23.05.2022

აიბი მთიები იწყებს სურსათის უვნებლობის ახალი საერთაშორისო სტანდარტის HACCP- ის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საკვები პროდუქტების მეტ უსაფრთხოებას და აკმაყოფილებს საქართველოს საკანონმდებლო სისტემისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ აიბი მთიები უკვე წლებია არის ორი საერთაშორისო სტანდარტის, ISO 9001 და ISO 45001 -ის მფლობელი, ის აგრძელებს ხარისხის განვითარებაზე ზრუნვას და როგორც საქართველოს საკანონმდებლო სისტემის, ასევე…

20.05.2022

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ანა საყვარელიძემ მონაწილეობა მიიღო აისეკისა და ალტერბრიჯის უნივერსიტეტის ორგანიზებულ ესეების კონკურსში და მოიპოვა საპრიზო ადგილი, მისი ნაშრომი დასახელდა ხუთ საუკეთესოს შორის აიბი მთიებს კი გადაეცა მადლობის სიგელი მისი მოსწავლის წარმატებისთვის ანამ წარმოადგინა ესე ინგლისურ ენაზე გენდერულ უთანასწორობაზე. აიბი მთიები ულოცავს მას ამ წარმატებას

20.05.2022

დღეს აიბი მთიების ლიბრარიუმში საინტერესო შეხვედრა გაიმართა დაწყებითი სკოლის მოსწავლეებსა და თანამედროვე ქართველ მწერალ ლელა ცუცქირიძეს შორის. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მწერლის ლექსები, მოთხრობები და ამ ნაწარმოებებზე შექმნილი ილუსტრაციები. ქალბატონმა ლელამ მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხა და ესაუბრა თუ როგორ იქმნებოდა მისი პერსონაჟები და ილუსტრაციები. აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იყო მკითხველი. ჩვენი მოსწავლეებისთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო თანამედროვე მწერალთან შეხვედრა

18.05.2022

აიბი მთიების ზოგადი განათლების უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს 16, 17 და 18 მაისს ჩაუტარდათ იმიტირებული ეროვნული გამოცდები პარტნიორი უნივერსიტეტების ხელშეწყობით. ამ გამოცდებით შეჯამდა აიბი მთიების აბიტურიენტების ცოდნა და მსგავსმა იმიტირებულმა პროცესმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა მომზადებას ეროვნული გამოცდებისთვის. გამოცდები ჩატარდა შემდეგ საგნებში: ქართული ინგლისური მათემატიკა ისტორია ბიოლოგია დიდ მადლობას ვუხდით პარტნიორ უნივერსიტეტებს აქტიური თანამშრომლობისა და…

17.05.2022

აიბი მთიეიბის საბაზო სკოლის პროექტი – “IB Mthiebi Pavilion” პროექტი წარმოადგენს კვლევის შეჯამებას, რომელიც საბაზო სკოლის VIII და IX ტექნიკური კლასების მოსწავლეების მიერ ჩატარდა. მოსწავლეებმა მოიძიეს და შეისწავლეს პავილიონური შენობების ტიპოლოგია ლონდონის “სერპენტინის პავლიონების” მაგალითზე. ტექნიკური კლასების მოსწავლეებმა ინდივიდუალურად წარმოადგინეს ჩატარებული კვლევის შედეგები პრეზენტაციის სახით. ასევე გამოიფინა ჯგუფურად შესრულებული მათივე დიზაინით შექმნილი პავილიონები მაკეტების სახით.…

16.05.2022

აიბი მთიებს გერმანელი პარტნიორები, IB-ის ბორდის წევრები ესტუმრნენ, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, შეხვდნენ ხელმძღვანელებს და ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე

13.05.2022

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა ქართულ – ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ვიცე დეკანი – ნატო ტორონჯაძე, რომელმაც ძალიან საინტერესო ინტერაქციული შეხვედრა წარმართა თემაზე: საკუთარი ბიზნესისა და ფინანსების მართვა და სტარტაპების განვითარება. შეხვედრაზე მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ მათი სტარტაპ იდეები და ლექციის მსვლელობისას მიეღოთ მეტი საბაზისო ცოდნა მცირე ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და დაგეგმვასთან დაკავშირებით

13.05.2022

აიბი მთიების დაწყებით სკოლაში 5, 6 და 7 წლის მოსწავლეებისთვის მიმდინარეობს წლის შემაჯამებელი პროექტი: “წერე, იკითხე, იმეტყველე” პროექტის მეორე კვირა – წერის უნარი

12.05.2022

აიბი მთიების მოსწავლე მარიამ ღვინეფაძე Forbes-ის #30under30 გამარჯვებულთა სიაშია მან პროექტში საავტორო წიგნი “სამი არჩევანი ჩვენი სახლების სახურავებიდან” წარადგინა, რამაც მას გამარჯვება მოუტანა. აიბი მთიები ულოცავს მარიამს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!

11.05.2022

აიბი მთიების აკადემიურმა გუნდმა შეიმუშაავა 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო და სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამების პაკეტი. პროგრამების დასრულებულ პაკეტს გაეცნობიან სკოლის მოსწავლეები და მშობლები შემდეგი განრიგის მიხედვით: დაწყებითი სკოლა კლასი თარიღი დრო შეხვდერის ფორმატი პასუხისმგებელი პირი I კლასების მშობელთა სათათბიროს წევრებთან შეხვედრა 11.05 15:00 სთ ზუმის პლათფორმა ნ.აბაშიძე ს.შარაშიძე II კლასების მშობელთა სათათბიროს წევრებთან შეხვედრა 11.05 16:00 სთ…

10.05.2022

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა ქართულ ამერიკულმა უნივერსიტეტმა, სადაც მოსწავლეებისთვის ჩატარდა სამედიცინო მასტერკლასი პირველადი დახმარების თემაზე. შეხვედრაზე მოსწავლეებმა როგორც თეორიული, ასევე მნიშვნელოვანი პრაქტიკული ცოდნა მიიღეს. ინსტრუქტაჟი ჩაატარა ექიმმა მაგდა გერანტიამ, რომელიც გაუს მედიცინის სკოლის ლექტორი და PHTLS კურსის ინსტრუქტორია. მასტერკლასი გაიმართა ნინო კასრაძის ხელმძღვანელობით, რომელიც გაუს მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი და ამერიკის გულის…

26.05.2022

აიბი მთიების უმაღლესი სკოლაში გრძელდება პროექტი “სამკუთხედი”, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა პროფესიებს, რაც მათ საუნივერსიტეტო და კარიერულ არჩევანში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. პროექტის ფარგლებში მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარადა საინტერესო შეხვედრები პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულების მოსწავლეებს შეხვდა ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ვიცე დეკანი სალომე ღუდუშაური, თემაზე: ტექნოლოგიური რევოლუცია ჰუმანიტარული…

05.05.2022

პროფესიულ კოლეჯ სპექტრში გაიმართა გამოფენა “პროფესიული განათლება წარმატებისთვის”, სადაც მოხდა პროფესიების გაცნობა და გაიმართა შეჯიბრი იმ პროფესიებში, რომელთაც სკოლის მოსწავლეები ეუფლებოდნენ გასულ თვეებში. აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს შემდეგ მიმართულებებში: ექსპერიმენტალური სახლის აწყობა და კეთილმოწყობა; ელექტროობა. სასკოლო შეჯიბრის თითოეულ მიმართულებას ჰყავდა მხარდამჭერი კომპანია, რომელმაც დააჯილდოვა წარმატებული მოსწავლეები. აიბი მთიების გენერალურმა დირექტორმა,…

02.05.2022

აიბი მთიების დაწყებით სკოლაში 5, 6 და 7 წლის მოსწავლეებისთვის დაიწყო სასწავლო წელს მიღებული ცოდნის შემაჯამებელი პროექტი: “წერე, იკითხე, იმეტყველე” პროექტში ჩართულია ყველა საგნობრივი გაერთიანება და სააღმზრდელო სამსახური, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ მოსწავლის კითხვის, წერისა და მეტყველების უნარების განვითარებასა და მიღებული ცოდნის შეჯამებაზე წარმატებები ჩვენს პატარა მოსწავლეებს!

27.04.2022

“ლიტერატურა და თანამედროვე მკითხველი” სამოტივაციო აქტივობის ფარგლებში საბაზო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა, წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ერთმანეთს მათთვის საინტერესო წიგნები აჩუქეს