1 და 2 ნოემბერს დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარებმა, მიხეილ უკლებამ და მერაბ ანთაძემ გამართეს შეხვედრები სკოლა პანსიონ „აიბი მთიების“ მოსწავლეებთან.
სალექციო შეხვედრები დაეთმო საქართველო-რუსეთის ურთიერთობების თემას. მომხსენებლებმა მიმოიხილეს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ისტორია, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების განვითარების ეტაპები, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მიმდინარეობა და შედეგები.