2023-2024 სასწავლო წელი
აიბი მთიები გილოცავთ ახალ 2023-2024 სასწავლო წელს!
29.06.2023 – აიბი მთიებში დაიწყო STEAM საგანმანათებლო სისტემის დანერგვის II ეტაპი- პროექტებზე დაფუძნებული სწავლება.
ჩვენი უმაღლესი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის, გიორგი ლომთაძის, ინიციატივით 25-27 სექტემბერს გამართა გაეროს (UN) კონფლიქტების რეზოლუციის საკომიტეტო მუშაობის მოდელირება.
პროექტი წარიმართა ლონდონის ბიზნეს სკოლასთან LSE ერთად.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს აიბი მთიების უმაღლესი სკოლის ტექნიკური, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული სკოლის მოსწავლეებმა. პროექტში მონაწილე საუკეთესო რეზოლუციის ავტორებს გადაეცათ სერტიფიკატები.
29.06.2023 – აიბი მთიებში განახლდა საუნივერსიტეტო და სასტუდენტო უნარების გავითარებაზე უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობა.
28 სექტემბერს ვუმასპინძლეთ ქართულ-ამერიკულ (GAU) უნივერისტეტს.
შეხვედრას ესწრებოდნენ აიბი მთიების მე-12 კლასის მოსწავლეები.
უნივერისტეტის წარმომადგენლებმა, ბატონმა გიორგი თაქთაქიშვილმა და ქალბატონმა ანა ჭიპაშვილმა საინტერესოდ ისაუბრეს სტუდენტური ცხოვრების, გამოწვევებისა და მათთვის ფართო შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა ე.წ. ქოუჩინგი თემაზე: ,,გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება”.
29.06.2023 – აიბი მთიებსა და კოლეჯს ,,სპექტრი” შორის ურთიერთთანამშრომლობა ახალ ფაზაში შედის
პირველად, ჩვენი პარტნიორობის ისტორიაში, ვიწყებთ STEAM საგანმანათლებლო სისტემის ელემენტებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
2023-2024 სასწვლო წლის ოქტომბერში გთავაზობთ სასტარტო პროექტს ,,ფოლკლორი”.
03.10.2023 – აიბი მთიებში ,,მშობელთა სივრცე” განახლებული ფორმატითა და ბევრი იდეით იწყებს ახალ სასწავლო წელს.
დღეს წლის პირველი შეხვედრა შედგა დაწყებითი სკოლის I-II კლასის მშობლებთან თემაზე ,,მშობლის სასწავლო გარემოში ადაპტაცია”.
შეხვედრას უძღვებოდნენ ფილოლოგიის დოქტორი ბატონი გია მურღულია და ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტი ქალბატონი ნანა გოგიჩაშვილი.
შეხევედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რაც თავის მხრივ, გვიბიძგებს, ხელი შევუწყოთ მსგავსი შეხვედრების ხშირად ჩატარებას.
06.10.2023 – აიბი მთიების მე-10 კლასის სააღმზრდელო პროექტის “გაეცანი პროფესიებს” ფარგლებში, მოსწავლეებმა უმასპინძლეს ცნობილ და საყვარელ ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას.
სტუმრებმა საინტერესო დიალოგი წარმართეს. საუბრის თემა ძირითადად მსახიობის პროფესიას და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს შეეხო.
07.10.2023 – გრძელდება აიბი მთიებისა და კოლეჯი ,,სპექტრის” ერთობლივი პროექტი ,,სახელობო განათლება”.
მე-11 კლასის 94 მოსწავლე მომავალი სამი თვის განმავლობაში კოლეჯში გაივლიან მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებს და დაეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს მათი ინტერესებიდან გამომდინარე.
აიბი მთიების მე-11 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ კოლეჯ სპექტრს, სადაც მათ უმასპინძლა კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ, რომელმაც საინტერესო მეგზურობა გაუწია მოსწავლეებს, დაათვალიერებინა ინფრასტრუქტურა და გააცნო პროფესიული პროგრამები.
აღნიშნულ პროექტში განსაკუთრებით დიდია მოსწავლეების დაინტერესება და ჩართულობა.
აიბი მთიები დიდ მადლობას უხდის კოლეჯ სპექტრის პედაგოგებს და მის დირექტორ მათე ტაკიძეს თანამშრომლობისთვის და მოსწავლეთა პროფესიულ ორიენტაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
11.10.2023 – IB მთიების, როგორც ISO 450001 საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელის, პრიორიტეტულ საკითხს მოსწავლეთა უსაფრხოება წარმოადგენს.
დღეს IB მთიების პერსონალისთვისა და მოსწავლეთათვის ჩატარდა უსაფრთხოების ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდნენ მოწვეული ტრენერები ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციიდან ,,ბიზნეს უსაფრთხოების ასოციაცია”.
მსგავსი აქტივობების განხორციელება მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება.
16.10.2023 – 2023 – 2024 სასწავლო წელს აიბი მთიების ერთ-ერთი პრიორიტეტი მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებაა. ამ მიზნით აიბი მთიების გენერალურმა დირექტორმა ნინო ჩიკვაიძემ, ფინანსურმა მენეჯერმა ანა ჯავახიშვილმა და საშუალო სკოლის ხელმძღვანელმა რამაზ ფარესაშვილმა მონაწილეობა მიიღეს EduTech Europe საგანმანათლებლო გამოფენასა და ვორქშოფში, რომელიც ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქში ამსტრდამში 11-12 ოქტომბრს
გამოფენასა და ვორკშოფზე წარმოდგენილნი იყვნენ ევროპისა და ამერიკის ციფრული ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიები – Microsoft, Lego Education, Anthology, AvePoint, Grammarly, Oracle Academy, Kami და სხვა – და საგანმანათლებლო სფეროს ექსპერტები – სერენა საკს-მანდელი (Serena Sacks-Mandel, Global CTO for Education & Interim EMEA Regional Business Leader Microsoft), სტიუარტ სვონი (Stuart Swann, LEGO® Education Academy Certified Trainer LEGO® Education), ლინა თემბე (Lena Tembe, Solutions Engineer anthology), კატლინ ნაგლეე (Kathleen Naglee, Head of School International School of Helsinki) და სხვა.
EduTech Europe-ზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ხელოვნური ინტელექტისა და ლეგო ტექნოლოგიების, რობოტიკისა და STEM-ის, STEAM-ის სასწავლო პროცესებში დანერგვას. ასევე საინტერესო იყო ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში პედაგოგიკის განვითარების პერსპექტივებზე გამოთქმული ექსპერტული მოსაზრებები.
აიბი მთიების ვიზიტი ამსტერდამის EduTech Europe-ზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო პროცესების დაგეგმარებისა და განვითარებისა კუთხით.
საინტერესო იყო მრავალფუნქციური სამეცნიერო მუზეუმის „ნემოს“ დათვალიერება, სადაც თავმოყრილია სასკოლო განათლებისთვის მნიშვნელოვანი დარგობრივი ლაბორატორიები და ექსპოზიციები, როგორც ბავშვებისთვის, ისე დიდებისთვის.
23.10.2023 – აიბი მთიებში გრძელდება პროექტი ,,მშობელთა სივრცე”, რომლის ფარგლებშიც მშობლებს შევთავაზეთ, მონაწილეობა მიეღოთ კვების პროცედურაში.
ამჯერად მათ კვების ბლოკის ღია სივრცემ უმასპინძლა.
24.10.2023 – აიბი მთიების ,,მშობელთა სივრცე” ამჯერად მოზარდებს და მათი აკადემიური შედეგების მართვაზე დიალოგს დაეთმო.
ინტერაქციული ხასიათის შეხვედრას ტრადიციულად მასპინძლობდნენ ფილოლოგიის დოქტორი: გია მურღულია და ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტი ნანა გოგიჩაშვილი, უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი რამაზ ფარესაშვილი და საბაზო სკოლოს ხელმძღვანელი ნინო დოლიძე.
26.10.2023 – აიბი მთიებში გრძელდება პროექტი ,,სამკუთხედი”, რომლის ფარგლებშიც საბაზო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა უმასპინძლეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების ოფისის თავმჯდომარეს, ბატონ აბდულმელიკ ალკანს.
შეხვედრა თემა – ,,საკომუნიკაციო კულტურა” საინტერესო ფორმატში წარიმართა, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც მოსწავლეებში, ისე პედაგოგებში საკომინიკაციო უნარების გაუმჯობესებისა და მისი ეფექტურად მართვისათვის სასწავლო პროცესში.
03.11.2023 – საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრამ აიბი მთიების საბაზო სკოლაში დიდი ინტელექტუალური ვნებათეღელვა გამოიწვია.
ნამდვილი თინეიჯერული და ამავე დროს, ღირსეული შეჯიბრი მე-8 ტ1 კლასის გამარჯვებით დასრულდა.
06.11.2023 – 1 და 2 ნოემბერს დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარებმა, მიხეილ უკლებამ და მერაბ ანთაძემ გამართეს შეხვედრები სკოლა პანსიონ „აიბი მთიების“ მოსწავლეებთან.
სალექციო შეხვედრები დაეთმო საქართველო-რუსეთის ურთიერთობების თემას. მომხსენებლებმა მიმოიხილეს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ისტორია, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების განვითარების ეტაპები, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მიმდინარეობა და შედეგები.
07.11.2023 – აიბი მთიები, საქართველოს წითელი ჯვარი, ანსამბლი ,,მართვე”და კოლეჯი ,,სპექტრი” გთავაზობთ შემაჯამებელ-საქველმოქმედო ღონისძიებას – STEAM პროექტი ,,ქართული ფოლკლორი’’
ღონისძიების მხარდამჭერია ბაზარი ორბელიანზე და გარდენია შევარდნაძე.
აიბი მთიებში რამდენიმე თვის მანძილზე განხორციელდა STEAM საგანმანათლებლო სისტემით სწავლება, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს და საკუთარი ხელით შექმნეს ქართული რეწვის ნიმუშები, შეისწავლეს ხალხური საბრძოლო და შრომის სიმღერები, ისწავლეს კერამიკის, ჭედურობისა და ხეზე კვეთის ხელობა და სხვ.
მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, მართავს გრანდიოზულ გამოფენა-გაყიდვას და შემოსულ შემოწირულობას საქართველოს წითელი ჯვარი გადაურიცხავს ისრაელის დავითის წითელ ვარსკვლავსა და პალესტინის წითელ ნახევარმთვარეს ისრაელი-პალესტინის კრიზისის შედეგად დაზარალებული ბავშვების საჭიროებებზე რეაგირებისთვის.
ღონისძებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ:
- მონაწილეობა მიიღონ კერამიკისა და ხეზე კვეთის სწავლების პროცესში;
- წაიკითხონ ხალხური პოეზიის ნიმუშები;
- იმღერონ და იცეკვონ ანსამბლთან ერთდ;
- ითამაშონ ქართულ ხალხური სამაგიდო თამაშები;
- დაწნან ყვავილების გვირგვინები;
დასწრება თავისუფალია და მონაწილეობა ძალიან მნიშველოვანი!
09.11.2023 – მეცნიერების მსოფლიო დღე-სთან დაკავშირებით “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ კერძო სკოლა Ib Mthiebi / Ib მთიები-ს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის ვორქშოპი თემაზე: “როგორ მოვამზადოთ სამეცნიერო ნაშრომი“ ჩაატარა.
ვორქშოპის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სამეცნიერო ნაშრომის ძირითადი სტრუქტურის და მახასიათებლების შესახებ.
მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის “ევროპის უნივერსიტეტის“ შესახებ პრეზენტაცია სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ბაქრაძემ წარადგინა.
15.11.2023 – გვაქვს პატივი, გაგაცნოთ აიბი მთიების მოხალისეები, ამჯერად უკვე სერტიფიცირებულები საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის მიერ.
დიდი სიამაყით გატყობინებთ, რომ ჩვენი STEAM პროექტის ,,ქართული ფოლკლორი”
შემეჯამებელ-საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვით, 3 საათში მოვახერხეთ 8312 ლარის შეგროვება პალესტინა-ისრაელის კრიზისში დაზარალებული ბავშვებისათვის.
დიდი მადლობა ყველას მეგობრობისა და მონაწილეობისათვის!
Georgia Red Cross Society / საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
16.11.2023 – თანამედროვე განათლება დიდი ხანია გაცდა საკლასო ოთახებს. გლობალური აზროვნების განვითარებისათვის კი აუცილებელია სხვა ქვეყნის კულტურის, განათლებისა და ცოდნის გაზიარება.
სწორედ ამიტომ აიბი მთიების მე-11 კლასის მოსწავლეები დღეს ბიზნეს ინგლისურის სასწავლო კურსის ფარგლებში დაესწრნენ ვენის ვებსტერის უნივერსიტეტის ონლაინ ლექციას თემაზე “კომუნიკაციის უნარები”.
მათ ასევე ჰქონდათ საშუალება დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები პროფესორ ანტონი ლოსტედტისთვის და მიეღოთ მონაწილეობა დისკუსიებში.
20.11.2023 – აიბი მთიების წარმატებული ვიზიტი დიდ ბრიტანეთში – კემბრიჯში.
მიმდინარე წლის 14-16 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით კემბრიჯში იმყოფებოდა IB მთიების დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნინო ჩიკვაიძე და ინგლისური ენის პედაგოგი თამარ რუხაძე.
ვიზიტი ორგაბიზებული იყო British Educational Institution DUKES– ის წარმომადგენლის, მუსაბ ნასერ ანგუდის, მიერ.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა Cardiff Sixth Form და ST. Andrew’s კოლეჯებთან.
ქართულ დელეგაციას უმასპინძლა Cardiff Sixth Form აკადემიური პროგრამების მენეჯერმა კრის სვიტმა, რომელმაც დელეგააციის წევრებს გააცნო კოლეჯის საგანმანათლებლო სისტემა და მიმდინარე აკადემიური პროცესები
ნაყოფიერი იყო Cardiff Sixth Form კოლეჯის STEM პროგრამების ხელმძღვანელთან , ჯემ პერსონთან შეხვედრა. მან დეტალურად გააცნო IB მთიების წარმომადგენლებს STEM-ის პროექტების მართვის სისტემა, პროექტებზე მუშაობის პროცესი და აჩვენა მოსწავლეების მიერ შექმნილი ბირთვული რეაქტორი
უმნიშვნელივანესი ვიზიტი შედგა კემბრიჯის ერთ-ერთ გამორჩეულ St. Andrew’s კოლეჯში, სადაც IB მთიების წარმომადგენლებს შეხვდა პროგრამების მმართველი, ენდი ფლაუერი.
ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ ხანგრძლივი საქმიანი საუბარი გაიმართა St. Andrew’s კოლეჯსა და IB მთიებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. გადაწყდა აიბი მთიებში, 14-16 წლის მოსწავლეებთან GCSE -ის პროგრამების დანერგვა.
კოლეჯის ხელმძღვანელმა სურვილი გამოთქვა საქართველოში , გაზაფხულზე დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში IB მთიებთან მემორანდუმის გაფორმებაზე.
ემოციური და მოულოდნელი აღმოჩნდა St. Andrew’s კოლეჯში ქართველ მოსწავლეებთან შეხვედრა, რომლებმაც გამოხატეს კეთილი ნება, აიბი მთიების უფროსკლასლეებს გაუზიარონ კემბრიჯში სწავლის გამოცდილება.
ვიზიტის დასასრულს შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა ბატონ მუსაბ ანგუდისთან DUKES Education-ის სივრცეში IB მთიების გაწევრიანებაზე.
21.11.2023 – აიბი მთიებში ჩატარდა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის – ISO 9001:2015 და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 45001:2018 გარე აუდიტი,რომელიც წარმართეს ინტერტეკის წამყვანმა საერთაშორისო აუდიტორებმა.
აუდიტის ფარგლებში შემოწმდა:
- ორგანიზაციის მართვის სისტემები;
- წლიური სამოქმედო გეგმები;
- აისო 9001:2015-ის სტანდარტთან შესაბამისობა;
- კადრების კომპეტენციების განსაზღვრა;
- 2022-2023 სასწავლო წელს ჩატარებული სამუშაოების ანალიზი;
- შიდა აუდიტის ფორმები და ანალიზი;
- ორგანიზაციის განვითარების ხაზები;
- მუდმივი გაუმჯობესების პრინციპით მუშაობის ხარისხი;
- ხელმძღვანელი პირების მიერ ადამიანური რესურსის მართვის ხარისხი.
სკოლამ წარმატებით გაიარა გარე აუდიტი, სრულად დააკმაყოფილა ISO 9001:2015 მოთხოვნები და მიიღო წინადადებები გაუმჯობესებისათვის.
28.11.2023 – აიბი მთიები აგრძელებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში ინტეგრაციას. აიბი მთიების დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჩიკვაიძემ, დღეს აიბი მთიების უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელთან, რამაზ ფარესაშვილთან და ინგლისური ენის პედაგოგთან, თამუნა რუხაძესთან ერთად მმართველ გუნდის წინაშე წარადგინა ა/წ ოქტომბერსა და ნოემბერში ამსტერდამსა და კემბრიჯში საქმიანი ვიზიტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილები, სიახლეები და სამომავლო გეგმები.
- STEAM მეთოდოლოგიის განხორციელება აკადემიურ და შემოქმედებით პროექტებში;
- ამსტერდამის RobboClub -თან თანამშრომლობა და რობოტიკის საგნის დანერგვა 5-15 წლის მოსწავლეებისათვის;
- AI-ის (ხელოვნური ინტელექტი) , როგორც აკადემიური ასისტენტის, გამოყენება მასწავლებლისა და აღმზრდელ-პედაგოგებისათვის;
- GCSE-ის (General Certificate for Secondary Education) პროგრამების დანერგვა.
30.11.2023 – აიბი მთიები საქართველოდან წარმოგიდგენთ CNN-ის პროექტში Call to Earth მონაწილე დოკუმენტურ ფილმს, რომელიც შეიქმნა ჩვენი საბუნებისმეტყველო კათედრისა და მოსწავლეების მიერ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იკვლიეს და წარმოადგინეს გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების საკითხები.
განსაკუთრებული მადლობა, რეჟისორს, ბატონ გიორგი მორბედაძეს.
04.12.2023 – 2023-2024 წლის სეზონის შესანიშნავი დასაწყისი.
საკალათბურთო შეხვედრა ჩვენ მეგობარ ევროპულ სკოლასთან აიბი მთიების გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 51:41.
05.12.2023 – აიბი მთიებისათვის განსაკუთრებული და მნიშვნელივანია თითოეული თანამშრომლისა და მოსწავლის წარმატება.
ჩვენი დღევანდელი სიამაყის ობიექტი სალომე ჩხეიძეა, აიბი მთიების ხარისხის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, რომელმაც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის (PhD) ხარისხი მოიპოვა.
ვულოცავთ დიდი სიყვარულით!
18.12.2023 – აიბი მთიებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლების სისტემაში, წლის პრიორიტეტული საკითხია;
ამ მიზნით, აიბი მთიების პედაგოგებისათვის ჩატარდა ტრენინგი – ხელოვნური ინტელექტის როლი განათლებაში, რომელიც წარმართა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, აბდულმელიკ ალკანმა.
ტრენინგს ჰქონდა, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ხასიათი, რომლის მსვლელობის დროს, სხვადასხვა საგნის სამოდელო გაკვეთილები დაიგეგმა აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებით.
ჩვენ ვამზადებთ თანამედროვე გაკვეთილის მოდელს, რომელიც პედაგოგს აძლევს საშუალებას გაკვეთილის საერთაშორისო სტანდარტით მომზადებისა და ფოკუსირებულია მოსწავლის მაღალ ჩართულობაზე.
18.12.2023 – აიბი მთიებში გრძელდება მე-10 კლასის სააღმზრდელო პროექტი “გაეცანი პროფესიებს”. უმაღლეს სკოლაში მიმდინარეობს ორ პროფესიაზე მოსწავლეთა ინფორმირება – ინჟინერია და დიზაინი.
პროექტის ფარგლებში, უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა უმასპინძლეს დეველოპერული კომპანიის ,,თეთრი კვადრატი” აღამასრულებელ დირექტორს, შორენა დარჩიაშვილს.
სტუმარმა საინტერესო, სასარგებლო და ემოციური რჩევები გაუზიარა ჩვენს მოსწავლეებს პროფესიის არჩევისა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევების შესახებ.
19.12.2023 – აიბი მთიების დაწყებით სკოლაში წლებია ხორცილდება ჭადრაკის, როგორც საგნის სწავლება, რომელსაც პროფესიუნალურ დონეზე წარმართავს პარმენ გელზონია.
დეკემბრის თვეში ტრადიციულად მიმდინარეობს ცოდნის შემაჯამებელი სამოტივაციო საჭადრაკო ტურნირი, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, პირველ სემესტრში მიღებული ცოდნისა და უანრების გამოვლენისა.
გამოგვყევით და ერთად, გავიცნოთ 2023-2024 წლის ჩემპიონი ჭადრაკში იანვრის ბოლოს.
20.12.2023 – ჩვენთან კემბრიჯული ამბები გრძელდება.
აიბი მთიების დამფუძნებლის , ნინო ჩიკვაიძის, დიდ ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ, მოლაპარაკებების სერია წარმატებით მიმდინარეობს.
სწორედ ამიტომ, დღეს აიბი მთიებში სტუმრად გვყავდა ქართველი სტუდენტი ანა კვეტენაძე- კემბრიჯში St. Andrew’s კოლეჯის ძალიან წარმატებული სტუდენტი, რომელიც სწავლას კემბრიჯის უნივერსიტეტში განაგრძობს.
შეხვედრა დაეთმო აიბი მთიების საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეების ინფორმირებასა და დიდი ბრიტანეთში სტუდენტური გამოცდილების გაზიარებას.
აიბი მთიების გეგმები იმ მიმართულებით იწყებს განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოსწავლეების საერთაშორისო გარემოში სწავლასა ადაპტირებას.
23.12.2023 – 2023-2024 სასწავლო წლის I სემესტრის შემაჯამებელ ლექციებზე მოსწავლეებთან ერთად კოლეჯ ,,სპექტრს” ეწვია აიბი მთიების დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნინო ჩიკვაიძე . მან პირადად მიულოცა შობა-ახალი წელი კოლეჯის დირექტორს, მათე ტაკიძესა და მთელ აკადემიურ გუნდს და გამოხტა დიდი პატივისცემა ეფექტური თანამშრომლობისა და ერთგული პარტნიორობისათვის.
23.12.2023 – აიბი მთიებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება პროექტებზე დაფუძნებული სწავლება.
გვსურს, გაგიზიაროთ პროექტი ,,ყულაბა”-აიბი მთიების სკოლამდელი კლასის 2023-2024 სასწავლო წლის I სემესტრის ცოდნის შემაჯამებელი ღონისძიება,
ჩვენმა მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს და აუდიტორიის წინაშე ამაყად და მხიარულად წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა და უნარები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენებში, მათემატიკასა და მეცნიერებაში, ისტორიაში და სასცენო ხელოვნებაში.
28.12.2023 – კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა IB მთიების უმაღლესი სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ნაყოფიერი თანამშრომლობის შემაჯამებელი ღონისძიება, ელექტრონული ჟურნალის “შთა-გონების” წარდგენის ფორმატში.
ჟურნალი მოსწავლეთა თავისუფალი აზროვნების სივრცეა, რომელშიც ისინი ახერხებენ: დაინახონ საინტერესო თემა, მოიპოვონ ინფორმაცია, შეისწავლონ, გააანალიზონ, შეაფასონ და გამოხატონ ის.
დღევანდელმა პრეზენტაციამ ისიც აჩვენა, რამდენად სასარგებლო და ნაყოფიერია სკოლისა და უნივერსიტეტის პარტნიორობა და თანამოაზრეობა – ამისთვის მადლობა “IB მთიების” დამფუძნებელსა და დირექტორს ნინო ჩიკვაიძესა და კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს კახა შენგელიასა და იდეისა და ჟურნალის ავტორს – გია მურღულიას.
მთავარი მადლობა კი ჩვენს ბავშვებს, რომლებსაც შეუძლიათ, ჩვეულებრივი არაჩვეულებრივად აქციონ.
05.02.2024 – აიბი მთიების 2024 წლის პრიორიტეტულ საკითხს სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა წარმოადგენს.
„მშობელთა სივრცის“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა უმაღლესი სკოლის მშობელთა აუდიტორიასთან. შეხვედრის თემა იყო „აბიტურიენტი – მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მომავალი წარმატებისთვის“.
შეხვედრა ფილოლოოგის დოქტორმა, გია მურღულიამ და ფსიქოლოგიის დოქტორმა ნანა გოგიჩაშვილმა წარმართეს.
მშობლებმა საჭირო ინფორმაცია მიიღეს აიბი მთიების აბიტურ – პროგრამასთან დაკავშირებით და უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობის პოლიტიკის შესახებ.
05.02.2024 – გრძელდება აიბი მთიებისა და ბრიტანული უნივერსიტეტის აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა.
აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა ბრიტანულ უნივერსიტეტში წარმართეს
პროექტი Ted Talk.
ჩვენ მოსწავლეებს წელსაც მიეცათ საშუალება, გამხდარიყვნენ Ted Talk-ერები.
დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ მეგობარს, ბრიტანულ უნივერსიტეტს, ამ შესანიშნავი შესაძლებლობისათვის.
05.02.2024 – აიბი მთიები STEM ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულია!
აიბი მთიები ხუთეულშია!
აიბი მთები მეოთხე ადგილზეა 180 მონაწილეს შორის!
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს:
- გიორგი გაგოშვილი
- დემეტრე დონდოლაძე
- ილია იობიძე
- ნიკა მირიანაშვილი
- ლიზი გვალია
- ლიზი საყვარელიძე
ჩვენს პედაგოგებს:
- ანა თოფურია
- ნინო საყვარელიძე
- პაატა დუმბაძე
- სოფო მეტრეველი
- აკაკი გველესიანი
აიბი მთიები ამაყობს თქვენით და გიცხადებთ მხარდაჭერას ფინალურ გამარჯვებაში!
06.02.2024 – IB მთიების უფროსკლასელები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ფილოლოგიის დოქტორ ვასილ მაღაფერიძეს მასპინძლობდნენ. სტუმარი მოსწავლეებს ესაუბრა თემაზე: “რაინდობა ისტორიასა და ლიტერატურაში”. ყველამ ერთად გავიხსენეთ სარაინდო რომანი “ამირანდარეჯანიანი”, ვეფხისტყაოსანი”, სალადინის სარაინდო კოდექსი, “დონ-კიხოტი”, სვანური ტაძრების გარემოხატულობა – სარაინდო სიუჟეტებს რომ ასახავს, სახელის მოხვეჭისა და ღირსების მნიშვნელობანი და კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რომლებიც თემას უკავშირდებოდა.
08.02.2024 – ემოციური და საამაყო დღე – პირველი რაინდობა, ჩვენი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის.
12.02.2023 – აიბი მთიებში ,,გამარჯვებების სერია” გრძელდება.
ამჯერად ჩვენმა მოსწავლეებმა:
- გიორგი ლომთაძემ;
- ანნა გეგუჩაძემ;
- დემეტრე დონდოლაძემ;
- ლუკა გვალიამ;
- გიორგი გაგოშვილიმ;
- ილია დონდოლაძემ;
და ისტორიის პედაგოგმა:
- გიორგი გობეჩიამ
პირველი ადგილი მოიპოვეს
კავკასიის უნივერსიტეტისა და ევროკავშირის ერთობლივ ინტელექტუალურ თამაშში
,,რა, სად, როდის?”
12.02.2024 – აიბი მთიებმა დაიწყო 2024-2025 სასწავლო წლისთვის მზადება.
English Book Education ეგიდით კაჭრეთში ჩატარდა კონფერენცია, სადაც ექსპერტებმა წარმოადგინეს მათემატიკის საბუნებისმეტყველო და ინგლისური სწავლების ახლებური ხედვა მსოფლიო საგანმანათლებლო ჭრილში.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა აიბი მთიების დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნინო ჩიკვაიძე და მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი ანა თოფურია.
კონფერენციის ფარგლებში სკოლის წარმომადგენლებმა გამართეს სამუშაო შეხვედრები მათემატიკის, საბუნებისმეტყველო და ინგლისურის ექსპერტებთან.
2024 წლის სექტემბრიდან მათემატიკაში უწყვეტად გაგრძელდება სწავლება სინგაპურის საერთაშორისო მათემატიკის და IB ფილოსოფიის MYP პროგრამით
დაწყებით სკოლაში დაინერგება საბუნებისმეტყველო საგნის სწავლება ახალი პროგრამით.
ინგლისური სწავლებისთვის დაიგეგმება ახალი მეთოდები, რომელიც მოგვცემს საშუალებას დავაინტეგრიროთ მომავალი ჩვენს საკლასო ოთახებში.
მადლობა English book education მართველ გუნდს საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრებისთვის.
13.02.2024 – პირველად სასკოლო სივრცეში!
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას, ინიციატივით აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში ახალ სასწავლო სისტემას ჩაეყარა საფუძველი.
კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრისა და აიბი მთიების ორგანიზებით უმაღლესი სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისთვის, დაიწყო ტრენინგ კურსი სახელწოდებით „მეწარმეობა: ანტრეპრენერული აზროვნება და უნარები“.
აიბი მთიებისათვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს მოსწავლეებში სამეწარმეო აზროვნების განვითარების ხელშეწყობა.
ტრენინგკურსი მოიცავს სამდღიან ინტენსიურ მენტორინგ სესიებს და თემატურ ვორკშოპებს.
ტრენინგკურსის პირველი შეხვედრის ფარგლებში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის წარმომადგენელმა, ანა დოლიძემ და ცენტრის ბენეფიციარი სტარტაპი Rollycks-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, საბა არუდაშვილმა, განიხილეს ისეთ თემები, როგორებიცაა:
- რა არის ანტრეპრენერობა და როგორია ანტრეპრენერის როლი ბიზნესში ?რა არის სტარტაპი და ვინ არის სტარტაპერი?
- ინოვაციის როლი ანტრეპრენერობაშიროგორც უნდა დავიწყოთ სტარტაპ იდეების გენერირება?
შეხვედრის განმავლობაში, პრაქტიკული ვორკშოპის ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უკეთ გაცნობოდნენ სტარტაპ იდეის გენერირებისა და პრეზენტირების პროცესს.
აიბი მთიები უღრმეს მადლობას უხდის კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს უმაღლესი სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.,
14.02.2024 – აიბი მთიები და ლიბრარიუმი გილოცავთ წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღეს!
15.02.2024 – აიბი მთიებისა და კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ერთობლივი ტრენინგკურსის შემაჯამებელი დღე და უმაღლესი სკოლის მოსწავლეთა საზეიმო სერტიფიცირება კავკასიის უნივერსიტეტში.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იდეის ავტორებსა და ორგანიზატორებს ახალი თაობის წარმატებაში შეტანილი წვლილისათვის.
24.02.2024 – SRAA Tbilisi Classic Basketball Tournament 2024 გამარჯვებული და ჩემპიონი აიბი მთიებია.
თასი ჩვენია, ყველა თამაში – ჩვენი და წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაც ჩვენია.
ვამაყობთ თქვენით:
- მიხეილ მარტინენკო
- გიორგი ბერუაშვილი
- არჩილ შარაშიძე
- გუგა ბახსოლიანი
- გიორგი კიკნაველიძე
- გიორგი ჭინჭარაული
- ნიკოლოზ ხარაშვილი
- გიორგი გოჩაშვილი
- დიმიტრი მჭედლიშვილი
- გიგა მურადაშვილი
- ნიკოლოზ კენჭუაშვილი
და ბატონო მწვრთნელო, გიორგი ბახტაძე.
27.02.2024 – წარმატებული დღეები აიბი მთიებში გრძელდება. ამჯერად ჩვენმა მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა:
- ნიკოლოზ გაბისონია;
- ნიკოლოზ ცაბუტაშვილი;
- გიორგი გაგოშვილი.
გაიმარჯვეს კონკურსში “ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში”.
კონკურსი კავკასიის უნივერსიტეტში, ტურიზმის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაიმართა.
ვორკშოპს უძღვებოდა ელენე კვირიკაშვილი, რომელიც გახლავთ მასპინძლობის მენეჯმენტის პროგრამის ლექტორი, მოგზაური და ირლანდიური სპორტული ჰაბის -“PUB 44”-ის დამფუძნებელი.
კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები
დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებს
განსაკუთრებული მადლობა კავკასიის უნივერსიტეტს.
01.03.2024 – აიბი მთიების სასწავლო და სააღმზრდელო ცხოვრებაში მშობლების აქტიური თანამონაწილეობა წარმატებით გრძელდება.
აიბი მთიების ,,მშობელთა სივრცე” ამჯერად დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს და მათთან ურთიერთობას დაეთმო.
ინტერაქციული ხასიათის შეხვედრას ტრადიციულად მასპინძლობდნენ ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია და ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტი ნანა გოგიჩაშვილი, დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელი ნინო აბაშიძე.
01.03.2024 – აიბი მთიების 2024-2025 სასწავლო წლისთვის მზადება ახალ ფაზაში შედის.
2023 წლის შემოდგომიდან დღემდე ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება ის საქმიანობები, რომლებიც ქმნის გარანტიას აიბი მთიების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ადაპტირებისათვის.
დღეს აიბი მთიების დამფუძნებელმა, ნინო ჩიკვაიძემ, უმასპინძლა ოლენა კვარტიუკს – ბარსელონას EU Business School -ის Senior regional Recruitment მენეჯერს და Summer Boarding Courses- ის Partnerships Development მენეჯერს მუსაბ ანგუდის.
EU business Schoolის წარმომადგენელთან შეხვედრის ძირითადი თემა სამომავლო, მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს შეეხებოდა, რაც გულისხმობს:
- აპრილის თვეში მემორანდუმის გაფორმებას ევროპული უნივერსიტეტის ბარსელონას, მიუნხენისა და ჟენევის უნივერსიტეტებთან, რომლებიც ქმნიან ერთიან საგანმანათლებლო სივრცეს
- აიბი მთებმის დამფუძნებელმა ოფიციალური მიწევევა მიიღო მსოფლიო საერთაშორისო საგანმანათლებლო სამიტზე, რომელიც ივლისში ესპანეთში გაიმართება.
მეორე შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო:
- აიბი მთიების და კემბრიჯის St. Andrew’s კოლეჯის თანამშრომლობა და მემორანდუმის გაფორმება გაზაფხულზე
- Canford-ის და Cambridge College-ის საზაფხულო სკოლებში აიბი მთიების მოსწავლეთა მონაწილება, რომელიც გულისხმობს შესანიშნავ შესაძლებლობებს:
- 15-17 წლის მოსწავლეებისთვის სტუდენტური უნარების განვითარებასა და სასტუდენტო ცხოვრებისთვის მომზადებას
- 11-15 წლის მოსწავლეებისათვის STEAM საგანმანათლებლო სისტემით პროდუქტების შექმნას, რომელიც ეფუძნება საგანთა თეორიულ შესწავლასა და პროექტების შექმნის გამოცდილებას
ცხადია, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესებში ჩართულობა ითვალისწინებს ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებას
გამოგვყევით, დიდ , საინტერესო და ახალ მოგზაურობაში.
05.03.2024 – 2024-2025 სასწავლო წლის დაგეგმარებისათვის აიბი მთიებისა და English book education შორის თანამშრომლობა ინტენსიურ რეჟიმშია.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინგლისური ენის სწავლების ახალი სისტემისა და მეთოდების დანერგვა, როგორც ეფექტური საშუალება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისათვის.
07.03.2024 – აიბი მთიებში სამოტივაციო აქტივობების განხორციელება სასწავლო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია.
დღეს აიბი მთიების დაწყებითი სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და სააღმზრდელო სამსახურის მიერ დაგეგმილ ინტეგრირებულ სამოტივაციო ღონისძებაში ,,ᲡᲢᲣᲛᲠᲐᲓ ᲛᲣᲖᲔᲣᲛᲨᲘ”.
07.03.2024 – აიბი მთიების “წიგნის კლუბისთვის” წლის აქცენტირებული საკითხად რჩება თანამედროვე ქართველი მწერლებისა და მათი ნაწარმოებების მოსწვალეებისათვის გაცნობა.
აიბი მთიების საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეებმა უმასპინძლეს ცნობილ ქართველ მწერალს, ,,საბას”ლაურეატს, არჩილ ქიქოძეს.
შეხვედრის საინტერესოდ წარმართვისათვის განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდით ჩვენს ,,პირად მწერალს” , თამარ გეგეშიძეს.
14.03.2024 – აიბი მთიების ინტეგრირება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ახალ საფეხურზეა.
მიმდინარე წლის 4-5 მარტს აიბი მთიების დამფუძნებელი, ნინო ჩიკვაიძე, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ვენის Webster – ის უნივერსიტეტში.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებთან, დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან, ლექტორებთან და ვებსტერის უნივერსიტეტის დირექტორთან პროფესორ სამუელ შუბერტთან.
შეხვედრებისას მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები:
- განისაზღვრა ქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აიბი მთების უმაღლესი სკოლისა და ვებსტერის უნივერსიტეტს შორის კურიკულუმების თავსებადობას
- აიბი მთიების მოსწავლეები ისარგებლებენ ვებსტერის უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკით
- აიბი მთიების XI კლასის მოსწავლეებს მიეცემათ უნიკალური შანსი – ვებსტერის უნივერსიტეტის ორთვიანი აკადემიური კურსის გავლა უზრუნველყოფს წარმატებულ სტუდენტობას ვებსტერის უნივერსიტეტსა და მის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში
აიბი მთიების საქმიანი შეხვედრები 7-8 მარტს გაგრძლედა პრაღის Charles – ის უნივერსიტეტში.
საინფორმაციო ტურისა და შეხვედრების ფარგლებში, გადაწყდა აიბი მთიებსა და პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტს შორის სათანამშრომლო მემორანდუმის გაფორმება.
აიბი მთიების საერთაშორისო წარმატება გრძლედება.
03.04.2024 – თანამოქმედება მომავლისათვის – აიბი მთიების საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების მასშტაბური პრეზენტაციის დღე.
დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ მეგობრებსა და პარტნიორებს, და ჩვენი დიდი ოჯახის თითოეულ წევრს.
გვიგულშემატკივრეთ მსოფლიო მასშტაბით.
08.04.2024 – აიბი მთიების უმაღლესი სკოლის ჰუმანიტარული კლასების მოსწავლეების მორიგი წარმატება.
აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში ჰუმანიტარული აზროვნებისა და წერითი კულტურის განვითარებისათვის ბევრი და საინტერესო სამოტივაციო აქტივობები ხორცილედება. რამდენიმე დღის წინ ჩვენი და English book education წიგნის კლუბის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა წამახალისებელი ლიტერატურული მარათონი.
ჩვენმა მოსწავლეებმა იმოგზაურეს ლიტერატურულ სამყაროში და შექმნეს საინტერესო პროზაული და პოეტური ნაწარმოებები ინგლისურ ენაზე.
გაიცანით და ჩვენთან ერთად უგულშემატკივრეთ მათ:
- ანანო ვაჩეიშვილი
- საბა თედორაძე
- გვანცა ფხალაძე
- დანიელა დალალიშვილი
- გურამ შანიძე
- დავით ტუკვაძე
გვსურს, მადლობა გადავუხადოთ English book education წიგნის კლუბს ერთგულებისა და მხარდაჭერისათვის.
11.04.2024 – სულ მალე აიბი მთიები მსოფლიო საერთაშორისო საგანმანათლებლო რუკაზე საკუთარ საპატიო ადგილს მონიშნავს.
2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისიდან დღემდე წარმატებით ხორციელდება იმ ტიპის საქმიანობა, რაც მნიშვნელოვნად გასაზღვრავს ინტეგრაციის პროცესს.
2-4 აპრილს აიბი მთიებში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა კემბრიჯის St. Andrew’s კოლეჯის STEM პროგრამების ხელმძღვანელი, ენდი ფლაუერი.
ვიზიტის ფარგლებში ჩვენი ბრიტანელი პარტნიორი
- დაესწრო აიბი მთიების 2023-2024 სასწავლო წლის შემაჯამებელ STEAM კონფერენციას ,,თანამოქმედება მომვალისათვის/SYNERGY FOR THE FUTURE’’
- გამართა მოლაპარაკებები აიბი მთიების დამფუძნებელთან, ფინანსურ დირექტორთან, იურიდიულ სამსახურსა და საგარეო ურთიერთობების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს მემორანდუმთან დაკავშირებული საკითხები
- ესტუმრა აიბი მთიების დაწყებით, საბაზო და საშუალო სკოლას, სადაც საშუალება მიეცა, გაცნობოდა სკოლების ინფრა-სტრუქტურასა და მათ სასწავლო-სააღმზრდელო პოლიტიკას
- შეხვდა აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მმართველ და აკადემიურ გუნდს, სადაც წარადგინა პრეზენტაცია St. Andrew’s კოლეჯისა და კერძოდ pre A level-ის კურსის შესახებ, რომელსაც მომდევნო აკადემიური წლიდან აიბი მთიებთან ერთად განახორციელებს
- გაიცნო და სამომავლო გეგმები წარუდგინა აიბი მთიების საბაზო და უმაღლესი სკოლის მშობლებს, მოსწავლეებსა და პედაგოგებს
- საინტერესო ამბები და წარმატებები გრძელდება, გვიგულშემატკივრეთ მსოფლიო მასშტაბით.
23.04.2024 – აიბი მთიებმა განახორციელა მასშტაბური გასვლითი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა:
- ეკლესია- მონასტრების, როგორც ისტორიული ძეგლების მონახულებას;
- მონასტრული ცხოვრების გაცნობას;
- ბერ-მონაზვნებისთვის შესაწირისა და სააღდგომო ნობათის მირთმევას და მათთან საინტერესი საუბრების წარმართვას.
პროექტმა გააერთიანა დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლების 1300-ზე მეტი მოსწავლე. მათ გამგზავრებამდე შეისწავლეს მონასტრების ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობა.
დღე მხიარული და საინტერესო პიკნიკით დასრულდა.
26.04.2024 – 2024-2025 სასწავლო წლის აიბი მთიების საგანმანათლებლო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარი მიმართულება ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სასწავლო და სააღმზრდელო პროცესებში ინტეგრირებაა.
დღეს საინტერესო შეხვედრა /დიაკუსია გაიმართა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორთან, ზვიად გაბისონიასა და აიბი მთიების ფართო საზოგადოებასთან.
შეხვედრის თემა ძირითადად შეეხო, ქართულ რეალობასა და სკოლაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს.
05.05.2024– გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
09.05.2024 – კიდევ ერთი წარმატება!
15.05.2024 – აიბი მთიების მოსწავლეები ცერნში.
აიბი მთიებისა და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ქართველ მეცნიერებთან თანამშრომლობის საფუძველზე დაიგეგმა და განხორციელდა სკოლის მოსწავლეთა ვიზიტი ჟენევაში.
- ვიზიტის პერიოდში აიბი მთიების მოსწავლეები გაეცნენ სამეცნიერო კვლევით ექსპერიმენტების ATLAS და ALISE-ის ძირითად მოწყობილობებსა და მუშაობის პრინციპებს;
- იხილეს პირველი ამაჩქარებლის SC (Synchrociclotron) სამუზეომო ექსპონატი ცერნში;
- დაათვალიერეს DCVP-data ცენტრის მუშაობის პროცესი;
- მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის მიღწევებსა და მის როლზე თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში.
შემეცნებითი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ესტუმრნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციიის ოფისს ჟენევაში.
შეხვედრა შედგა გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელთან ბატონ ზაალ ლომთაძესთან
აიბი მთიები მადლობას უხდის მეცნიერებს
- ირაკლი მინაშვილი
- კრისტიან როსლონი
- ლევან ღონღაძე
- მონიკა კუტილე
16.05.2024 – აიბი მთიები – უწყვეტი საგანმანათლებლო სივრცე.
აიბი მთიების 2023-2024 სასწავლო წლის მთავარი ნაბიჯი – მსოფლიო საგანმანათლებლებლო სივრცეში ინტეგრირაცია.
აიბი მთიები და მისი პარტნიორი ევროპის უმაღლესი სასწავლებელები მასპინძლობენ და უნიკლაურ შანსს აძლევენ ჩვენს პედაგოგებსა და მოსწავლეებსა და მათ მეგობრებს:
იცხოვრონ სტუდენტური ცხოვრებით ორი ან ოთხი კვირის განმავლობაში:
- 7-20 ივლისის – SBC (Summer Boarding Courses Dukes Education)- კემბრიჯი
- 8-22 ივლისი – SBC (Summer Boarding Courses Dukes Education) – კენფორდი
- 21 ივლისი – 3 აგვისტო -ევროპული უნივერსიტეტი – ბარსელონა
- 29 ივლისი – 9 აგვისტო – ჩარლზის უნივერსიტეტი – პრაღა
- ივნისი-ივლისი – ვენის ვესტერის უნივერსიტეტი – ვენა
- 10 ივნისი-10 ივლისი – აიბი მთიები ინგლისურენოვანი Steam სკოლა პატარებისათვის – თბილისი
- მიეცი შენს თავს შესანიშნავი შესაძლებლობა და
- ჩაერთე ახალ კულტურაში.
- გააუმჯობესე ენობრივი უნარები.
- გაეცანი იმ საგნებს, რომლებიც შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი სხვაგან.
- გააფართოვე თვალსაწიერი.
24.05.2024 – აიბი მთიების მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები შემდეგ საგნებში:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- მათემატიკა
- ინგლისური
- ისტორია
- ბიოლოგია
- ქიმია
გამოცდები წარიმართა ჩვენი პარტნიორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კომპიუტერულ აუდიტორიებში.
იმიტირებული გამოცდები ეხმარება სტუდენტებს მოემზადონ ზუსტად იმ სტილის გამოცდისთვის, რაც მათ ჩაუტარდებათ ზაფხულში მისაღებ ეროვნულ გამოცდებზე.
დიდი მადლობა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს მე-12 კლასელებისთვის სტუდენტური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.
17.06.2024 – საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის -„ვწერ თავისუფალ თემას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კონკურსის გამარჯვებული, მეორე ადგილის მფლობელი, სკოლა „აიბი მთიების“ მოსწავლე გვანცა ძმანაშვილი გახდა. მას SEU – სგან სპეციალური პრიზი და 800 ლარი, გადაეცა.
ასევე დაჯილდოვდა გამორჩეული თხზულების ავტორი, აიბი მთიების მოსწავლე გვანცა ფხალაძე
მოსწავლეების წარმატებაში განსაკუთრებით მნიშველოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელსა და პედაგოგს ნონა ლეშკაშელს.
კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“ ბატონი გია მურღულიას ავტორობითა და ინიციატივით ტარდება. ხოლო 2021 წლიდან, კონკურსის ოფიციალური სპონსორი, ორგანიზატორი და განმახორციელებელია – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU.
აიბი მთიები ულოცავს მოსწავლეებს და მასწავლებლებს ამ დიდ წარმატებას!
20.06.2024 – აიბი მთიების პატარა 5 წლიანი კლასის მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სრული კურსი.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარა მოსწავლეებს.
05.07.2024 – გვაქვს პატივი, დასრულებულად გამოვაცხადოთ აიბი მთების STEAM საზაფხულო ინგლისურენოვანი სკოლის პროგრამა!
4 კვირის მანძილზე ჩვენმა პატარებმა და პედაგოგებმა აჩვენეს წარმოუდგენელი თავდადება, ენთუზიაზმი და ზრდა. დღეს მათი შრომა და მიღწევები სიმბოლური სერტიფიკატით აღვნიშნეთ.
დიდი მადლობა ჩვენს საოცარ მასწავლებლებს, მხარდამჭერ მშობლებს და, რაც მთავარია, ჩვენს შესანიშნავ მოსწავლეებს! თქვენმა ძალისხმევამ და გატაცებამ ეს ზაფხული დაუვიწყარი გახადა.
გისურვებთ წარმატებას მომავალში!
11.07.2024 – 11 ივლისს, ბარსელონა – სიჯესში გაიხსნა 2 დღიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო სამიტი. საქართველოდან სამიტზე მიწვეულია აიბი მთიების გენერალური დირექტორი ნინო ჩიკვაიძე.
სამიტი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა მსოფლიოს სხვადასხვა წარმატებულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან კოლაბორაციისა.
შემოგვიერთდით და თვალყური ადევნეთ სამიტის განახლებებს და ინფორმაციას. ერთად გავაგრძელოთ მომავალი თაობისათვის სასწავლო გარემოს დახვეწა და გამრავალფეროვნება!
06.07.2024 – საინტერესო სიახლე!
აიბი მთების დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ახლახანს დაესწრო უმაღლესი განათლების სამიტს ,,ევროპა 2024 – ცვლილება და ინოვაცია მდგრად განვითარებაში!
ნინო ჩიკვაიძე, სამიტზე გამდიდრებული გამოცდილების შემდეგ, დაბრუნდა ახალი შეხედულებებითა და იდეებით. დღეს ის შეხვდა აიბი მთიების მენეჯმენტის გუნდს, რათა წარმოედგინა ყოვლისმომცველი ანგარიში, რომელიც ხაზს უსვამს ძირითად საკითხებს და სამომავლო ინიციატივებს.
თვალყური ადევნეთ დამატებით განახლებებს, ჩვენ ერთად ვიწყებთ ამ საინტერესო მოგზაურობას!