19.11.2021

აიბი მთიების მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები დუალური განათლების ფარგლებში ეუფლებიან სხვადასხვა საჭირო ხელობებს: ელექტროობა; ვებ ტექნოლოგიები; მსუბუქი ავტომობილების ძრავის შეკეთება; ხეზე კვეთის ხელოვნება; კომპიუტერული ქსელები და სისტემები; შრომის უსაფრთხოება; დღეს პირველი სასწავლო დღე იყო კოლეჯ “სპექტრში” გამოგვყევით და თვალი გვადევნეთ რა საინტერესო გზას გავივლით

19.11.2021

პროექტ “სამკუთხედის” ფარგლებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი კოტე ყულიჯანოვი, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა თანამედროვე ტექნოლოგიების როლსა და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე.

16.11.2021

აიბი მთიებში დასრულდა ხარისხის მართვის მენეჯმენტის გარე აუდიტი ISO 9001:2015, რომელიც ჩაატარა ინტერტეკის წამყვანმა საერთაშორისო აუდიტორმა ჯავიდან მელიკოვამ. აუდიტის ფარგლებში შემოწმდა: ორგანიზაციის მართვის სისტემები, წლიური სამოქმედო გეგმები, აისო 9001:2015-ის სტანდარტთან შესაბამისობა, კადრების კომპეტენციების განსაზღვრა, 2020-2021 სასწავლო წელს ჩატარებული სამუშაოების ანალიზი.

16.11.2021

აიბი მთიების რელაქს სივრცეში ჩატარდა უმაღლესი სკოლის პროექტ ვირტუსის “ტრანსკავკასიური ბილიკები”-ს გამარჯვებული თემების პრეზენტაცია, სადაც მონაწილეობდნენ ზუსტი და საუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული სკოლის მოსწავლეები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს დამუშავებული თემები, რომელთა ირგვლივაც საინტერესო დისკუსიები გაიმართა და მაღალი ქულებით შეფასდა სკოლის კომისიის მიერ. პროექტის მონაწილეები: მათემატიკის გუნდი: – ქეთი ზაქარიაძე – “ეკონიმიკისა და ფსიქოლოგიის უკუკავშირი” – ელენე კობაჩიშვილი –…

15.11.2021

აიბი მთიების მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს. უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი გულნაზი გალდავა მოსწავლეებს ესაუბრა პროფესიის არჩევის პერსპექტივებზე და გააცნო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები და სწავლების კონცეფცია. მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს კრიმინალისტიკის ლაბორატორია, სადაც უმასპინძლა ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პროფესორმა გია დეკანოზიშვილმა. მადლობას ვუხდით პარტნიორ უნივერსიტეტს თანადგომისათვის და, კერძოდ, უნივერსიტეტის ვიცე კანცლერს ბ. გიორგი თავხელიძეს.

15.11.2021

დღეს აიბი მთიებში დაიწყო ხარისხის მართვის მენეჯმენტის გარე აუდიტი ISO 9001:2015, რომელიც მიზნად ისახავს აიბი მთიებში მენეჯმენტის მუშაობის ეფექტურობის განსაზღვრას

12.11.2021

„ცოდნის ტრანსფერი“ აიბი მთიების ელემენტალური სკოლის მეორე კლასის მოსწავლები აქტიურად ჩაერთნენ ქართული ენისა და მათემატიკის კათედრის ინტეგრირებულ სამოტივაციო აქტივობაში „კოდირებული ანდაზის დეკოდირება“. მოსწავლეებმა ხალისით გააერთიენეს მათემატიკისა და ქართულის საგნებში მიღებული ცოდნა.

12.11.2021

აიბი მთიების ტრანზიტული სკოლის მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ თემებზე: „გაყოფის საიდუმლო“, „მსოფლიოს საათობრივი სატყელები“,  პროექტ „კრეატივის“ ფარგლებში. კვირის განმავლობაში, პროექტის დამუშავების პროცესში, მოსწავლეებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული მათემატიკის კათედრის პედაგოგები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ძალიან კარგად დამუშავებული თემები და ასევე ტექნიკურად  გამართული ციფრული პრეზენტაციები  

12.11.2021

„ვაკეთოთ, ვისწავლოთ“ აიბი მთიების ელემენტალური სკოლის პირველი კლასის მოსწავლებმა წარმოგვიდგინეს ნაძერწი ნამუშევრები, მათემატიკის კათედრის მიერ განხორცილებულ სამოტივაციო აქტივობის ფარგლებში „სწავლა კეთებით“.

10.11.2021

მიმდინარე წელს, ICPC-ს მსოფლიო 44-ე ფინალზე ჯოზეფ ს. დებლასის ჯილდო განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა პროფესორ ჰამლეტ მელაძეს – ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში შეტანილი წვლილისათვის კომპიუტერული ხელოვნებისა და მეცნიერების წინსვლაში, აგრეთვე ჩრდილოეთ ევრაზიისა და მთელი მსოფლიოს ნიჭიერი სტუდენტებისთვის შესაძლებლობების მიცემისათვის. ICPC წარმოაგენს კომპიუტინგის უდიდეს ასოციაციას მსოფლიოში, მისი მიზანია ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას მთელს მსოფლიოში და თავისი…