აიბი მთიებში ჩატარდა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის – ISO 9001:2015 და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 45001:2018 გარე აუდიტი,რომელიც წარმართეს ინტერტეკის წამყვანმა საერთაშორისო აუდიტორებმა.
აუდიტის ფარგლებში შემოწმდა:
- ორგანიზაციის მართვის სისტემები;
- წლიური სამოქმედო გეგმები;
- აისო 9001:2015-ის სტანდარტთან შესაბამისობა;
- კადრების კომპეტენციების განსაზღვრა;
- 2022-2023 სასწავლო წელს ჩატარებული სამუშაოების ანალიზი;
- შიდა აუდიტის ფორმები და ანალიზი;
- ორგანიზაციის განვითარების ხაზები;
- მუდმივი გაუმჯობესების პრინციპით მუშაობის ხარისხი;
- ხელმძღვანელი პირების მიერ ადამიანური რესურსის მართვის ხარისხი.
სკოლამ წარმატებით გაიარა გარე აუდიტი, სრულად დააკმაყოფილა ISO 9001:2015 მოთხოვნები და მიიღო წინადადებები გაუმჯობესებისათვის.