04.04.2023

ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში ჩატარდა აიბი მთიების სასწავლო წლის შემაჯამებელი შემოქმედებითი კონფერენცია. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექნილი მაკეტები, წლის მანძილზე მომზადებული ნამუშევრები აქტუალური თემების გარშემო და ელექტრონული ჟურნალი, რომელიც თავისუფალი აზროვნების და იდეების გამოხატვის სივრცეა. აიბი მთიების 2022-2023 სასწავლო წლის პრიორიტეტს წარმოადგენდა STEAM განათლების სისტემის დანერგვა, რის ფარგლებშიც მთელი წლის სასწავლო სისტემა დაფუძნებულია პროექტებით…

29.03.2023

აიბი მთიები იწყებს ჰუმანიტარული მიმართულების ელექტრონული ჟურნალის გამოცემას სახელწოდებით “შთა-გონება”. ჟურნალი ხელს უწყობს ჰუმანიტარულ განათლებას და სკოლას ახალ საინტერესო გზას უკვალავს.  ამ ტიპის განათლება განსაზღვრავს საზოგადოების სოციალურ და აკადემიურ სახეს. ჟურნალში წარმოდგენილია მოსწავლეთა შემოქმედება შემდეგი რუბრიკებით: ლიტერატურა, ისტორია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, პოლიტიკა, მოდა და დიზაინი, კულინარია, სამართალი, რელიგია და “ჩვენი მწერლები”. ელექტრონული ჟურნალის წარმოებაში ჩართულნი…

27.03.2023

აიბი მთიებმა განახორციელა მასშტაბური გასვლითი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა  ეკლესია- მონასტრების, როგორც ისტორიული ძეგლების მონახულებას, მონასტრული ცხოვრების გაცნობას, ბერ-მონაზვნებისთვის შესაწირისა და სააღდგომო ნობათის მირთმევას და მათთან საინტერესი საუბრების წარმართვას. პროექტმა გააერთიანა დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლების 1300-ზე მეტი მოსწავლე. მათ გამგზავრებამდე შეისწავლეს მონასტრების ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობა დღე მხიარული და საინტერესო პიკნიკით დასრულდა.

21.03.2023

აიბი მთიებისა და გაეროს მოდელირებული სამიტის თანამშრომლობა ქ.ნიუ იორკში განახლდა . აიბი მთიების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოდელირებულ სამიტში, სადაც მათ მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს, შეეცადნენ სხვა თვალით დაენახათ და ემსჯელათ სამყაროში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, შეიძინეს მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და რაც მთავარია, საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება თანატოლებს გაუზიარონ სკოლაში. ვულოცავთ აიბი მთიების…

06.03.2023

აიბი მთიები – მშობელთა სივრცე აიბი მთიების მორიგი ინოვაციური პროექტი, რომელიც სასწავლო სააღმზრდელო პროცესში მშობელთა ჩართულობას ეძღვნება, აგრძელებს ინტერაქციულ შეხვედრებს. პროექტის ფარგლებში შეხვედრა წარმართა პროექტის ხელმძღვანელმა გია მურღულიამ თემით: „როგორ მოვამზადოთ ბავშვები რეალური ცხოვრებისთვის“. დიალოგის პროცესში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხები, დაისვა ბევრი კითხვა და გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები.

01.03.2023

გრძელდება აიბი მთიების თანამშრომლობა ევროპისა და აშშ-ს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლის მიზანია აიბი მთიების უფროსკლასელთა ჩართულობა მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემებში. მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა ავსტრიის ვებსტერის უნივერსიტეტთან. ამჯერად ონლაინ ლექცია გაიმართა თემაზე “ჩინეთი მსოფლიოს პოლიტიკურ ასპარეზზე”.

27.02.2023

აიბი მთიებმა უმასპინძლა ესტონეთის ორ სკოლას Lasnamäe Gümnaasium და Tallinna Tondiraba Huvikool, მათდირექტორს და წამყვანი სპეციალისტებს. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა თბილისის კერძო სკოლის სპეციფიკის გაცნობა და სამომავლო ერთობლივი მოსწავლე-ახალგაზრდობის გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობების განხილვა. შეხვედრას ორგანიზება გაუწია ახალგაზრდულმა ასოციაცია დრონმა, რომელიც 2017 წლიდან ითავსებს “Erasmus+ ახალგაზრდებისთვის და ევროპის სოლიდარობის კორპუსი საქართველოში” საინფორმაციო ცენტრის ფუნქციას.

27.02.2023

#ForbesWoman-ის უახლესი ნომრის ყდაზე: IB მთიები – მომავლის ხედვა ინტერვიუ ნინო ჩიკვაიძესთან და ანა ჯავახიშვილთან ინტერვიუს ავტორი: მაკა ცხვედიანი ფოტოგრაფი: ლაშა ღუღუნიშვილი.

26.02.2023

25-26 თებერვალს აიბი მთიების დირექტორი, ნინო ჩიკვაიძე და ხარისხის მართვისა და განვითარების მენეჯერი, სალომე ჩხეიძე, სასწავლო სისტემების სრულყოფის მიზნით მონაწილეობდნენ English Book Education-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სასწავლო კონფერენციაში. აიბი მთიები იწყებს 2023-2024 სასწავლო წლის ახალ სასწავლო სისტემებზე მუშაობას.

13.02.2023

აიბი მთიებში დაიწყო ახალი პროექტი “ისწავლე – ასწავლე”, რომელიც გულისხმობს პედაგოგთა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. ყველა საგნობრივი კათედრის მიერ დაიგეგმა თანამშრომელთა პროფესიული წვრთნა, რომელიც უზრუნველყოფს აიბი მთიებში 2023-2024 სასწავლო წლის სწავლების ხარისხის ზრდას. ჩატარდა პირველი ტრენინგი მათემატიკის კათედრის პედაგოგებისთვის: ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში ტრენინგი წარმართა უმაღლესი სკოლის მათემატიკისა და კალკულუსის პედაგოგმა თინა…

13.02.2023

აიბი მთიების ლიბრარიუმთან არსებული „თანამედროვე მკითხველის“ კლუბში კვირის განმავლობაში ძალიან საინტერესო თემების გარშემო შევიკრიბეთ. ტრანზიტული სკოლის მოსწავლეებმა ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს. ლევან კაკლიანთან ერთად გააცოცხლეს ნაწარმოების პერსონაჟები, ისაუბრეს მათ ხასიათზე, წაიკითხეს და უყურეს საინტერესო ეპიზოდებს ნაწარმოებიდან. ასევე განიხილეს ბერძნული მითოლოგიისა და ნაწარმოების კავშირები. შეხვედრა საინტერესო და მხიარული ვიქტორინით დასრულდა. აიბი მთიების ყველაზე პატარა მოსწავლეები…

10.02.2023

აიბი მთიები მხარს უჭერს მეგობარ ქვეყანას, თურქეთს და მათ დახმარებაში მცირედი წვლილის შესატანად უმცირეს დროში სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და თანამშრომლებმა შევძელით სხვადასხვა საჭირო ნივთის შეგროვება: თბილი ტანსაცმელი, მშრალი და დაკონსერვებული საკვები, ბავშვთა კვება, ჰიგიენის საშუალებები. ნივთები მიწოდებულია თურქეთის საელჩოსთვის და მზადაა გასაგზავნად. დიდი მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს, ერთიანობისა და კეთილ საქმეში თანადგომისათვის.

07.02.2023

,,ვეფხისტყაოსნის” საჯარო კითხვის დღე აიბი მთიებში. ორი კვირის მანძილზე მიმდინარე პროექტი ,,ვეფხისტყაოსნის სამყარო” დასასრულს მიუახლოვდა. პროექტის კულმინაცია შედგა პოემის საჯაროდ წაკითხვით, რომელშიც მონაწილეობდა აიბი მთიების ყველა მოსწავლე და თანამშრომელი. აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, პოემა მოესმინა როგორც მშობლიურ, ისე სხვადასხვა უცხოურ ენებზე.