დოკუმენტაცია
სკოლის მისიაა:
სკოლა აიბი – მთიების მისიაა ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი სეგმენტის-მოზარდი თაობის ინტელექტუალური, ფსიქო-ემოციური და ფიზიკური განვითარება. სკოლის სასწავლო და სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამები, ადამიანურ – მატერიალური რესურსი და უსაფრთხო გარემო, მოზარდს აძლევს შესაძლებლობებს ლიბერალურ, სოციალურ გარემოში, სწავლისა და განვითარების თანაბარ პირობებში მიიღოს ეროვნული სასწავლო გეგმითა და თანამედროვე დასავლური საგანმანათლებლო მოდელებით გათვალისწინებული განათლება.
სკოლა ორიენტირებულია უზრუნველყოს სასკოლო საზოგადოების მუდმივი პროფესიული განვითარება.
სკოლის ხედვაა:
სწავლა – სწავლების ინოვაციური მეთოდებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, უსაფრთხო სასკოლო გარემო. თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად მზრუნველი, ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საგანმანთლებლო პროცესი, რომლის მთავარი დანიშნულებაა მოსწავლეთა სრულფასოვანი აკადემიური, ფსიქო – ემოციური და ფიზიკური განვითარება, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება ქვეყნის განათლებული და ღირსეული მოქალაქის ჩამოყალიბებას.
სკოლის ღირებულებებია:
- ავტონომიურობა – სკოლა არის ავტონომიური საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც კანონის ფარგლებში დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სწავლა-სწავლებისა, თუ სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული სხვა აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;
- თანამშრომლობა – სისტემატურად ვგეგმავთ, ვნერგავთ და ვაფასებთ ჩვენ საქმიანობას; ყველა ერთად პასუხისმგებელნი ვართ საერთო შედეგზე, რაზე დაყრდნობითაც ვვითარდებით ერთად;
- კეთილსინდისიერება – სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი საკუთარი მოვალეობებს განახორციელებს და საქმიანობას წარმართავს კეთილსინდისიერების პრინციპზე დაფუძნებით;
- ურთიერთპატივისცემა – სხვათა აზრების, ცხოვრების სტილის, დამოკიდებულებების აღიარება და დაფასება, რასაც საფუძვლად უდევს საპასუხო ურთიერთობების განცდა;
- გუნდურობა – კოორდინირებული, მიზანმიმართული, კონსტრუქციული თანამშრომლობა სკოლის მისიის მისაღწევად;
- ორიენტაცია მუდმივ განვითარებაზე – სკოლა ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. არსებული ალტერნატივებიდან ხდება ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება.;
- ინოვაციურობა – სიახლეების, იდეების, მიდგომების დანერგვა სწავლა-სწავლების ხარისხის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით.
სკოლა პანსიონი აიბი მთიები ფუნქციონირებს 1995 წლიდან. ის არის საქართველოს კერძო სკოლების კავშირის წევრი, ხარისხის მართვის სერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 და შრომისა და ჯანდაცვის უსაფრთხოების სტანდარტის ISO 45001:2018 სერთიფიკატების მფლობელი. სკოლა ავტორიზებულია საქართველოს კანონის შესაბამისად. აიბი მთიები შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ეგიდით წარმართულ ნაციონალური რეიტინგების კავშირის 2018 წლის მუდმივი ლიდერის ჯილდოს მფლობელია. ასევე აიბი მთიები არის გერმანიის ეკონომიკური განვითარების (Deutsche Wirtschaftsvereinigung DWV) წევრი.
აიბი მთიები მდებარეობს ქ. თბილისში შემდეგ მისამართზე: დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, ქუთაისის ქუჩა #20; ს/კ 0119. აიბი მთიების ტერიტორიაზე განთავსებულია ოთხი შენობა: დაწყებითი და საბაზო სკოლა, უმაღლესი სკოლა, სასადილო დარბაზი და ბიბლიოთეკა.
აიბი მთიების სფეროს წარმოადგენს სწავლა/სწავლების უზრუნველყოფა ეროვნული სასწავლო გეგმით და თანამედროვე დასავლური საგანმანათლებლო მოდელებით. სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთათვის ხარისხიანი სწავლა-სწავლების მიწოდებას დილის 9:00 საათიდან საღამოს 17:30 საათამდე.
აიბი მთიების პოლიტიკა განისაზღვრება ერონული სასწავლო გეგმით, საქართველოს კანონმდებლობით, შიდა სამართლებრივი აქტებით და საერთაშორისო სტანდარტების ხარისხის მართვის სისტემის (ISO 9001:2015) და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სტანდარტის შესაბამისად (ISO 45001:2018)
აიბი მთიები საგანმანათლებო საქმიანობას წარმართავს საქართველოს სახელმწიფოს და საგანმანათლებლო ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნის საფუძველზე, რათა აღზარდოს მაღალი აკადემიური განათლების, ანალიტიკურად მოაზროვნე, მოტივირებული, ინფორმირებული, კანონმორჩილი, ტოლერანტი, მრავალმხრივად განვითარებული პიროვნება, რომელიც ორიენტირებულია ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებსა და ვალდებულებებზე.
ჩვენი მიზანია შედეგზე ორიენტირებული სასწავლო- სააღმზრდელო პროცესის ორგანიზება; მოზარდის კულტურული, სოციალური და პიროვნული ზრდისათვის ჰარმონიული და ეფექტური გარემოს შექმნა; მოსწავლეთა მორალური და ფიზიკური განვითარება; ღირსეული მოქალაქის აღზრდა. მიზნის მისაღწევად კი სკოლა ჰქმნის და ავითარებს უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით.
სკოლა ორიენტირებულია მოსწავლეთა და თანამშრომელთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნასა და უზრუნველყოფაზე სწავლის პროცესისა და მუშაობის ხარისხიანი წარმართვისათვის. სკოლა პანსიონი აიბი მთიები მუდმივად ზრუნავს ინციდენტების, რისკებისა და შეუსაბამობების მინიმუმამდე დაყვანაზე და მუშაობს მუდმივი გაუმჯობესების პრინციპით როგორც სკოლაში, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე სკოლის გარეთ დაგეგმილ საგანმანათლებლო ღონისძიებებში. სკოლა ეფექტურად ახორციელებს კორექციულ-პრევენციულ ღონისძიებებს იმისათვის, რომ დროულად იქნას აღმოფხვრილი სხვადასხვა ტიპის ინციდენტები როგორც ხარისხის მართვის, ასევე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სისტემაში. აიბი მთიები ხელს უწყობს ისეთი პრევენციული ღონისძიებების დროულ გატარებას, რაც მინიმუმამდე დაიყვანს სკოლაში არსებულ რისკებს: წაქცევა/ფეხის წამოკვრა, ვირისული დაავადებების გავრცელება, ტრანსპორტით სარგებლობის უსაფრთხოება და სხვა. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეთა და თანამშრომელთა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას.
აიბი მთიები მუშაობს მუდმივი გაუმჯობესების პრინციპით; შეესაბამება საკანონმდებლო და სხვა საერთაშორისო მოთხოვნებს, სახავს ეფექტურ ღონისძიებებს დასახული მიზნების მისაღწევად.
სკოლა ხელს უწყობს თანამშრომელთა ჩართულობას რისკების დროულ აღმოჩენასა და აღმოფხვრაში. სკოლა ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე და ხელს უწყობს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას. აიბი მთიები ორიენტირებულია სასწავლო პროცესში დანერგოს საერთაშორისო მოთხოვნები და აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. შინაგანაწესის რეგულირების სფერო
- შპს აიბი-მთიების (შემდგომში _ „სკოლა“) შინაგანაწესი განსაზღვრავს სკოლის შრომის განაწესს, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, შესასრულებლად სავალდებულო სხვა ნორმებს და მოიცავს შემდეგ სფეროებს:
ა) შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება; ბ) წესრიგისა და შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
გ) სკოლის სასწავლო პროცესში მონაწილე პირთა ქცევა, ეთიკური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
დ) პერსონალისა და მესამე პირების უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ხელშეწყობა, მათი კანონიერი ინტერესების გამოხატვა და დაცვა;
ე) პერსონალისათვის სამუშაოს უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნა; ვ) სამუშაო დრო და შესვენების დრო;
ზ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი; თ) ხელფასის და სამივლინებო თანხის გაცემის წესი;
ი) დასაქმებულთა მიერ შვებულების გამოყენების წესი და პირობები; კ) დასაქმებულთა მიერ სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი; ლ) სკოლის ძირითად უფლებები და ვალდებულებები;
მ) დასაქმებულთა უფლებები და ვალდებულებები;
ნ) წამახალისებელი და დისციპლინური ღონისძიებების გამოყენება. ო) დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების წესი;
პ) დასაქმებულთა შორის კომუნიკაციის წესი;
ჟ) კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის საკითხები.
- შინაგანაწესის მიზნებია:
ა) დასაქმებულისათვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებაში ხელშეწყობა;
ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
გ) თანამშრომელთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;
დ) სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება;
ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის ზრდა.
- შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლაში დასაქმებულ პირთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს.
- სკოლაში დასაქმებულ პირთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება განისაზღვროს შინაგანაწესისაგან განსხვავებული პირობები.
მუხლი 2. შინაგანაწესის მოქმედება, სუბიექტები
- შინაგანაწესის მოქმედება ვრცელდება სკოლის სასწავლო პროცესის მონაწილე პირებზე, მიუხედავად მათი თანამდებობრივი და სამართლებრივი მდგომარეობისა, აგრეთვე შრომითი ხელშეკრულების ფორმისა და ხანგრძლივობისა.
- შინაგანაწესის სუბიექტებს წარმოადგენენ სკოლის სასწავლო პროცესის მონაწილე პირები.
- სკოლაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ორიენტირებულია თავისუფალი პიროვნების აღზრდაზე, ეფუძნება მოსწავლისა და მასწავლებლის უფლებებისა და ღირსების დაცვას. სკოლა მოსწავლეს აძლევს ყველა შესაძლო საშუალებას თავისი ნიჭის, უნარის, შესაძლებლობების განვითარებისა და სრულად გამოვლენისათვის.
- მოსწავლესა და მშობელს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სასწავლო- სააღმზრდელო პროგრამების განხილვაში, პროგრამის შესაბამისად აირჩიონ სწავლების
პროფილი, წარუდგინონ სკოლას წინადადებები და მოსაზრებები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, რა დროსაც ევალებათ მოქმედი შინაგანაწესის ნორმების განუხრელი დაცვა.
მუხლი 3. შინაგანაწესის სავალდებულო ძალა
- შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა სკოლის სასაწავლო პროცესის მონაწილე ყველა პირისათვის.
- პერსონალი სპეციალობის, კვალიფიკაციისა და თანამდებობის გათვალისწინებით, გარკვეული სამუშაოს შესრულების, შრომის ხელშეკრულების პირობების დაცვის ვალდებულების გარდა, ასევე ვალდებულია, სპეციალური მითითების გარეშე, დაიცვას წინამდებარე შინაგანაწესი და ყველა სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც მის საქმიანობას ეხება და უკავშირდება სამსახურებრივ ადგილს.
- სასწავლო პროცესის მონაწილე პირების მიერ შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.
მუხლი 4. შრომითი ურთიერთობის პრინციპები და დისკრიმინაციის ცნება
- სკოლაში შრომითი ურთიერთობები ეფუძნება სკოლისა და დასაქმებულის თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, კეთილსინდისიერებისა და კოლეგიალობის პრინციპებს. შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
- პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით, რომელიც იმავე ან მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი.
- ირიბია დისკრიმინაცია, როდესაც ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირს სხვა პირთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად არის გამართლებული კანონიერი მიზნით და გამოყენებული საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერია.
- სამუშაო ადგილზე შევიწროება (მათ შორის, სექსუალური შევიწროება) არის დისკრიმინაციის ფორმა, კერძოდ, პირის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნით განპირობებული არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
- აკრძალულია დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ან/და დასაქმებულის მიმართ ნებისმიერი სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ დასაქმებულმა დისკრიმინაციისგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან.
თავი II. შრომითი ურთიერთობები სკოლის პედაგოგებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან
მუხლი 5. სკოლის პედაგოგთა, აღმზრდელ – პედაგოგთა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა დასაქმება
- სკოლის თანამშრომელთა დასაქმების საკითხი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
- სკოლაში დასაქმების მსურველი პერსონალის (მასწავლებელი, აღმზრდელ – პედაგოგი და ადმინისტრაცია) განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) შესაბამისი განათლებისა და პროფესიული მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
გ) CV (ავტობიოგრაფია);
დ) შრომის წიგნაკი ან შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
დ) ჯანმრთელობის ცნობა;
ე) ნასამართლობის ცნობა და სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა;
ვ) 1 (ერთი) ფოტოსურათი ¾ (იმ შემთხვევასი თუ cv -ზე არ არის დატანებული).
- ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა შესაძლებელია სკოლის მიერ მოთხოვნილ იქნეს სხვა დოკუმენტაცია, რომელიც კონკრეტდება საკონკურსო განაცხადით.
- სკოლაში დასაქმების მსურველი ტექნიკური პერსონალის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ჯანმრთელობის ცნობა;
გ) ნასამართლობის ცნობა და სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა;
დ) 1 (ერთი) ფოტოსურათი.
- სკოლაში დასაქმებულ პირებთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება.
- მასწავლებლის, აღმზრდელ – პედაგოგის, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის თანამდებობაზე პირის დასაქმებისას სკოლა ვალდებულია გააცნოს მას თავისი სამუშაო აღწერილობა და შინაგანაწესი, აგრეთვე ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი შრომის, ტექნიკური და ხარძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების, ბავშვთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.
- სკოლაში დასაქმებულ თითოეულ მასწავლებელზე, აღმზრდელ – პედაგოგზე, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც ინახება მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები და სკოლის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღრული დოკუმენტები.
მუხლი 6. სკოლაში დასაქმებული პერსონალის ანაზღაურება
- სკოლაში დასაქმებული პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით, სკოლასა და დასაქმებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
- ხელფასის გაიცემა თვეში ერთხელ, უნაღდო ანგირიშსწორების გზით, არაუგვიანეს ასანაზღაურებელი თვის მომდევნო თვის 5 (ხუთი) რიცხვისა.
მუხლი 7. სამუშაო დრო და შესვენების დრო
- სამუშაო დრო წარმოადგენს პერიოდს, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს მისი სამსახურებრივი მოვალეობა.
- სკოლაში დაწესებულია ხუთდღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
- სამუშაოს დაწყებისა და დასრულების დრო განსხვავდება დასაქმებულის კონკრეტული პოზიციისადმი შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. სამუშაო საათების ოდენობა კვირის განმავლობაში არ აღემატება 40 საათს.
- ყოველდღიურად სამუშაო დროის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 08:30 საათიდან 17:30 საათამდე. სკოლის სასწავლო რეჟიმი ეფუძნება გაკვეთილების ცხრილს, დღის რეჟიმს და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. პედაგოგის კონკრეტული სამუშაო დრო განისაზღვრება მისი დატვირთვის (ნაწილობრივი, სრული) მიხედვით.
- პედაგოგი ვალდებულია სამუშაო ადგილზე გამოცხადდეს გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე.
- დაუშვებელია პედაგოგის მიერ გაკვეთილების ცხრილის თვითნებურად შეცვლა.
- დღის განმავლობაში პერსონალისთვის, გარდა პედაგოგიური პერსონალისა შესვენებისთვის გამოყოფილია დრო 14:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე.
- სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს და მოსწავლეებს უფლება აქვთ სამუშაო დღის განმავლობაში ისარგებლონ შესვენებით. კვებისა და დასვენებისათვის მათ ეძლევათ შესვენება სამუშაო დღის განმავლობაში, სასწავლო პროცესის წარმართვისათვის ზიანის მიუყენებლად, ცალკეულ შემთხვევებში კი უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
- სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო.
- სამუშაო დროში ითვლება დრო, როცა დასაქმებული უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით სკოლის შენობაში, ან მის გარეთ, ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას.
- მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად, შესაძლებელია პერსონალისთვის განისაზღვროს შინაგანაწესით დადგენილი სამუშაო დროისგან განსხვავებული გრაფიკი.
- ადმინისტრაციულ პერსონალს მისთვის განსაზღვრულ სამუშაო დროის პერიოდში, დამსაქმებლის თანხმობით შესაძლოა მიეცეს საშუალება განახორციელოს აკადემიური/პედაგოგიური საქმიანობა, თუ აღნიშნული საქმიანობის განხორციელება არ აფერხებს მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებას.
მუხლი 8. დასვენების დრო
- სკოლაში დასაქმებული პირები და მოსწავლეები უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ დასვენების დროით.
- დასვენების დროდ განსაზღვრულია ორი დასვენების დღე (შაბათი, კვირა) კვირაში და საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს შრომის კოდექსით” დადგენილი უქმე დღეები.
მუხლი 9. სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილიდან წასვლის წესი
- სკოლის პერსონალი უნდა გამოცხადდეს სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული სამუშაო დროის დაწყებამდე და სამუშაო ადგილიდან წავიდეს
დადგენილი სამუშაო დროის ამოწურვის შემდეგ, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
- სამუშაოზე დაგვიანებად მიიჩნევა პერსონალის მიერ სამუშაო დროს სამუშაო ადგილზე დაგვიანებით გამოცხადება.
- სისტემატურ დაგვიანებად ჩაითვლება პერსონალის მიერ სამუშაო ადგილზე არასაპატიო მიზეზით (ზედიზედ) ხუთჯერ დაგვიანებით გამოცხადება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
მუხლი 10. პერსონალის მიერ გაცდენილი სამუშაო დროის საპატიოდ ან არასაპატიოდ ჩათვლა
- სამუშაოზე დაგვიანება და სამუშაო დროის სხვა სახის გაცდენა საპატიოდ ჩაითვლება, თუ სკოლის დირექტორი, უშუალო ხელმძღვანელი, ან სხვა უფლებამოსილი პირი დააკმაყოფილებს პერსონალის ზეპირ ან წერილობით თხოვნას დაგვიანების ან გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლის თაობაზე. ამ მიზნით, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია დაგვიანების ან გაცდენის შემთხვევაში თავის დაქვემდებარებაში
მყოფ პერსონალს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებითი ბარათის/ჯანმრთელობის ცნობის წარმოდგენა.
- სკოლის ადმინისტრაცია ყოველი მომდევნო თვის არა უგვიანეს 4 რიცხვისა, ახდენს სარეგისტრაციო აპარატის/ჟურნალის მონაცემების ანალიზს და აწვდის შესაბამისი სექტორის ხელმძღვანელს. ეს უკანასკნელი, მის ხელთ არსებული მონაცემებისა და ადმინისტრაციის მასალების შეჯამების შედეგებს გაცდენილი სამუშაო საათების შესახებ წარუდგენს სკოლის დირექტორს შემდგომი რეაგირებისათვის.
- სამუშაოზე არასაპატიოდ დაგვიანებად და სამუშაოს არასაპატიოდ გაცდენად არ ჩაითვლება პერსონალის მიერ სამუშაო დროს სამსახურებრივი მოვალეობების სკოლის შენობის გარეთ შესრულება, რაც გამოწვეული იყო შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკით და აღნიშნულის თაობაზე ეცნობა უშუალო ხელმძღვანელს ან სხვა უფლებამოსილ პირს. პერსონალი ინფორმაციას სამუშაო დროს სამსახურებრივი მოვალეობების სკოლის შენობის გარეთ შესრულების შესახებ სკოლის დირექტორს ან უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს მოთხოვნისთანავე.
- გაცდენილი სამუშაო დრო, არასაპატიოდ ჩათვლის შემთხვევაში, არ ანაზღაურდება.
მუხლი 11. წინასწარ ცნობილი ან უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა
- წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პერსონალი ვალდებულია, წინასწარ მიმართოს უშუალო ხელმძღვანელს შემდგომში სამსახურში არყოფნის მიზეზების, სავარაუდო პერიოდის, მის მიერ გადაუდებლად შესასრულებელი სამუშაოს მითითებით და ითხოვოს ამ ხნის განმავლობაში სამსახურებრივი ვალდებულებებისაგან დროებით გათავისუფლება. აღნიშნულის თაობაზე, უშუალო ხელმძღვანელი ინფორმაციას აწვდის დირექტორს ან სხვა უფლებამოსილ თანამდებობის პირს.
- სამუშაოდან დროებით გათავისუფლების თხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერსონალი ვალდებულია ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს სამსახურებრივი საქმიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება არასაპატიო მიზეზით სამუშაოს გაცდენად.
- წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პერსონალი
ვალდებულია, შესაძლებლობის ფარგლებში, დაუყოვნებლივ სიტყვიერად (ტელეფონით) აცნობოს უშუალო უფროსს გამოუცხადებლობის მიზეზი, სავარაუდო პერიოდი და ინფორმაცია მის მიერ დაუყოვნებლივ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ, გამოცხადების შემდეგ კი, მოთხოვნის შემთხვევაში, უმოკლეს დროში წარუდგინოს მას მოხსენებითი ბარათი/ჯანმრთელობის ცნობა (საჭიროების შემთხვევაში). აღნიშნულის შესახებ ხელმძღვანელი ინფორმაციას აწვდის უფლებამოსილ თანამდებობის პირს, რაც შესაძლებელია გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაითვალოს საპატიოდ.
მუხლი 12. პედაგოგიური პერსონალის სამსახურში გამოცხადების რეგულირების წესები და გამოუცხადებლობის შედეგები
- პედაგოგიური პერსონალი სასწავლო პროცესს წარმართავს დადგენილი გაკვეთილების ცხრილის და დღის რეჟიმის შესაბამისად.
პედაგოგის მიერ აღნიშნული ცხრილით დადგენილი სამუშაო გრაფიკის ერთჯერადი ან გარკვეული პერიოდით შეცვლა დაუშვებელია. გაკვეთილზე პედაგოგის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გაკვეთილს ატარებს შემცვლელი პედაგოგი.
- პედაგოგიური პერსონალის მიერ მეცადინეობის გაცდენის თითოეულ ფაქტზე შესაბამისი საფეხურის დირექტორის მოადგილე ადგენს წერილობით დოკუმენტს, რომელშიც ფიქსირდება პედაგოგის სახელი და გვარი, გაცდენილი საგაკვეთილო მეცადინეობა (საათი) და გადაეცემა დისციპლინურ კომიტეტს (სისტემატურად გაცდენის შემთხვევაში).
- პედაგოგის ან აღმზრდელ – პედაგოგის მიერ გაცდენის შემთხვევაში დირექტორის მოადგილის მოთხოვნის საფუძველზე, პედაგოგი, აღმზრდელ – პედაგოგი ვალდებულია გამოცხადებისთანავე წარმოადგინოს ახსნა-განმარტებითი ბართი გაცდენის მიზეზების შესახებ ან/და ჯანმრთლობის ცნობა.
- პედაგოგიური პერსონალი ვალდებულია უზრუნველყოს გაცდენილი მეცადინეობის აღდგენა დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრისთანავე.
მუხლი 13. პერსონალის ვალდებულებები თანამდებობიდან გათავისუფლების, სამსახურებრივ მივლინებაში ან შვებულებაში გასვლის დროს
- პერსონალი ვალდებულია თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანების გაცნობიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში უზრუნველყოს სამსახურთან დაკავშირებული და მისთვის მინდობილი დოკუმენტაციის (შესაბამისი ელექტრონული ვერსიების ადგილსამყოფელის მითითებით) და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ქონების, მათ შორის მის სახელზე რიცხული სამუშაო ოთახის გასაღების, მისი შემცვლელი პირისათვის ან აღნიშნული პირის არარსებობის შემთხვევაში, სხვა პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.
- პერსონალი ვალდებულია შვებულებაში (ზაფხულის არდადეგები) გასვლამდე ან სამსახურებრივ მივლინებაში გამგზავრებამდე უზრუნველყოს მასთან არსებული სამსახურებრივი ხასიათის დოკუმენტაციის გადაცემა მისი შემცვლელი პირის ან ზემდგომი თანამდებობის პირისათვის შესაბამისი ელექტრონული ვერსიების ადგილსამყოფელის მითითებით.
მუხლი 14. დროებითი შრომისუუნარობა
- პედაგოგმა შრომისუუნარობის გამო გაცდენილი პერიოდის საპატიოდ ჩათვლის მიზნით, სკოლაში გამოცხადებისთანავე უნდა წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულების მიერ შესაბამისი ფორმით დამოწმებული დოკუმენტი, რის საფუძველზეც გაცდენილი
დღეები ჩაითვლება საპატიოდ და შრომისუუნარობის გამო გაცდენილი საათები ანაზღაურდება გაცდენილი სამუშაო დროის სარგოს 50% – ით.
- პედაგოგი, რომელიც გაცდენის შემთხვევაში არ წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულების მიერ შესაბამისი ფორმით დამოწმებულ დოკუმენტს, უნარჩუნდება სამუშაო ადგილი, თუმცა გაცდენილი დღეები ეთვლება არასაპატიოდ და არ უნაზღაურდება.
- პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი დგება დასაქმებულის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული დღეების ოდენობით სამუშაოს გაცდენის შემთხვევაში.
მუხლი 15. სკოლის უფლებები და ვალდებულებები
- სკოლა, გარდა ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული შრომითი უფლებებისა, სარგებლობს საქართველოს კონსტიტ უციით, საქართველოს ორგანული კანონით “საქართველოს შრომის კოდექსითა” და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი ყველა სხვა უფლებით.
- სკოლა უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს დასაქმებულს შრომითი ხელშეკრულებით, სამუშაო აღწერილობითა და სხვა შიდა სამართლებრივი აქტებით მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება;
ბ) მოსთხოვოს შრომის შინაგანაწესის შესრულება;
გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში, დაავალოს დასაქმებულს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება;
დ) წაახალისოს დასაქმებული და გამოიყენოს მის მიმართ წახალისების ღონისძიებანი;
ე) პერიოდულად გააკონტროლოს დასაქმებულის სამუშაოს შესრულების პროცესი.
- სკოლა ვალდებულია:
ა) დასაქმებულს შეუქმნას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო შრომის პირობები;
ბ) უზრუნველყოს თანამშრომელი შრომისათვის აუცილებელი მატერიალურ – ტექნიკური საშუალებებით;
გ) განსაზღვროს სამუშაო აღწერილობები და თანამშრომელთა შრომის ფუნქციები გადაანაწილოს იმგვარად, რომ თითოეულ მათგანს ნათლად ჰქონდეს განსაზღვრული დღის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაო;
დ) იზრუნოს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და შრომის ნაყოფიერების გაზრდაზე.
- სკოლის სხვა უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება პერსონალთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.
მუხლი 16. დასაქმებულის უფლებები და ვალდებულებები
- სკოლის თანამშრომლის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება წინამდებარე სამართლებრივი აქტის და მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.
- დასაქმებულს უფლება აქვს:
ა) სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება;
ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მასზე დაკისრებული სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობების განსახორციელების მიზნით;
გ) მიიღოს მისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და პირობები.
- დასაქმებული ვალდებულია:
ა) პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი;
ბ) მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდება მის სამსახურებრივ საქმიანობას;
გ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სკოლის მუშაობას და ლახავს მის ავტორიტეტს;
დ) გაუფრთხილდეს სკოლის საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები;
ე) დროულად გამოცხადდეს და დარჩეს სამსახურში შესაბამისი სამუშაო საათების დამთავრებამდე;
ვ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე სკოლის შენობაში და მის ტერიტორიაზე;
ზ) მოქალაქეებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას დაიცვას ეთიკური და ზნეობრივი ნორმები, იყოს ყურადღებიანი და თავაზიანი;
თ) მიაწოდოს ინფორმაცია დამსაქმებელს დამატებით სხვა სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაში;
ი) სკოლის შენობაში ყოფნისას და შეხვედრებზე დასწრებისას, რომლებზეც წარმოადგენს სკოლას, დაიცვას ჩაცმის ოფიციალური სტილი, პირადი ჰიგიენა, ჰქონდეს მოწესრიგებული წვერი და თმის ვარცხნილობა.
კ) დაუშვებელია სამსახურში გამოცხადება:
კ.ა) მოკლე მაისურით (“ტოპი”);
კ.ბ) სპორტული მაისურით/შარვლით; კ.გ) ქუდით;
კ.დ) ვიწროზონრიანი მაისურით; კ.ე) გამჭვირვალე ტანსაცმლით; კ.ვ) მოკლე შარვლით (“შორტი”);
კ.ზ) ჯინსის შარვლით (გარდა სადა და გრძელი ჯინსისა);
- დაუშვებელია:
ა) თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი რესურსების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება;
ბ) თანამშრომლის მიერ სამსახურში ალკოჰოლური სასმელის მიღება (გარდა სკოლაში წინასწარ ორგანიზებული ღონისძიებებისა) ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება.
- დასაქმებულის სხვა უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.
მუხლი 17. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი
- ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, ხოლო სრულწლოვანი თანამშრომლების შემთხვევაში, რომელთათვისაც სამუშაო დრო განსაზღვრულია 40 საათზე ნაკლები დროით, ზეგანაკვეთურად ჩაითვლება დროის ის მონაკვეთი, რომელიც აღემატება მათთვის განსაზღვრულ სამუშაო დროს. 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ სკოლის დასაქმებულს აძლევს დამატებით დასვენების დროს. დასაქმებულს დამატებითი დასვენების დრო მიეცემა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირისა, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
ზეგანაკვეთურად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც წინასწარ იყო შეთანხმებული
უშუალო ხელმძღვანელთან ან სრულდება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით. დამსაქმებელი ვალდებულია 1 კვირით ადრე წერილობით შეატყობინოს დასაქმებულს შესასრულებელი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, დამსაქმებლის ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე, მისი გაფრთხილება შეუძლებელია.
- დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო:
ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის − ზეგანაკვეთური ანაზღაურების გარეშე;
ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის −
ზეგანაკვეთური ანაზღაურებით.
- ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აკრძალულია იმ დასაქმებულის, რომელიც არის ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, არასრულწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ან მხარდამჭერი ან რომელსაც ჰყავს 3 წლამდე ბავშვი, ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.
მუხლი 18. დასაქმებულთა მიერ შვებულების გამოყენების წესი და პირობები
- დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში 24 სამუშაო დღით და ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში 15 კალენდარული დღით.
- შვებულებით სარგებლობის უფლება დასაქმებულს წარმოეშობა მუშაობის დაწყებიდან თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს, მხარეთა შეთანხმებით, შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. ადმინისტრაციული პერსონალი უფლებამოსილია ნაწილ- ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება.
- დაუშვებელია ერთდროულად ერთი სტრუქტურული ერთეულის ყველა თანამშრომლის შვებულებაში გასვლა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებსა.
- ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დამატებითი შვებულების გაცემის წესი და პირობები
განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი III. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა, კლასიდან კლასში გადაყვანა, უფლება-მოვალეობები მუხლი 19. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა
- სკოლის პირველ კლასში ბავშვები ირიცხებიან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა.
- პირველ კლასში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე; ბ) მოსწავლის ორი ფოტოსურათი (3X4);
გ) დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დ) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობების ასლები; ე) სათანადო ორგანოს მიერ გაცემული ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა.
- ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღრული დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში,
მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის
№193/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის“ შესაბამისად, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების გარდა წარმოდგენილ უნდა იქნეს:
ა) მოსწავლის პირადი საქმე; ბ) მიმდინარე შეფასება;
გ) სკოლიდან ამორიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დამოწმებული
ასლი.
- სკოლაში ჩარიცხულ ყველა მოსწავლეზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც ამ
მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტების გარდა დაცული უნდა იყო მოსწავლის აკადემიური მოსწრების და პედაგოგის დაკვირვების შედეგების ამსახველი დოკუმენტი.
- მოსწავლის ჩარიცხვაზე მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეიძლება უარი ეთქვას სკოლის მოსწავლეთა დასაშვები კონტინგენტის გადაჭარბების საფრთხის არსებობის შემთხვევაში.
- სკოლა ვალდებულია საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისას მოსწავლესა და მის მშობელს გააცნოს სკოლის შინაგანაწესი და ეთიკის კოდექსი.
- მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 20. მოსწავლეთა უფლება მოვალეობები
- მოსწავლეს უფლება აქვს:
ა) მიიღოს სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი ზოგადი განათლება; ბ) ჰქონდეს სწავლისათვის საჭირო პირობები და გარემო;
გ) მიიღოს სასწავლო პროცესთან და მის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია;
დ) გამოიყენოს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, სამეცნიერო, სპორტული მოედანი;
ე) ისარგებლოს სკოლის ექიმის, ფსიქოლოგის და კვების ობიექტის მომსახურებით;
ვ) დაცული იყოს დისკრიმინაციის, არასათანადო მოპყრობისა და შეურაცხყოფისაგან; ზ) მიიღოს ინფორმაცია ოლიმპიადების, კონფერენციების, სხვადასხვა სახის აკადემიური თუ შემოქმედებითი კონკურსების პირობების შესახებ, მათში მონაწილეობის მიზნით;
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და მოსწავლეთა ქცევის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები.
- მოსწავლე ვალდებულია:
ა) შეასრულოს სკოლის შინაგანაწესითა და მოსწავლეთა ქცევის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ბ) დაემორჩილოს დირექტორის, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების კანონიერ მოთხოვნებსა და მითითებებს;
გ) თავაზიანად მოეპყროს სხვა მოსწავლეებს და არ მიაყენოს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფა;
დ) დროულად გამოცხადდეს გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა ღონისძიებაზე სასკოლო ფორმით;
ე) მასწავლებლის ნებართვის გარეშე არ დატოვოს გაკვეთილი და არ გავიდეს სკოლის ტერიტორიიდან;
ვ) გაუფრთხილდეს სკოლის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და დაიცვას უსაფრთხოებისა და სისუფთავის ნორმები სკოლასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
- ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული მოსწავლის უფლება – მოვალეობების გარდა, დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის, მოსწალეთა ქცევის კოდექსის და მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან გაფორმებული საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად.
თავი IV. პერსონალისა და მოსწავლეთა მიერ ეთიკური და ზნეობრივი ნორმების დაცვის ვალდებულება
მუხლი 21. პერსონალის და მოსწავლეთა ვალდებულებები ეთიკური და ზნეობრივი ნორმების დაცვის სფეროში
- პერსონალი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს.
- პერსონალის საქმიანობასთან შეუთავსებელია ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან პერსონალისა და სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად მისი ჩადენის ადგილისა.
- დაუშვებელია სამუშაო ადგილზე ნარკოტიკული ნივთიერების, ფსიქოტროპული პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ და ნასვამ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება.
- „საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სკოლის შენობასა და მის ტერიტორიაზე მოწევა აკრძალულია. ამ შეზღუდვის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- მოქალაქეებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას პერსონალი ვალდებულია დაიცვას ეთიკური და ზნეობრივი ნორმები, გააცნოს საკუთარი თავი და დაკავებული თანამდებობა, იყოს ყურადღებიანი და ზრდილობიანი.
- სკოლის პერსონალი ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მის ზემდგომ ან ქვემდგომ თანამდებობის პირს, თანამშრომელს, მის ხელთ არსებული საშუალებებით აღმოუჩინოს აუცილებელი დახმარება სამსახურებრივ საკითხებზე.
- პერსონალი ვალდებულია, როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ისე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, არ გაავრცელოს ან არასამსახურებრივი მიზნებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო, კომერციული და პირადი საიდუმლოება, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით.
- პერსონალს აგრეთვე მოეთხოვება დაიცვას სხვა შეზღუდვები, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ გათვალისწინებულია სხვა სამართლებრივი აქტებით.
- სკოლის მოსწავლე ვალდებულია დაიცვას და დაემორჩილოს წინამდებარე შინაგანაწესითა და მოსწავლეთა ქცევის კოდექსით გათვალისწინებულ პირობებს.
- მოსწავლე ვალდებულია გაეცნოს მოსწავლის ქცევის კოდექსის ყველა პუნქტს და ხელი შეუწყოს სკოლაში მშვიდი და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
- მოსწავლის ქცევის წესები და მათი დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური სახდელის დაკისრება რეგულირდება ამ შინაგანაწესითა და მოსწავლის ქცევის კოდექსით.
- სკოლამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა ქცევის კოდექსის ყველასათვის ხელმისაწვდომობა.
თავი V. წახალისების ფორმები მუხლი 22. წახალისების ფორმები
- სკოლის პერსონალის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება სიტყვიერად/წერილობით; ბ) ერთჯერადი ფულადი ჯილდო;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება;
დ) თანამდებობრივი თანრიგის ამაღლება.
- სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგების და სხვა საქმიანობაში მოპოვებული წარმატებისათვის, მოსწავლე ჯილდოვდება:
ა) სათანადო სიგელით (დიპლომით); ბ) ერთჯერადი ფულადი პრემიით; გ) სტიპენდიით გარკვეული ვადით;
დ) სხვა სახის წახალისება უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
- სკოლაში დასაქმებული პირებისა და მოსწავლეების მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.
- წახალისება ცხადდება დირექტორის ბრძანებით.
თავი VI. დისციპლინური გადაცდომა და დისციპლინური პასუხისმგებლობა მუხლი 23. დისციპლინური გადაცდომა
სკოლის პერსონალის მიერ დისციპლინურ გადაცდომად ითვლება შემდეგი ქმედება:
ა) გაკვეთილის გაცდენა (გაუთვალისწინებელი შემთხვევისა და საპატიო მიზეზის გარდა);
ბ) გაკვეთილზე დაგვიანება (3 გაფრთხილების შემდეგ);
გ) მოსწავლის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა; დ) მოსწავლეზე ემოციური ან/და ფსიქოლოგიური ზეწოლა;
ე) დოკუმენტაციის (სილაბუსები, საკალასო ჟურნალი, შეფასება და სხვ.) უხარისხოდ წარმოება ან გამოუყენებლობა;
ვ) ეთიკური ნორმების დარღვევა;
ზ) დამატებითი სარგებლის მიღების სანაცვლოდ საკუთარი მოსწავლის მომზადება; თ) არამეცნიერული შეხედულებების ან თეორიების, როგორც მეცნიერული თეორიის
ან ფაქტის სწავლება;
ი) მოსწავლეთათვის საკუთარი შეხედულებების (პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური, ეთნიკური, გენდერული და სხვ.), ღირებულებებისა და ფასეულობების თავს მოხვევა;
კ) მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევა;
ლ) მოსწავლის არაეთიკური ქცევისაკენ ბიძგება; მ) მოსწავლისაგან ან მშობლისაგან ფულის მიღება;
ნ) სკოლის მიერ განსაზღვრული დრეს – კოდის დარღვევა;
ო) სკოლის წესდებით, შინაგანაწესით, აგრეთვე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა;
პ) კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა/პირადი ინფორმაციის გატანა; ჟ) მოსწავლის გაკვეთილიდან გაშვება დასჯის მიზნით;
რ) თანამშრომლებთან კონფლიქტურის სიტუაციის შექმნა.
მუხლი 24. დისციპლინური წარმოების დაწყება
- დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია: სკოლის თანამშრომლის, სკოლის მოსწავლის ან/და სკოლასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირის დასაბუთებული განცხადება/საჩივარი, რომელსაც მიაჩნია, რომ პირის ქმედებით დაირღვა ან შესაძლოა დაირღვეს მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები, ასევე ზიანი მიადგა ან მიადგება სკოლის ინტერესებს, ან პირმა ჩაიდინა ისეთი ქმედება, რომლითაც დაარღვია შრომის შინაგანაწესი ან სხვა შიდა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესები.
- დაინტერესებული პირი დისციპლინური წარმოების დაწყების მოთხოვნით განცხადებით მიმართავს ინციდენტების მართვის საბჭოს. საბჭო შედგება შემდეგი პირებისაგან: სკოლის დირექტორი, ხარისხის განვითარებისა და მართვის სამსახურის უფროსის, მასწავლებლის, ფსიქოლოგის, ადმინისტრატორის, ექიმის და იურისტისგან. საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით საბჭოს გადაწყვეტილების განხილვაზე შეიძლება მოწვეულ იქნა დამოუკიდებელი ექსპერტი.
- განცხადებაში უნდა მიეთითოს შინაგანაწესით ან/და სკოლის სხვა სამართლებრივი აქტით დადგენილი კონკრეტული ნორმის დარღვევის შესახებ, ასევე დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც ადასტურებს შესაბამისი ნორმის დარღვევას.
- დაინტერესებული პირის განცხადებით მიმართვის/დარღვევის თაობაზე ინფორმაციის/დოკუმენტაციის არსებობის შემთხვეევაში ინციდენტების მართვის საბჭო განიხილავს შემოსულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის დაწყების ან დაწყებაზე უარის თქმის შესახებ. ინციდენტების მართვის საბჭო გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული.
- დისციპლინური წარმოების დაწყების შემთხვევაში დისციპლინურ კომისიას გააჩნია შემდეგი უფლებამოსილებები:
ა) შეისწავლოს მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია, მოისმინოს დაინტერესებული მხარეების ახსნა – განმარტება;
ბ) საკითხის ყოველმხრივ და ობიექტურად შესწავლის მიზნით გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.
- იმ შემთხვევაში თუ დასაქმებულის მიმართ დაიწყება დისციპლინური წარმოება, იგი სარგებლობს შემდეგი უფლებებით:
ა) მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;
გ) მიაწოდოს ინციდენტების მართვის საბჭოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;
დ) მონაწილეობა მიიღოს საკითხის განხილვაში.
მუხლი 25. განცხადების/საჩივრის განხილვა
- საბჭომ განცხადება /საჩივარი /დოკუმენტაცია /ინფორმაცია უნდა განიხილოს შეჯიბრებითობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპების დაცვით.
- საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია მოიწვიოს სხვა პირებიც.
- დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომლებიც დისციპლინური წარმოების საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს საბჭომ.
- დისციპლინის დამრღვევს უფლება აქვს დაესწროს საკითხის განხილვას. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საქმე დისციპლინის დამრღვევის დასწრების გარეშე და სათანადო საფუძველის არსებობის შემთხვევაში, გამოიტანოს გადაწყვეტილება და დააკისროს დისციპლინური სახდელი.
- საბჭო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში, დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. საბჭო ადგენს ოქმს, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს წევრები. განსხვავებული აზრი ფორმდება წერილობით და თან ერთვის ოქმს. გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული.
მუხლი 26. სკოლის პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობა
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, წინამდებარე შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისიწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, დისციპლინის დარღვევისათვის სკოლა იყენებს შემდეგ ზომებს (დისციპლინური სახდელი):
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური/შეუსაბამობა/ინციდენტი; გ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
- სკოლის პერსონალის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხს განიხილავს ინციდენტების მართვის საბჭო.
მუხლი 27. დისციპლინური სახდელი დაკისრება
- დისციპლინური სახდელის დაკისრებისას საბჭო ვალდებულია გაითვალიწინოს დარღვევის (დარღვევების) სიმძიმე და ხარისხი, მიყენებული ზიანი. ასევე, დარღვევის განმეორებითი ხასიათი და დამრღვევის დამოკიდებულება ჩადენილ დისციპლინარულ გადაცდომასთან. დაკისრებული დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული/თანაზომიერი. დისცილინური პასუხისმგებლობის ზომა განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე,
- დაუშვებელია ერთი დარღვევისათვის რამდენიმე სახდელის დაკისრება. ერთი წლის გასვლის შემდეგ დასაქმებული ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.
- დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება დისციპლინის დამრღვევს სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში. სამართლებრივი აქტის ასლი ასევე უნდა დაერთოს დისციპლინის დამრღვევის პირად საქმეს.
- თანამშრომლის მიმართ, რომელსაც დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი, სახდელის მოქმედების პერიოდში არ გამოიყენება მატერიალური წახალისების ფორმები.
- დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან მის ვადაზე ადრე მოხსნამდე, თანამშრომელი არ სარგებლობს უფრო მაღალ პოზიციაზე/თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანის უფლებით.
- დირექტორს უფლება აქვს თანამშრომელს ვადამდე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა.
- თუ პერსონალს 1 წლის მანძილზე ხელახლა არ დაურღვევია შრომის დისციპლინა და თავი გამოიჩინა, როგორც კარგმა და კეთილსინდისიერმა მუშაკმა, მას შეიძლება მოეხსნას დისციპლინური სახდელი ერთი წლის გასვლამდე, თავისი ინიციატივით, უშუალოდ ხელმძღვანელის ან თანამშრომელთა შუამდგომლობით.
- დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე ადრე მოხსნა შეიტანება პირად საქმეში.
- დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქარველოს კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოში.
მუხლი 28. სკოლის მოსწავლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა
- მოსწავლის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის წესდებით, შინაგანაწესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
- მოსწავლის დისციპლინური გადაცდომის საკითხის განხილვა განისაზღვრება შინაგანაწესის 24-ე, 25-ე მუხლების შესაბამისად.
- მოსწავლის მიმართ დისციპლინური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს მოსწავლის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, სკოლის სახელისა და ღირსების, საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას.
- დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს მოსწავლეს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.
- მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს.
მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.
- სკოლა ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.
- მოსწავლის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს ინციდენტების მართვის საბჭო. მოსწავლეს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას.
- დისციპლინური დევნის განხორციელებისას მოსწავლეს უფლება აქვს:
ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ.
ბ) დაესწროს დისციპლინური დევნის საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით.
გ) მიაწოდოს საბჭოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები.
დ) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში.
ე) მოსწავლეს უფლება აქვთ დისციპლინური დევნისას ისარგებლონ დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მოსწავლეს დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.
- დისციპლინური დევნის საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური დევნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით, სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომელიც დისციპლინური დევნის საფუძველია უნდა გამოიკვლიოს საბჭომ
- მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს საბჭოს მიერ მოსწავლის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
- მოსწავლეს, ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, გამოეცხადება საყვედური, გაკვეთილიდან გაშვება, სკოლიდან დროებით დათხოვნა, მოსწავლისთვის სკოლისათვის სას არგებლო საქმიანობის დაკისრება. სახდელის დაკისრება ხორციელედა ჩადენილი გადაცდომის პროპორციულად. ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, შესაძლოა მოსწავლე გარიცხულ იქნას სკოლიდან. დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.
- მოსწავლის გაკვეთილიდან გაშვების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს ინციდენტების მართვის საბჭოს.
- მოსწავლის სკოლიდან დათხოვნის დამატებითი საფუძვლებია:
ა) უხეში და არაეთიკური დამოკიდებულება, ძალადობა და შეურაცხყოფა სკოლის სასწავლო პროცესის მონაწილე პირების, როგორც მოსწავლეების, ისე სკოლის პერსონალის მიმართ;
ბ) შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ქმედებით.
- მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის დღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის დღეში 3 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით. მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას.
- დისციპლინური მონაცემების შესახებ ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციისგან განცალკევებით უნდა ინახებოდეს.
თავი VII. შრომის დაცვის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები
მუხლი 29. შრომის დაცვა
შრომის დაცვაში იგულისხმება ტექნიკური, სანიტარულ-ჰიგიენური და სამართლებრივი ღონისძიებების ფართო სისტემა, რომელიც მიმართულია შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 30. სკოლის საქმიანობა შრომის დაცვის სფეროში
სკოლა ზრუნავს მასთან დასაქმებული პერსონალისათვის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსითა“ და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების შექმნაზე, ყველა სამუშაო ადგილის სათანადო ტექნიკურ მოწყობასა და შრომის ისეთი პირობების შექმნაზე, როგორიც შეესაბამება შრომის დაცვის წესებს (უსაფრთხოების ტექნიკის წესები, სანიტარული ნორმები და ა.შ.).
მუხლი 31. პერსონალის ვალდებულებები შრომის დაცვის უზრუნველსაყოფად
პერსონალი ვალდებულია დაიცვას სკოლის საკუთრებასა თუ მფლობელობაში არსებული მანქანებითა და მექანიზმებით სარგებლობის დაწესებული მოთხოვნები, გამოიყენოს მისთვის მიცემული ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, შეასრულოს შრომის დაცვის ინსტრუქციები, რომლებიც ადგენენ სამუშაოთა შესრულებისა და სკოლის შენობაში ქცევის წესებს.
მუხლი 32. კონტროლი
შრომის დაცვის ინსტრუქციის ყველა მოთხოვნათა შესრულების მუდმივ კონტროლს ახორციელებს ადმინისტრაცია.
მუხლი 33. პასუხისმგებლობა შრომის დაცვის წესების დარღვევისათვის
შრომის დაცვის წესების დარღვევისათვის პერსონალს ეკისრება კანონმდებლობით დადგენილი დისციპლინური, ადმინისტრაციული, მატერიალური ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მუხლი 34. ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება
სკოლის მოსწავლეებისა და პერსონალის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შექმნილმა ევაკუაციის ხელშემწყობმა ჯგუფმა სისტემატიურად ჩაატაროს სკოლის მოსწავლეებთან და პერსონალთან შესაბამისი საუბრები, თუ როგორ გამოიყენონ არსებული ტექნიკური საშუალებები ექსტრემალურ სიტუაციაში და იმოქმედონ საევაკუაციო გეგმის მიხედვით.
- ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა სახის უსაფრთხოება, შრომის ჯანდაცვისა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა რეგულირდება საქართველოს მოქმედი
კანონმდებლობის, სკოლაში დადგენილი წესისა და ISO 20501:2018 სტანდარტის შესაბამისად.
თავი VIII. ხელფასის გაცემის დრო და ადგილი
მუხლი 35. ხელფასის გაცემა
- სკოლაში დასაქმებული პირებისთვის შრომის ანაზღაურება წარმოებს შრომის ოდენობისა და ხარისხის მიხედვით.
- შრომის ანაზღაურება ხდება სკოლის მიერ განსაზაღვრული თანამდებობის, კვალიფიკაციის და საშტატო განაკვეთის გათვალისწინებით, მოქმედი სამართლებრივი ნორმების და გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე.
მუხლი 36. ხელფასის და სამივლინებო თანხის გაცემის დრო
- სკოლაში დასაქმებულ პირს ხელფასი ეძლევა თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ასანაზღაურებელი თვის მომდევნო თვის 5 რიცხვისა, პირად საბანკო ანგარიშზე უნაღდო გადარიცხვის გზით.
- სკოლა იხსნის პასუხისმგებლობას საბანკო სისტემაში წარმოქმნილი მიზეზით ხელფასის გაცემის შეფერხებაზე და ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე.
- დასაქმებულთა სამივლინებო თანხები გაიცემა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
თავი IX. სამსახურებრივი საკითხების თაობაზე მიღებული სამართლებრივი აქტების თანამშრომლებისათვის გაცნობის წესი
მუხლი 37. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება
პერსონალის მიმართ სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანების გამოცემის უფლება აქვს სკოლის დირექტორს.
მუხლი 38. ბრძანების გაცნობის წესი
სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება დაინტერესებულ პირს გადაეცემა პერსონალურად ან ფოსტის მეშვეობით, თუ კანონმდებლობით ან სკოლის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ბრძანების მიუღებლობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს, ყოველგვარი საზღაურის გადახდის გარეშე, სკოლაში მიიღოს ამ ბრძანების ასლი.
თავი X. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 39. შინაგანაწესის ნორმების დადგენისა და გაცნობის წესი
- შინაგანაწესს შეიმუშავებს სკოლის ადმინისტრაცია და ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
- დამტკიცებამდე ერთი კვირით ადრე, შინაგანაწესის, აგრეთვე მასში შესატანი ცვლილების პროექტი წარედგინება სკოლის თანამშრომლებს მისი გაცნობის, აგრეთვე შენიშვნებისა და წინადადებების შეტანის მიზნით.
- შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინება სავალდებულოა, თუ ისინი გამომდინარეობენ კანონიდან.
- შინაგანაწესი განთავსდება სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან გამოიკვრება სკოლაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. ამასთან, ადმინისტრაცია ვალდებულია
სამსახურში მიღებისას პერსონალს გააცნოს იგი და ნებისმიერ დროს უზრუნველყოს დაინტერესებული პირისათვის მისი გაცნობის შესაძლებლობა.
მუხლი 40. შინაგანაწესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა
შინაგანაწესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა და მათი ძალაში შესვლა წარმოებს დადგენილი წესით.
მუხლი 1. მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხის პროცედურა
- შპს აიბი – მთიების (შემდგომში – „სკოლა“) მოსწავლის პირველ კლასში მიღების მიზნით ცხადდება საბუთების მიღების პერიოდი. მშობლის განცხადების საფუძველზე ხდება პირველ კლასში მიღების მსურველთა დოკუმენტების მიღება. მისაღები დოკუმენტების ნუსხა განსაზღვრულია სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად.
- მოსწავლის ადაპტაციის მიზნით, ჩარიცხვამდე ხდება ფსიქოლოგთან შეხვედრა, ფსიქოლოგი ახორციელებს მოსწავლესთან გასაუბრებას.
- მოსწავლის მშობლის / კონონიერი წარმომადგენლის მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სკოლა განიხილავს დოკუმენტაციას და:
ა) ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი ღილაკის გამოყენებით დაადასტურებს, კანონმდებლობით დადგენილი, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღებას;
ბ) შეუსაბამო ან არასრული დოკუმენტაციის წარდეგნის შემთხვევაში, მოსწავლის მშობელს / კანონიერ წარმომადგენელს დამატებით განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოფხვრისთვის;
გ) დასაბუთებულ უარს განუცხადებს მოსწავლის მშობელს / კანონიერ წარმომადგენელს წარდგენილი დოკუმენტაციის მიღებაზე.
- სკოლის დირექტორი გამოსცემს სამართლებრივ აქტს მოსწავლეთა პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ.
- სკოლა პირველ კლასში ჩარიცხული მოსწავლის/მოსწავლეების შესახებ ინფორმაციას და ამ მოსწავლის/მოსწავლეების პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ შესაბამის აქტს ასახავს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი სასწავლო წლის დაწყებამდე.
მუხლი 2. მოსწავლის ჩარიცხვის პროცედურა (გარდა პირველი კლასისა)
- სკოლაში დაწყებით (გარდა პირველი კლასისა), საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, სკოლაში არსებული თავისუფალი ადგილების შესაბამისად, მოსწავლეთა ჩარიცხვაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი.
- პირის, რომლის ასაკი აღემატება 10 წელს და არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან მან გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, სკოლაში ჩარიცხვა ხორციელდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 5 1 პუნქტის შესაბამისად.
- სკოლა სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში, ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემებს და ამ მოსწავლის/მოსწავლეების ჩარიცხვის თაობაზე შესაბამის სამართლებრივ აქტს / აქტებს ასახავს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
მუხლი 3. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებით მოსწავლის ჩარიცხვა
- უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების გათვალისწინებით მოსწავლის მისაღებად, მშობელმა პირველ რიგში, სკოლას განცხადებით უნდა მიმართოს მისი შვილის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დასკვნის შედგენის მოთხოვნით.
- მოსწავლის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დადგენის მოთხოვნას თან უნდა დაურთოს:
ა) ქართულ ენაზე ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ნიშნების ფურცლის ასლი, რომელიც იმ სკოლის მიერაა შედგენილი, რომელშიც მოსწავლე უცხოეთში სწავლობდა;
ბ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი ან პასპორტის/დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში);
გ) მშობლის პირადობის ან ბინადრობის მოწმობა ან პასპორტის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
- მომართვის შემდგომ სკოლა ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დასკვნას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად, რომელსაც მშობელი წარადგენს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. მან თან უნდა იქონიოს შემდეგი დოკუმენტები:
- სკოლის მიერ შედგენილი დასკვნა;
- ქართულ ენაზე ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ნიშნების ფურცლის ასლი;
- მოსწავლის დაბადების მოწმობის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, თუ საქართველოში გაცემული, მაშინ დედანი;
- თავისი პირადობის ან ბინადრობის მოწმობა ან პასპორტის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
- აღიარების პროცედურის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
- უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე განცხადების წარდგენის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე, ცენტრის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს სკოლას, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი კლასის გაკვეთილზე დასწრების შესაძლებლობას, სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით.
- მოსწავლე ირიცხება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტში მითითებული კლასის შესაბამისად. განსხვავებული საგნები, რომელშიც შესაბამისობა ვერ დადგინდა, მოსწავლემ უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით.
- თუ მოსწავლეს აღიარება ვერ დაუდგინდა, იგი ირიცხება ასაკის შესაბამის ან მშობლის მოთხოვნის შემთხვევაში ერთი კლასით დაბალ კლასში.
- ჩარიცხვის ბრძანების საფუძველზე სკოლა მოსწავლეს ამატებს eschool.emis.ge-ს ბაზაში.
მუხლი 4. მოსწავლის სტატუსის შეჩერება / აღდგენა
- სკოლა ვალდებულა დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში თუ:
ა) მოსწავლე 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში/არ მონაწილეობს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში და არ იღებს შეფასებას;
ბ) მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას;
გ) არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით. არასრულწლოვანი მოსწავლის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებამდე სკოლა ვალდებულია მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალურ მუშაკთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეფერირების გზით, დაადგინოს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის მიზეზები. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი ვალდებულია, თავის მხრივ, მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს რეფერირება შესაბამის ორგანოში.
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში.
- ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსწავლისათვის სტატუსის შეჩერებამდე, კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გარდა, სკოლა ვალდებულია განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, ზედიზედ მე-10 და მე-20 სასწავლო დღის გაცდენის შემთხვევაში, კლასის აღმზრდელ – პედაგოგმა მოამზადოს წერილობითი ანგარიში მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესის გაცდენის მიზეზების დასადგენად და მის სასწავლო პროცესში ჩასართავად გატარებული ღონიძიებებისა და მიღწელი შედეგების შესახებ, რომელსაც სკოლა მოთხოვნის შემთხვევასი წარუდგენს რესურსცენტრს, ხოლო ზედიზედ 20 სასწავლო დღის შემდეგ, მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის მართვის მიზნით, კლასის აღმზრდელ – პედაგოგთან ერთად ჩართოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის მასთან რეფერირებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ახორციელებს ვიზიტს ოჯახში აღმზრდელ – პედაგოგის მიერ მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით დასახული ღონისძიებების გაუტარებლობის მიზეზების დასადგენად და/ან მიღწეული შედეგების მდგრადობის შესაფასებლად.
- თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჩერდება მოსწავლის სტატუსი და თუ საკითხის შესწავლის შედეგად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობა/მონაწილეობის მიუღებლობა დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ
გაკვეთილებში, გახდა მიზეზი არასრულწლოვნის სწავლის უფლების შეზღუდვისა, სკოლა მოქმედებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
- მოსწავლეს ავტომატურად უჩერდება სტატუსი, თუ სკოლას უარი ეთქვა ავტორიზაციაზე, გაუუქმდა ავტორიზაცია ან გავიდა ავტორიზაციის ვადა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე და მოსწავლის მშობელი / კანონიერი წარმომადგენელი 10 სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის მოთხოვნით.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სკოლის დირექტორი გამოსცემს სამართლებრივ აქტს მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სკოლა ვალდებულია მოსწავლის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილება ორი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს მოსწავლის მშობელს / კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მე-5 პუნქტით გათვალისწინებული აქტი და ინფორმაცია მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაცო სისტემაში.
მუხლი 5. მოსწავლის შეჩერებული სტატუსის აღდგენა
- მოსწავლის მშობელმა / კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა უნდა მიმართოს იმ სკოლას, რომელმაც შეუჩერა მოსწავლის სტატუსი ან მის უფლებამონაცვლეს.
- იმ შემთხვევაში, თუ სკოლამ შეწყვიტა საგანმანათლებლო საქმიანობა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე, მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა, უნდა მიმართოს იმ სკოლას, სადაც სურს სწავლის გაგრძელება.
- მოსწავლეს აღუდგება მოსწავლის სტატუსი იმავე სკოლაში, სადაც შეუჩერდა სტატუსი.
- იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება მოსწავლის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომდევნო კლასის / კლასების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის ფაქტი, მას სტატუსი აღუდგება შესაბამის კლასში.
- მოსწავლის სტატუსის აღდგენა ხდება სკოლის დირექტორის სამართლებრივი აქტით.
- მოსწავლის სტატუსის აღდგენის შესახებ ინფორმაცია სკოლამ უნდა ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფომაციო სისტემაში, დირექტორის სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 6. სტატუსის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია
- ფინანსური დავალიანების არსებობის შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობით გაფრთხილებას და განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას შესაბამისი ვალდებულების შესასრულებლად, აგრეთვე განუმარტავს ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებს.
- წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, თუ მშობელმა არ დაფარა სწავლის გადასახადი, სკოლა უფლებამოსილია ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულების შემდეგ, მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე.სკოლა მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღეს წერილობით ატყობინებს სამინისტროს და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს ამ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
- სკოლა ვალდებულია მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის სურვილით მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის შემთხვევაში მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში მის ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სათანადო განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, აგრეთვე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს 5 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნოს წინასწარ გადახდილი სწავლის საფასური (არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
- 1. წინამდებრე წესს სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
- წინამდებარე წესში ცვლილების შეტანა ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.
მუხლის 1. ზოგადი ინფორმაცია
- შპს აიბი – მთიები (შემდგომში – „სკოლა”) დაინტერესებულია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა სკოლში ადაპტაციას და გაადვილოს სასკოლო პროცესში პირველკლასელთა და მობილობის წესით გადმოსული მოსწავლეების ჩართულობა. ამასთან, აღნიშნული წესი შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმ მოსწავლეების ადაპტაციის პროცესის გასამარტივებლად, რომელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართვას ართულებს ენობრივი ბარიერის არსებობა.
- წინამდებარე წესი შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოსწავლეს, ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზეზებისგან დამოუკიდებლად, გააჩნია სასკოლო პროცესთან ადაპტაციის პრობლემები.
- წინამდებარე დოკუმენტის მიზანია განსაზღვროს სკოლის მიერ, მისი მიზნებისა და საქმიანობის გათვალისწინებით, მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში ადაპტაციის მექანიზმები და მათი განხორციელების პროცედურები.
- დოკუმენტი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ ყველა პირზე, მოსწავლეებზე და მათ მშობლებზე.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებული ტერმინები სკოლის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით განიმარტება შემდეგი სახით:
ა) ადაპტაცია – მოსწავლის უნარი, შეეგუოს სასწავლო პროცესსა და სასკოლო ცხოვრებას. დაამყაროს წარმატებული კომუნიკაცია სასკოლო საზოგადოებასან და ქონდეს შესაძლებლობა, გაერთოს საგაკვეთილო პროცესში.
ბ) დეზადაპტაცია – მდგომარეობა, როდესაც მოსწავლე ვერ ეგუება სასწავლო პროცესს და სასკოლო ცხოვრებას. ვერ ამყარებს წარმატებულ კომუნიკაციას სასკოლო საზოგადოებასთან და არ აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში.
მუხლი 3. მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში ადაპტაციის პრინციპები და მნიშვნელოვანი ფაქტორები
- მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში ადაპტაციისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები:
ა) მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებები, მისი ხასიათი;
ბ) უფროსი და – ძმის გამოცდილება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) სასკოლო მზაობა – მოსწავლეს მინიმალურად მაინც უნდა ჰქონდეს გამომუშავებული დისციპლინის დაცვის უნარი. უნდა შეეძლოს გარკვეული დროის განმავლობაში კონკრეტული აქტივობების შესრულება, როგორც ხატვა, ძერწვა, გაფერადება და ა.შ. ასევე მნიშვნელვანია, რამდენად შეუძლია წესების დამორჩილება და სოციალური ადაპტაცია. შესაძლოა, მოსწავლე გონებრივად კარგად განვითარებულია, მაგრამ ემოციურად და ფსიქიკურად მზად არაა სკოლისთვის. ამასთან, სხვა და სხვა მიზეზების გამო პირველკლასელები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან სკოლისათვის მზაობის დონით. არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ ფიზიკური, პიროვნული და სოციალური მზაობის დონითაც. მოსწავლის წარმატებულ ადაპტაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მასწავლებლის პოზიტიური დამოკიდებულება და პროფესიული უნარები (ეს შესაძლებელია განხორციელდეს თამაშით, მოსწავლისათვის საინტერესო განმავითარებელი აქტივობების გამოყენებით) წახალისებით, დაამყარონ კომუნიკაცია თანაკლასელებთან, იმუშაონ ჯგუფურად და ა.შ.
დ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გამოცდილება, ასეთის არსებობის შემთხვევაში: მნიშვნელოვანია, დადიოდა თუ არა მოსწავლე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. თუ არ დადიოდა, შეიძლება შედარებით გაუჭირდეს შეგუება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლე ცნობისმოყვარეა და ბუნებრივად აინტერესებს სიახლის გაცნობა, მნიშვნელოვანია, როგორ მიაწოდებს მოსწავლეს ამ სიახლეს მშობელი და მასწავლებელი;
ე) თვითმომსახურების უნარ – ჩვევების განვითარება: ხშირად მასწავლებლისათვის მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ხელშემშლელ ფაქტორად იქცევა არა მხოლოდ ის, რომ მოსწავლეებს ასაკის შესაბამისად არა აქვთ განვითარებული ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება და სხვა ფსიქიკური პროცესები, არამედ ისიც, რომ მათ უმრავლესობას არ გააჩნია თვითმომსახურების ჩვევები – არ შეუძლია დამოუკიდებლად სასწავლო ნივთების ამოლაგება, ჩალაგება, დამოუკიდებლად ტანსაცმლის ჩაცმა, კვება და ა.შ. პირველკლასელი მოსწავლეების საკმაოდ დიდ ნაწილს ასევე უჭირს ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედება, რაც საგაკვეთილო პროცესის წარმატებით განხორციელების შემაფერხებელ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება იქცეს. მაგალითად, მასწავლებლის მარტივი ინსტრუქცია: ამოიღეთ ჩანთიდან რვეული, წიგნი და ა.შ. – მოსწავლემ შესაძლოა ვერ შეასრულოს.
ვ) სასწავლო დატვირთვის ინტენსივობა და თანამედროვე საგანმანთლებლო პროგრამების სირთულე – ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლე ვერ ახერხებს სასწავლო პროგრამის წარმატებით დაძლევას. განსაკუთრებით კი სწავლების საწყის ეტაპზე. აღნიშნულმა არ უნდა დააზიანოს მოსწავლის თვითშეფასება და არ უნდა უბიძგოს მას ისეთი ქმედებისაკენ, რომელიც ხელს შეუშლის მისი აკადემიური ჩვევების ჩამოყალიბებას;
ზ) იმ მოსწავლეებთან, რომლებსაც გააჩნიათ ენობრივი ბარიერი ან კულტურული განსხვავებულობა, აუცილებელია, მასწავლებელმა მიმართოს განსაკუთრებულ ღონისძიებებს მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად. ამ დროს, განსაკუთრებით დიდია კლასის აღმზრდელ-პედაგოგის როლი. აღმზრდელ- პედაგოგმა უნდა სცადოს, რომ თუნდაც თანამედროვე თარგმნის საშუალებების გამოყენებით, გააცნოს მოსწავლეებს კონკრეტული კულტურის ზოგადი მახასიათებლები მათთვის საინტერესო კუთხით, გამოხატოს პატივისცემა იმ კონკრეტული კულტურის მიმართ, დაამყაროს მარტივი კომუნიკაცია მოსწავლესთან და წაახალისოს სხვა თანაკლასელებიც, ჩართონ იგი საერთო აქტივობებში, როგორიცაა ჯგუფური დავალებები, სხვადასხვა სახის თამაშები და ა.შ.
თ) სკოლაში მობილობის წესით ახალი მოსწავლის გადმოსვლისას, ასევე უმნიშვნელოვანესია კლასის აღმზრდელ – პედაგოგის როლი. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ ახერხებს წარმატებით ადაპტაციას, სწორედ კლასის აღმზრდელ – პედაგოგმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და წაახალისოს მოსწავლეები, დაამყაროს კომუნიკაცია კლასის ახალ წევრთან. ამ დროს განსაკუთრებულილ ყურადღბა უნდა დაეთმოს ჯუფურ დავალებებს, თამაშებს და სხვა ისეთ აქტივობებს, სადაც წარმატების მისაღწევად აუცილებელია კოორდინირებული ქმედებები და ჯგუფის წევრებს შორის კომუნიკაცია;
ი) მშობლის ფაქტორი – მოსწავლის სკოლაში ადაპტაციისათვის უმნიშვნელოვანესია მშობლის ჩართულობა. უმეტესად, მოსწავლის დეზადაპტაციის ნიშნები სახლში უფრო შესამჩნევია, ვიდრე სკოლაში. ამდენად, მოსწავლის მშობელი მყისიერად უნდა იქნას ინფორმირებული მოსწავლის ადაპტაციისა თუ დეზადაპტაციის ტემპის შესახებ, რათა დროულად იქნას დეზადაპტაციის ნიშნები გამოვლენილი და მოსწავლეს გაეწიოს შესაბამისი დახმარება;
კ) ფსიქოლოგის როლი – იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს გამოუვლინდა დეზადაპტაციის ნიშნები, სასურველია მოსწავლის ფსიქოლოგთან გასაუბრება;
ლ) საორიენტაციო ვიზიტი – სასწავლო პროცესის დაწყებამდე ან პირველივე დღეს უნდა მოხდეს სასკოლო გარემოს დათვალიერება, გაცნობა, მოსწავლისათვის საჭირო საორგანიზაციო საკითხების მიწოდება.
მუხლი 4. დეზადაპტაციის ნიშნები დეზადაპტაციის ნიშნებია:
ა) მოსწავლის სწრაფად და ხშირად გადაღლა;
ბ) მოსწავლის აშკარად გამოხატული სურვილი, არ წავიდეს სკოლაში;
გ) მოსწავლე შესაძლოა ხშირად უჩიოდეს თავის ტკივილსა და უმადობას; დ) მოსწავლეს უჭის საღამოს ჩაძინება და დილით გაღვიძება;
ე) მოსწავლეს არ ყავს მეგობრები;
ვ) მოსწავლე ხშირად გამოხატავს უკმაყოფილებას მასწავლებლების მოთხოვნების მიმართ;
ზ) მოსწავლე თავს არიდებს თანაკლასელებთან კონტაქტს;
თ) მოსწავლეს უჭირს სასკოლო მოთხოვნების შესრულება, ვერ/არ იცავს სასკოლო წესებს.
მუხლი 5. დეზადაპტაციის წესის განსახორციელებელი ღონისძიებები
- დეზადაპტაციის პროცესისას მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლების მიერ იდენტიფიცირებულ იქნას მოსწავლის სასკოლო პროცესში ჩართულობის პროცესი, რასაც უნდა მოყვეს სკოლის ფსიქოლოგისა და მშობლის დაუყოვნებლივი შეტყობინება და პროცესში ჩართვა;
- სკოლის ფსიქოლოგმა, საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლესთან უნდა გამართოს როგორც ინდივიდუალური, ისე საერთო გასაუბრება მოსწავლესა და მის მშობელთან;
- აუცილებელია, სკოლაში ყოფნის პირველივე დღეებში ხელი შევუწყოთ მოსწავლეს, ირწმუნოს საკუთარი ძალები და შესაძლებლობები.
- კლასის აღმზრდელ – პედაგოგის მხრიდან მშობელს უნდა განემარტოს, რომ მოსწავლის წარუმატებლობამ არ უნდა გააღიზიანოს იგი. ამ დროს მოსწავლეს სჭირდება პოზიტიური განწყობები და რაც შეიძლება ნაკლები სტრესი. ხშირ შემთხვევაში, მიუხედავად რეალური შედეგისა, შესაძლებელია მოსწავლე იქნას წახალისებული დადებითი კომენტარებით და შექებით. შესაძლებელია, მცირე წამახალისებელი ჯილდოების დაწესება.
- სკოლასთან ადაპტაციის პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღის რეჟიმის სწორად შედგენა. მოსწავლის დატვირთვის შესამცირებლად და გადაღლის თავიდან ასაცილებლად მშობელს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, რომ უზრუნველყოს მოსწავლის დღის რეჟიმის ორგანიზება. საშინაო დავალებები უნდა შესრულდეს არა უგვიანეს საღამოს, ძილის წინ, არამედ შუადღისას. გარდა ამისა, მოსწავლეს უნდა რჩებოდეს დრო თამაშისათვის, გართობისათვის, მისთვის საინტერესო მხატვრული თუ მულტიპლიკაციური ფილმების სანახავად, სასეირნოდ და ა.შ.
- მშობელს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, რომ მოსწავლე კვირის რამდენიმე დღის განმავლობაში დააკავოს ფიზიკური აქტივობით. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლის სტრესის დონის კლებასა და სიჯანსაღეს.
- მშობელს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, რომ არავის შეადაროს საკუთარი შვილი. ასეთი შედარებებით შეიძლება მოსწავლეს დავაკარგინოთ საკუთარის თავის რწმენა და თვითშეფასებაც დავუქვეითოთ. შეიძლება მხოლოდ მოსწავლის დღევანდელი მდგომარეობის შედარება მის წარსულ მიღწევასთან და სასურველია, თუ ეს მოხდება მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში.
მუხლი 6. წარმატებული ადაპტაციის ნიშნები
სასკოლო პროცესთან წარმატებული ადაპტაციის ნიშნებია, თუ მოსწავლე: ა) მხიარული, მშვიდი და ხალისიანია;
ბ) სწრაფად პოულობს მეგობრებს თანაკლასელებს შორის;
გ) სიამოვნებს მასწავლებლებსა და თანაკლასელებზე საუბარი;
დ) დაუძაბავად ასრულებს მასწავლებლის მითითებებს და ადეკვატურად რეაგირებს შენიშვნებზე;
ე) სიამოვნებს სკოლაში წასვლა და სკოლისათვის მზადების პროცესი; ვ) მოსწონს სასკოლო ცხოვრების წესი;
ზ) დაუძაბავად ასრულებს მასწავლებლის მითითებებს და ადეკვატურად რეაგირებს შენიშვნებზე;
თ) არ აქვს სკოლასთან, მასწავლებლებსა/აღმზრდელ პედაგოგსა და თანაკლასელებთან დაკავშირებული შიშები.
მუხლი 7. რეკომენდაციები მოსწავლის წარმატებლი ადაპტაციისას
- იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის ადაპტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ამის შესახებ უნდა ეცნობოს მშობელს და განემარტოს, რომ მოსწავლეს არ გააჩნია დეზადაპტაციის ნიშნები.
- მოსწავლის წარმატებული ადაპტაციისას არ არის საჭირო დამატებითი სპეციალური ღონისძიებების გატარება. თუმცა აუცილებელია, მოსწავლე წახალისდეს პოზიტიური კომენტარებითა და შექებით.
მუხლი 8. პირველკლასელთა ადაპტაცია
- ბავშვისათვის სკოლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე მოხდეს სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით; მაგალითად, ეს შეიძლება იყოს წიგნების დათვალიერება და სასკოლო სიტუაციების აღწერა, სკოლობანას გათამაშება, თუკი ბავშვის დედმამიშვილები დადიან სკოლაში, მათი მაგალითის აღწერა, სასკოლო თემასთან დაკავშირებული მოკლე ვიდეოების/ანიმაციების ყურება და ბავშვთან ერთად მისთვის გასაგები ფორმით განხილვა.
- ეფექტურია ბავშვთან ერთად ვიზიტის განხორციელება სკოლაში და გარემოს მონახულება, კომუნიკაციის დამყარება აღმზრდელ – პედაგოგთან და სხვა მოსწავლეებთან. აღნიშნული ვიზიტი წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი და სკოლა ბავშვს უნდა დახვდეს მომზადებული. სკოლაში ვიზიტის დროს, კლასის ეზოს და სპორტდარბაზის მონახულებასთან ერთად, ერთ – ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ბავშვისათვის სკოლის სველი წერტილის გაცნობა. ბავშვების უმრავლესობას სკოლაში მისვლამდე არ აქვს სკოლის მსგავსი სველი წერტილის გამოყენების გამოცდილება და შესაბამისად, სასწავლო პროცესში ექმნებათ სირთულეები. ეს ერთი შეხედვით მარტივი საკითხი, მოუმზადებლობის შემთხვევაში, შესაძლოა ბავშვის სკოლაში ეფექტური ფუნქციონირების ბარიერად იქცეს.
მუხლი 9. სსსმ მოსწავლეთა ადაპტაცია
- სსსმ მოსწავლეთა წარმატებული ადაპტაციისათვის საჭიროა ინფორმაცია ბავშვის ფუნქციური, სოციალურ – ემოცური, წინა აკადემიურ, უნარების შესახებ. ასევე, მნიშველოვანია ბავშვის ინტერესების, ქცევის თავისებულებების და პიროვნული მახასიათებლის ცოდნა. სკოლამ აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიპოვოს ბავშვის ოჯახთან თანმიმდევრული კომუნიკაციით. ობიექტურ წყაროს წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი ბავშვის საჭიროებები და მოცემულია სასწავლო პროცესისა და გარემოს მორგების რეკომენდაციები.
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის საჭიროებები (მაგალითად ფიზიკურ
გარემოს ადაპტაციასთან დაკავშირებული საჭიროებები), რათა მომავალმა მოსწავლემ შეძლოს გარემოში თავისუფალი გადაადგილება.
- რიგ შემთხვევებში, შეიძლება გამოიკვეთოს ინკლუზიური განათლების დამხმარე სპეციალისტების მობილიზების საჭიროებაც (სპეციალური მასწავლებელი, ბავშვის ინდივიდუალური ასისტენტი, ლოგოპედი და ა.შ.). აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში, დროულად უნდა მოხდეს სათანადო სპეციალისტების შერჩევა.
- მნიშვნელოვანია, სკოლის მხრიდან მშობელმა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, თუ რა დამხმარე სერვისებია სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად. ასევე, თუ რა კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები მუშაობენ სკოლაში, როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი, როგორ მოხდება ბავშის აკადემიური შეფასება, როგორ ხდება სწავლება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით და სხვა.
მუხლი 10. წინამდებარე დოკუმენტის გაცნობა
- სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა ადაპტაციის წესის გაცნობას სკოლაში დასაქმებული პირებისათვის.
2. სკოლა, საჭიროების შემთხვევაში, ყველა დაინტერესებულ პირს განუმარტავს მოსწავლეთა ადაპტაციის პრინციპებს.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს შპს აიბი – მთიების მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს.
- აღნიშნული მექანიზმი ვრცელდება ყველა მოსწავლეზე სასწავლო და სამუშაო პროცესში.
მუხლი 2. მოსწავლის ინიციატივის მხარდამჭერი მექანიზმი
- მოსწავლეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით ან/და ზეპირად გამოხატოს საკუთარი აზრი და გამოიჩინოს ინიციატივა.
- მოსწავლეს ან/და მოსწავლეთა გარკვეულ ჯგუფს შეუძლია ინიციატივით მიმართოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას /მოსწავლეთა კლუბს/ კლასის აღმზრდელს
/ დირექციას და ჩაერთოს ინიციატივის განხილვის პროცესში.
- მოსწავლეთა თვითმმართველობა ან / და კლასის აღმზრდელი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მოსწავლის ან / და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივას და მიმართოს სკოლის დირექციას.
- მოსწავლის ან / და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივების მხარდასაჭერად შესაძლებელია შეიქმნას:
ა) მოსწავლეთა ინიციატივების განხილვისა და განხორციელების მხარდამჭერი ჯგუფი;
ბ) მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელების პროცესისა და და შედეგების მონიტორინგის ჯგუფი.
- მოსწავლეთა ინიციატივების განსახორციელებლად სკოლას შეუძლია ფინანსური რესურსის მობილიზება.
- მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით სკოლა უზრუნველყოფს სპეციალური სამუშაო სივრცის მოწყობასა და საინფორმაციო კამპანიას.
- მოსწავლეთა ინიციატივების განხილვა – განხორციელებისას დაუშვებელია რომელიმე მოსწავლის დისკრიმინაცია ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მოსწავლის უფლება – ვალდებულებების შეზღუდვას.
- კანონმდებლობით დადგენილი წესით სკოლა უფლებამოსილია შეიძინოს და განკარგოს ნებისმიერი რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინიციატივების განხოციელებას.
- ნებისმიერ მოსწავლეს აქვს უფლება ღიად ისაუბროს საკუთარი ინიციატივების შესახებ და აღნიშნული მექანიზმის საფუძველზე განსახილველად წარადგინოს საკუთარი სამომავლო ხედვა.
- ნებისმიერი მოსწავლე უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივის მხარადჭერისა და განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერ წევრთან.
მუხლი 3. პასუხისმგებლობა
- წინამდებარე მექანიზმის სრულად დაცვის მიზნით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ:
ა) მოსწავლეებს;
ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობას/მოსწავლეთა კლუბს; გ) სკოლის დირექციას;
დ) კლასის აღმზრდელ – პედაგოგს.
- წინამდებარე დოკუმენტში შეტანილმა ნებისმიერმა ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის რაიმე სახის შეზღუდვა.