11.11.2022

იაპონელი ქართველოლოგისა და მთარგმნელის იასუჰირო კოჯიმას ვიზიტი აიბი მთიების დაწყებით სკოლაში. მე-6 კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის პროექტის ფარგლებში, შეხვდნენ იაპონელ მთარგმნელ იასუჰირო კოჯიმას, რომელმაც იაპონელი მკითხველისთვის არაერთი ქართველი მწერლის შემოქმედება თარგმნა, მათ შორის პირველი იყო ნოდარ დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”. შეხვედრა გაიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში, სადაც იასუჰირომ ისაუბრა ნოდარ დუმბაძის შემოქმედების თარგმანებსა…

09.11.2022

პროფესიული უნარების განვითარების შეხვედრები უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით გრძელდება აიბი მთიების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ კავკასიის უნივერსიტეტს შეხვედრა გაიმართა პროფესორ ნატა ასათიანთან, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო მედია და კომუნიკაციების მიმართულება, თუ რა უნარები სჭირდება ადამიანს სწორი კომუნიკაციისთვის და როგორ გამოვიმუშაოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები.

09.11.2022

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზიტი აიბი მთიებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები – მედია მენეჯერი გაგა კაპანაძე და პროგრამების კოორდინატორი თეა ხინჩაგაშვილი შეხვდნენ და მათ გააცნეს უნივერსიტეტის პროგრამები და ფაკულტეტები, სწავლის სპეციფიკა და სტუდენტური პროექტები.

08.11.2022

შემოდგომის ფესტივალი აიბი მთიებში. დაწყებითი სკოლის პატარა მოსწავლეებმა სურნელოვანი და ფერადი, ნობათით სავსე კალათებით უმასპინძლეს სკოლის ყველა თანამშრომელს, თავიანთ კლასელებსა და მშობლებს. მადლობა ყველა მშობელს მხარდაჭერისათვის

08.11.2022

აიბი მთიების წარმომადგენლობის ვიზიტი გერმანელ პარტნიორებთან IB -ს სათაო ოფისში განვითარების პერსპექტივების პროექტის ფარგლებში. აიბი მთიების გენერალური დირექტორი ნინო ჩიკვაიძე, ფინანსური მენეჯერი ანა ჯავახიშვილი და საგარეო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერი ტატო გახოკიძე ეწვივნენ IB-ის სათაო ოფისს ფრანკფურტში. სკოლა IB-თან 2008 წლიდან თანამშრომლობს და ის თანაპარტნიორია. ვიზიტის ფარგლებში დამფუძნებელთა კრებაზე გერმანელმა პარტნიორებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს აიბი…

07.11.2022

ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” აიბი მთიების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით და ისტორიის პედაგოგ გიორგი გობეჩიას ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” – ის ნოემბრის ტური.

04.11.2022

სპორტისა და ხელოვნების კათედრების და სააღმზრდელო სამსახურის ერთობლივი პროექტი დღეს აიბი მთიებში “ძველი ბერძნული თამაშები”-ს ფინალური ღონისძიება გაიმართა და ოლიმპიური ცეცხლიც აინთო პროექტის ფარგლებში V-VI კლასების მოსწავლეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა ძველი ბერძნული თამაშებისა და ოლიმპიადის შესახებ, სპორტის გაკვეთილებზე პრაქტიკულად ისწავლეს, ხელოვნების გაკვეთილებზე კი თავად შექმნეს საჭირო ატრიბუტიკა და კოსტუმები.

01.11.2022

დაწყებითი სკოლის საზოგადოებრივი კათედრის პროექტი „დატოვე შენი ანაბეჭდი“ წარიმართა STEAM განათლების სისტემით,რომელმაც გააერთიანა ერთი ქუდის ქვეშ საზოგადოებრივი მეცნიერების და ხელოვნების კათედრები. პროექტი შედგებოდა  STEAM განათლების სისტემის  ექვსი ეტაპისაგან: პროექტის ფარგლებში მოსწალეები:

01.11.2022

უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა და პროფესიული შეხვედრები გრძელდება. აიბი მთიების უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში პროფესიული უნარების განვითარების საინტერესო შეხვედრები ჩატარდა:

31.10.2022

აიბი მთიებში წარმატებით წარიმართა და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამისობით შეფასდა ISO 45001-ის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის გარე აუდიტი. აუდიტის დროს შემოწმდა: წლიური და სამომავლო სამოქმედო გეგმები. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა სამუშაო შეხვედრები

26.10.2022

აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლის პროექტის “გახდი ავტორი”, და ლიბრარიუმის პროექტის “დიალოგი ავტორთან” ფარგლებში V-VI კლასის მოსწავლეებმა ლიბრარიუმსა და საკლასო ოთახებში უმასპინძლეს საბავშო ბესტსელერების ავტორს, თამარ გეგეშიძეს. მწერლმა ბავშვების უამრავ საინტერესო შეკითხვას უპასუხა და ესაუბრა მათ იმ გზის შესახებ, თუ როგორ გადაიქცა მკითხველიდან ავტორად.

25.10.2022

„დაინახე მომავალი” – აიბი მთიების ახალი პროექტი უფროსკლასელთათვის: აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს აიბი მთიებს ეწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხის) გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, რომელმაც საინტერესო შეხვედრა გამართა ჰუმანიტარული სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა სატელევიზიო პროფესიების სიღრმისეულ გაცნობას, პრაქტიკული სამუშაოს ფორმატის ჩვენებას უშუალოდ სატელევიზიო სივრცეში, თუ როგორ მზადდება გადაცემები, როგორ მუშაობს ტელევიზია და რადიო, ვინ არიან…

24.10.2022

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტ “მოიარე საქართველოს” ფარგლებში დაიგეგმა სპორტულ-სარელაქსაციო დღე პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს სიღნაღში არსებული ღირსშესანიშნაობები, არმაზის ხეობის კულტურული ძეგლები და ძამას ხეობა. სპორტის კათედრის ხელმძღვანელობით ჩატარდა სხვადასხვა სპორტული თამაშები პროექტის მიზანია მოსწავლეებისთვის ღირსშესანიშნაონების გაცნობა, ლაშქრობისა და ექსპედიციაში მონაწილეობის გამოცდილება, ლაშქრობის დასრულებისას ეკოლოგიური ჰიგიენის დაცვა და ბუნების დასუფთავება

21.10.2022

აიბი მთიების ელემენტარულ სკოლაში 5, 6 და 7 წლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა სასწავლო-სააღმზრდელო ინტეგრირებული პროექტი ,,ჩემი სკოლა”, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა გაიცნეს და დაათვალიერეს სკოლის გარემო პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეხვედნენ სკოლის დირექტორს, რომლისგანაც მიიღეს სიმბოლური საჩუქრები. ესტუმრნენ ლიბრარიუმის სივრცეს, სპორტულ დარბაზს და კაფეტერიას, დაათვალიერეს ექიმისა და ფსიქოლოგის კაბინეტი, პატარა მოსწავლეებს უმასპინძლა უმაღლესმა სკოლამ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიამ,…

21.10.2022

აიბი მთიების ტექნიკური მიმართულების მოსწავლეები ტექნოლოგიების სფეროს მიმართულებით ცოდნას იღრმავებენ. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში დაიგეგმა ვიზიტი ალტე უნივერსიტეტში, სადაც მოსწავლეებს უმასპინძლა ნანა დიხამინჯიამ – ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორმა, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორმა, რომელმაც ჩაატარა ლექცია თემაზე: თანამედროვე სამყარო – ტექნოლოგიური ცვლილებები და მათი როლი ჩვენს ყოველდღიურობასა და სხვადასხვა პროფესიებში, კომპიუტერული…