მეცნიერების მსოფლიო დღე-სთან დაკავშირებით “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ კერძო სკოლა Ib Mthiebi / Ib მთიები-ს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის ვორქშოპი თემაზე: “როგორ მოვამზადოთ სამეცნიერო ნაშრომი“ ჩაატარა.
ვორქშოპის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სამეცნიერო ნაშრომის ძირითადი სტრუქტურის და მახასიათებლების შესახებ.
მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის “ევროპის უნივერსიტეტის“ შესახებ პრეზენტაცია სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ბაქრაძემ წარადგინა.