოჯინების სახელოსნოში იმოგზაურეს და ზღაპრის გმირები გააცოცხლეს ინგლისურენოვანი პერფორმანსით. პროექტი წარმართეს ინგლისური ენის პედაგოგებმა: ანა გაბელაიამ და ქეთი კინწურაშვილმა.

18.05.2023

აიბი მთიები მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ასოციაცია (IEA)-ის მიერ ორგანიზებულ კვლევაში (Timss), რომლის მიზანია შეისწავლოს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეთა მიღწევები. კვლევაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები, მათი მშობლები, პედაგოგები და დირექტორი. პროექტი მოიცავს ინტეგრირებულ ტესტირებებს სხვადასხვა საგნების გაერთიანებით და მიმდინარეობს სრულად ელექტრონულად. ტესტირებაში ჩართული იყვნენ აიბი მთიების მე-4 კლასისა და…

15.05.2023

აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლეებთან განხორციელდა გერმანული და რუსული ენების სამოტივაციო შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე “ცხოველთა სამყაროში”. მოსწავლეები ესტუმრნენ ზოოპარკს, დაათვალიერეს ცხოველები, გააკეთეს საკუთარი ხელით შექმნილი წიგნების პრეზენტაცია და ერთმანეთს მიღებული ცოდნა გაუზიარეს უცხო ენებზე. მოსწავლეებმა ხელნაკეთი წიგნები სკოლის ბიბლიოთეკას გადასცეს.

12.05.2023

აიბი მთიების ტრანზიტული სკოლა ერთი დღით პურის მუზეუმად გადაიქცა. მოსწავლეებმა 30 მდე სახეობის უნიკალური პური გამოფინეს და დამთვალიერებელს წარუდგინეს. ეროვნულ სამოსში შემოსილმა მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნა ქართული ფოლკლორის შესახებ და ყველა თაობის სტუმარს გაუზიარეს პოეზიით, სიმღერით, სამოსითა და ქართული ტრადიციული გემოებით. ფოლკლორის დღეები აიბი მთიებში გრძელდება.

01.05.2023

აიბი მთიების ლიბრარიუმის „წიგნის კლუბი“-ში საინტერესო შეხვედრები გრძელდება . დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ქართული მითების, მითიური გმირებისა და მათი სამყაროს შესახებ ლიტერატურის გაცნობა, და ანიმაციების მითოლოგიური კუთხით დანახვა. მე-3-4 კლასის მოსწავლეებს შეხვდა ხელოვნებათმცოდნე თამარ ჩხატარაშვილი, რომელმაც ურთულესი საკითხები, ძალიან მარტივად, გასაგებად და საინტერესოდ გააცნო პატარა მოსწავლეებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქართული ფოლკლორი და მითოლოგიური…

01.04.2023

აიბი მთიების დაწყებით სკოლაში ხელოვნებისა და ინგლისურის ინტეგრირებული შემოქმედებითი სამოტივაციო პროექტი წარიმართა. მესამე კლასის მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, იმოგზაურეს კოსმოსში, გაეცნენ მზის სისტემას, პლანეტებს და პირველ მოგზაურებს კოსმოსში. მიღებული ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.

07.03.2023

აიბი მთიების მოსამზადებელ ჯგუფში STEAM განათლების სისტემით ჩატარდა მსოფლიო ლიტერატურის გაკვეთილი ,,პინოქიო”, რაც წარმოადგენდა ინტეგრირებულ პროექტს. მასში მონაწილეობა მიიღეს ქართულის, მათემატიკის, მეცნიერების, ინგლისურისა და ხელოვნების პედაგოგებმა. STEAM გაკვეთილის თემა წარმართა დაწყებითი სკოლის პედაგოგმა ლევან კაკლიანმა. პროექტის ფარგლებში ინგლისური ენის კათედრამ წარმართა სამოტივაციო ღონისძიება “მოსწავლე მოსწავლისთვის”, სადაც უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს საინტერესო და სახალისო გაკვეთილი მოსამზადებელ…

28.02.2023

შემოქმედებითი პროექტი ინგლისურ ენაში. აიბი მთიების მეხუთე- მეექვსე კლასის მოსწავლეები ინგლისურ ენაზე ბერძნულ მითებს გაეცნენ. შეისწავლეს სხვადასხვა მითი, ღმერთები თუ ქალღმერთები. პროექტის ფინალი საინტერესო თეატრალური დადგმით წარმოადგინეს პროექტი წარიმართა ინგლისურის კათედრის ხელმღვანელობით, პედაგოგები: ხათუნა ფერაძე და ნანა ხარებაშვილი.

22.02.2023

ინგლისური ენის საინტერესო და მხიარული გაკვეთილები პირველკლასელთათვის პატარა მოსწავლეებმა სამოტივაციო ღონისძიების “ცოცხალი ანბანის” ფარგლებში იმუშავეს და წარმოადგინეს ხელნაკეთი ასოები. კვირის განმავლობაში შექმნეს სახალისო გარემო ინგლისურენოვანი სიმღერებით, ლექსებითა და ანბანის გაცოცხლებით სხვადასხვა თამაშებით.

09.02.2023

პროექტ “რაინდობის” ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში განსაკუთრებით დიდი როლი მიუძღვით მშობლებს და მათ აქტიურ მონაწილეობას. აიბი მთიების მმართველი გუნდის მოწვევით, ტრადიციულად, კვირეულის განმავლობაში პატარა მოსწავლეებს სტუმრობდნენ მამები და ბაბუები, რომლებიც ძალიან საინტერესო და სახალისო დისკუსიებს მართავდნენ ერთად. ისინი მოსწავლეებს ესაუბრნენ რაინდობის არსზე, ადამიანობასა და მეგობრობაზე, სიკეთესა და სიყვარულზე, ღირსებასა და ერთგულებაზე. აიბი მთიები მადლობას უცხადებს მშობლებს…

08.02.2023

დავით აღმაშენებლის დღესა და რაინდობასთან დაკავშირებით, აიბი მთიებში ტრადიციულად ჩვენი მოსწავლის მშობლები მოვიწვიეთ და დღეს ვუმასპინძლეთ პარმენ მარგველაშვილს, რომელთანაც საინტერესო საუბარი გამართეს პატარა მოსწავლეებმა.

03.02.2023

აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლაში მიმდინარეობს პროექტი “ვეფხისტყაოსნის სამყარო”, რომლის ფარგლებში მე-5 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა. ვიზიტი საინტერსო აღმოჩნდა მოზარდებისათვის, მათ საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ვეფხისტყაოსნის უძველესი ხელნაწერები, გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები და ვიზიტი დაესრულებინათ სახალისო თამაშებით.

27.12.2022

აიბი მთიების მათემატიკის კათედრამ, დამსახურებული მედლები გადასცა, კინგსის ოლიმპიადაში გამარჯვებულ მე-5 და მე -4 კლასის მოსწავლეებს : ვულოცავთ გამარჯვებულ მოსწავლეებს და კიდევ უფრო მეტ წარმატებებს ვუსურვებთ

26.12.2022

აიბი მთიების დაწყებით სკოლაში 5, 6 და 7 წლის მოსწავლეების საშობაო ღონისძიება გაიმართა მოსწავლეებმა შეაჯამეს სემესტრის განმავლობაში მიღებული ცოდნა და წადმოადგინეს თეარტალური დადგმით “შობის ჯადოსნური ღამე.”

05.12.2022

აიბი მთიების ტრანზიტული სკოლის მოსწავლეები ნოემბრის თვის მაინძილზე ეუფლებოდნენ მასპინძლობის კულტურას და სუფრასთან ქცევის ეტიკეტს მათ წარმოადგინეს შეძენილი ცოდნა და აქციეს ერთგვარ გამოცდილებად – საკლასო ოთახები მოაწყვეს კაფეს ფორმატში, სადაც უმასპინძლეს უფროს მეგობრებს, მშობლებსა და პედაგოგებს