30.11.2023

აიბი მთიები საქართველოდან წარმოგიდგენთ CNN-ის პროექტში Call to Earth მონაწილე დოკუმენტურ ფილმს, რომელიც შეიქმნა ჩვენი საბუნებისმეტყველო კათედრისა და მოსწავლეების მიერ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იკვლიეს და წარმოადგინეს გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების საკითხები. განსაკუთრებული მადლობა, რეჟისორს, ბატონ გიორგი მორბედაძეს.

28.11.2023

აიბი მთიები აგრძელებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში ინტეგრაციას. აიბი მთიების დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჩიკვაიძემ, დღეს აიბი მთიების უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელთან, რამაზ ფარესაშვილთან და ინგლისური ენის პედაგოგთან, თამუნა რუხაძესთან ერთად მმართველ გუნდის წინაშე წარადგინა ა/წ ოქტომბერსა და ნოემბერში ამსტერდამსა და კემბრიჯში საქმიანი ვიზიტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილები, სიახლეები და სამომავლო გეგმები.

21.11.2023

აიბი მთიებში ჩატარდა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის – ISO 9001:2015 და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 45001:2018 გარე აუდიტი,რომელიც წარმართეს ინტერტეკის წამყვანმა საერთაშორისო აუდიტორებმა. აუდიტის ფარგლებში შემოწმდა: სკოლამ წარმატებით გაიარა გარე აუდიტი, სრულად დააკმაყოფილა ISO 9001:2015 მოთხოვნები და მიიღო წინადადებები გაუმჯობესებისათვის.

20.11.2023

მიმდინარე წლის 14-16 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით კემბრიჯში იმყოფებოდა IB მთიების დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნინო ჩიკვაიძე და ინგლისური ენის პედაგოგი თამარ რუხაძე. ვიზიტი ორგაბიზებული იყო British Educational Institution DUKES– ის წარმომადგენლის, მუსაბ ნასერ ანგუდის, მიერ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა Cardiff Sixth Form და ST. Andrew’s კოლეჯებთან. ქართულ დელეგაციას უმასპინძლა Cardiff Sixth Form აკადემიური პროგრამების მენეჯერმა…

15.11.2023

გვაქვს პატივი, გაგაცნოთ აიბი მთიების მოხალისეები, ამჯერად უკვე სერტიფიცირებულები საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის მიერ. დიდი სიამაყით გატყობინებთ, რომ ჩვენი STEAM პროექტის ,,ქართული ფოლკლორი”. შემეჯამებელ-საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვით, 3 საათში მოვახერხეთ 8312 ლარის შეგროვება პალესტინა-ისრაელის კრიზისში დაზარალებული ბავშვებისათვის. დიდი მადლობა ყველას მეგობრობისა და მონაწილეობისათვის! Georgia Red Cross Society / საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

07.11.2023

აიბი მთიები, საქართველოს წითელი ჯვარი, ანსამბლი ,,მართვე”და კოლეჯი ,,სპექტრი” გთავაზობთ შემაჯამებელ-საქველმოქმედო ღონისძიებას – STEAM პროექტი ,,ქართული ფოლკლორი’’ ღონისძიების მხარდამჭერია ბაზარი ორბელიანზე და გარდენია შევარდნაძე. აიბი მთიებში რამდენიმე თვის მანძილზე განხორციელდა STEAM საგანმანათლებლო სისტემით სწავლება, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს და საკუთარი ხელით შექმნეს ქართული რეწვის ნიმუშები, შეისწავლეს ხალხური საბრძოლო და შრომის სიმღერები, ისწავლეს კერამიკის, ჭედურობისა და…

16.10.2023

2023 – 2024 სასწავლო წელს აიბი მთიების ერთ-ერთი პრიორიტეტი მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებაა.  ამ მიზნით აიბი მთიების გენერალურმა დირექტორმა ნინო ჩიკვაიძემ, ფინანსურმა მენეჯერმა ანა ჯავახიშვილმა და საშუალო სკოლის ხელმძღვანელმა რამაზ ფარესაშვილმა მონაწილეობა მიიღეს EduTech Europe საგანმანათლებლო გამოფენასა და ვორქშოფში, რომელიც ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქში ამსტრდამში 11-12 ოქტომბრს გამოფენასა და ვორკშოფზე წარმოდგენილნი იყვნენ ევროპისა და ამერიკის…

11.10.2023

IB მთიების, როგორც ISO 450001 საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელის, პრიორიტეტულ საკითხს მოსწავლეთა უსაფრხოება წარმოადგენს. დღეს IB მთიების პერსონალისთვისა და მოსწავლეთათვის ჩატარდა უსაფრთხოების ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდნენ მოწვეული ტრენერები ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციიდან ,,ბიზნეს უსაფრთხოების ასოციაცია”. მსგავსი აქტივობების განხორციელება მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება.

19.05.2023

“მომავლის აიბი მთიები” აიბი მთიებში გრძელდება ერთწლიანი და ექვსწლიანი სტრატეგიული დაგეგმარება და 2023-2024 სასწავლო წლის პრიორიტეტების განსაზღვრა, სადაც მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა STEAM მეთოდოლოგიის ჩართვას სასწავლო და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესებში. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში, STEAM-ის მეთოდოლოგიის დანერგვამ მიმდინარე სასწავლო წელს, აიბი მთიების უმაღლესი სკოლის აკადემიურ პროექტებსა და გაკვეთილებში, წარმატებით განახორციელა პროცესები. ინჟინერია, ეკონომიკა, რობოტიკა, პრეკალკულუსი, ჰუმანიტარული აზროვნების საფუძვლები,…

11.05.2023

აიბი მთიებში დაიწყო 2023-2024 სასწავლო წლის განახლებულ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესებზე მუშაობა. კომპანიის დამფუძნებლებისათვის წლის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემებზე მორგებული ინფრასტრუქტურის შექმნა. 10-11 მაისს აიბი მთიებს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ IB წარმომადგენლები IB ბორდის წევრები: ლეილა ბეკერი (კომპანიის დირექტორი) და კადრი აკდემირი (ფინანსური მენეჯერი). მათ დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, შეხვდნენ სკოლის მმართველ გუნდს და ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა თუ…

08.05.2023

ყოველი წლის 8 მაისს საერთაშორისო ჰუმანიტარული მოძრაობის უნიკალურობისა და ერთიანობის გამოსახატად წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღე აღინიშნება. წელს ღონისძიებაში აიბი მთიების მოხალისე მოსწავლეები ჩაერთნენ და როგორც ქართველ, ისე უკრაინელ ბავშვებთან ერთად სხვადსხვა შემეცნებით თუ გასართობ აქტივობებში მიიღეს მონაწილრობა. ჩვენ გვჯერა, რომ სიკეთე სამყაროს უკეთეს ადგილად აქცევს.

12.04.2023

აიბი მთიებში ქველმოქმედება გრძელდება. სააღდგომო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხით, ჩვენმა მოსწავლეებმა დიდუბის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს სააღდგომო ნობათი მიართვეს და მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გვსურს, მადლობა გადავუხადოთ დიდუბის რაიონის გამგეობას განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის.

04.04.2023

ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში ჩატარდა აიბი მთიების სასწავლო წლის შემაჯამებელი შემოქმედებითი კონფერენცია. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექნილი მაკეტები, წლის მანძილზე მომზადებული ნამუშევრები აქტუალური თემების გარშემო და ელექტრონული ჟურნალი, რომელიც თავისუფალი აზროვნების და იდეების გამოხატვის სივრცეა. აიბი მთიების 2022-2023 სასწავლო წლის პრიორიტეტს წარმოადგენდა STEAM განათლების სისტემის დანერგვა, რის ფარგლებშიც მთელი წლის სასწავლო სისტემა დაფუძნებულია პროექტებით…