07.12.2021

7 დეკემბერს აიბი მთიების საბაზო სკოლაში გაიმართა ონლაინ შეხვედრები მე-7 , მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებთან და მათ მოშობლებთან. შეხვედრაზე სკოლის ხელმძღავნელმა ნინო დოლიძემ და მისმა მართვის გუნდმა, წარმოადგინეს დეკემბრის თვის სტრატეგიული გეგმა და მიმოიხილეს ნოემბრის თვეში ჩატარებული საქმიანობის შედეგები

07.12.2021

აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში პროექტის ,,ერთი დღე სკოლაში’’ ფარგლებში ჩატარდა შიდა კომპლექსური კვლევა, რომელიც წარმართა სამუშაო გუნდმა. გუნდი დაკომპლექტებულა სამსახურების ხელმძღვანელებით, რომელთა საქმიანობა პირდაპირ კავშირშია და უზრუნველყოფს, მოსწავლეთა და თანამშრომლეთა უსაფრთხოების დაცვასა და ჯანსაღი სასწავლო და სააღმზრდელო პროცესების მართვას. კვლევის შედეგად უმაღლესი სკოლის საქმიანობა შეფასდა დადებითად

06-10.12.2021

06-10 დეკემბერს აიბი მთიების მოსწვლეებმა მონაწილოება მიიღეს ,,ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში’’  შემდეგ დისციპლინებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ქიმია, ინგლისური და გერმანული ენები, მათემატიკა, ბიოლოგია, ფიზიკა და გეოგრაფია. ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა სკოლის შიდა ტერიტორიაზე ონლაინ რეჟიმში ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარმატებებით!

03.12.2021

აიბი მთიების საბაზო სკოლაში ამა წლის 22 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე მიმდინარეობდა ინგლისური ენის კათედრის აკადემიური პროექტი „ლაბორატორია“თემებით „ნასა“ და „წიგნის ჭია“. პროექტ „ნასა“-ს ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა „ნასას ეროვნული როლი კოსმოსის სივრცის კვლევაში“, ხოლო პროექტ „წიგნის ჭია“-ს ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს მარკ ტვენის, ჩარლზ დიკენსის და მიჩელის ნაწარმოებებზე. მოსწავლეებმა დაახასიათეს მთავარი გმირები და მათი ცხოვრების წესი…

03.12.2021

საუნივერსიტეტო საათი – პროექტ სამკუთხედის ფარგლებში აიბი მთიების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა პროფესორი გიორგი აბაშიშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი და ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი. ის ასევე გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის ეროვნული კონსულტანტია საქართველოში. მოსწავლეებმა საინტერესო ლექცია მოისმინეს თუ როგორ ვაქციო საყვარელი საქმე პროფესიად და როგორ გავხდე მოთხოვნადი შრომით ბაზარზე.

06-10.12.2021

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური – 6 – 10 დეკემბერს აიბი მთიების მეათე-მეტორმეტე კლასის მოსწვლეები მონაწილოებას მიიღებენ ,,ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში’’  შემდეგ დისციპლინებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ქიმია, ინგლისური და გერმანული ენები, მათემატიკა, ბიოლოგია, ფიზიკა და გეოგრაფია. ოლიმპიადა ტარდება სკოლის შიდა ტერიტორიაზე ონლაინ ფრომით, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე

03.12.2021

დუალური განათლება აიბი მთიებში – აიბი მთიებისა და კოლეჯი ,,სპექტრის’’ თანამშრომლობის ფარგლბში , მე-11 კლასის მოსწავლეთათვის დაგეგმილ პროგრამაში კიდევ ერთი სპეციალობა დაემატა  – შრომის უსაფრთხოება

30.11.2021

ერთი დღე დაწყებით სკოლაში – აიბი მთიების დაწყებით სკოლაში განხორციელდა პროექტი „ერთი დღე სკოლაში“, რაც გულისხმობს აიბი მთიების სამსახურების კომპლექსურ მუშაობას, კერძოდ, ფსიქოლოგის, ექიმის, ადმინისტრატორის, ხარისხის მართვის მენეჯერის, სააღმზრდელო სამსახურის მიერ დაწყებითი სკოლის სასწავლო – სააღმზრდელო პროცესების ღრმა კვლევას. შედეგად დაწყებითი სკოლის სასწავლო – სააღმზრდელო საქმიანობა შეფასდა დადებითად.

01-10.12.2021

შიდა სასკოლო საკალათბურთო ტურნირის შესარჩევი ეტაპი – საბაზო სკოლაში იგეგმება შიდა სასკოლო საკალათბურთო ტურნირის შესარჩევი ეტაპი , რომელიც განხორციელდება 10 დეკემბრამდე და შეარჩევს  2006-2008  წლებში დაბადებული მოსწავლეთა საკალათბურთო აიბი მთიების ნაკრებ გუნდს.

07-10.12.2021

შეხვედრა მშობელთა სათათბიროსთან – ამა წლის 7, 9 და 10 დეკემბერს ტარდება დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლის მმართველი გუნდის შეხვერდა  მშობელთა სათათბიროს წევრებთან. სადაც განიხილება ნოემბრის თვეში ჩატარებული საქმიანობის ანალიზი,   დეკემბრის თვის სამუშო გეგმა და +1 სწავლების სისტემა. მშობლებს მიეწოდებათ დეკემბრის სარეიტინგო წერების ცხრილი. შეხვედრა წარიმართება შემდეგი განრიგის მიხედვით. დაწყებითი სკოლის შეხვედრების განრიგი: 9.12 –…

24.11.2021

აიბი მთიების სკოლების ხემძღვანელებსა და დარგობრივი კათედრების სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს და მიიღეს „მოსწავლის გაკვეთილის“ მენეჯმენტის ახალი ფორმა, რომელიც დეკემბრის თვეში გაივლის პილოტირებას და იანვრის თვიდან შევა სასწავლო პროცედურებში.

22.11.2021

„ადაპტაციები ცოცხალ ორგანიზმებში“ _ თემის გარშემო, ერთი კვირის განმავლობაში იმუშავეს აიბი მთიების ტრანზიტული სკოლის მოსწავლეებმა, პროექტ „კრეატივის“ ფარგლებში. მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ მუშაობის პროცესში და შემოქმედებითად გასცეს პასუხი მთავარ კითხვებს: რა არის ცოცხალი ორგანიზმის ადაპტაცია სხვადასხვა ბუნებრივ და ხელოვნურ ეკოსისტემებში, როგორ ეხმარება ადაპტაციები ორგანიზმებს შეეგუონ კონკრეტულ საარსებო გარემმოს, ან გარემოს ცვლად პირობებს. მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა ეკოსისტემებსა…

22.11.2021

აიბი მთიების დაწყებით სკოლაში ჩატარდა მეცნიერების კვირეული, რომელიც დაიწყო პროექტით „მეცნიერების სახელოსნო“. პროექტი განახორციელა მევნიერების (ბუნებისმეტყველების) პედაგოგმა ქალბატონმა ნინო კლდიაშვილმა, თემა: „კოსმოსი“. პროექტი „სახელოსნო“ როგორც აკადემიური პროექტი, ტრადიციულად მესამე, მეოთხე კლასის მოსწავლეთათვის იგეგმება და ხორციელდება. თემის მიმართ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნილ პროექტს შეუერთდნენ ელემენტალური სკოლის მოსწავლეები. მათ მშობლებთან ერთად შექმნეს და წარმოგიდგინეს გასაოცარი „კოსმოსური სამყარო“.…

19.11.2021

აიბი მთიების მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები დუალური განათლების ფარგლებში ეუფლებიან სხვადასხვა საჭირო ხელობებს: ელექტროობა; ვებ ტექნოლოგიები; მსუბუქი ავტომობილების ძრავის შეკეთება; ხეზე კვეთის ხელოვნება; კომპიუტერული ქსელები და სისტემები; შრომის უსაფრთხოება; დღეს პირველი სასწავლო დღე იყო კოლეჯ “სპექტრში” გამოგვყევით და თვალი გვადევნეთ რა საინტერესო გზას გავივლით

19.11.2021

პროექტ “სამკუთხედის” ფარგლებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი კოტე ყულიჯანოვი, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა თანამედროვე ტექნოლოგიების როლსა და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე.