2023 – 2024 სასწავლო წელს აიბი მთიების ერთ-ერთი პრიორიტეტი მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებაა. ამ მიზნით აიბი მთიების გენერალურმა დირექტორმა ნინო ჩიკვაიძემ, ფინანსურმა მენეჯერმა ანა ჯავახიშვილმა და საშუალო სკოლის ხელმძღვანელმა რამაზ ფარესაშვილმა მონაწილეობა მიიღეს EduTech Europe საგანმანათლებლო გამოფენასა და ვორქშოფში, რომელიც ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქში ამსტრდამში 11-12 ოქტომბრს
გამოფენასა და ვორკშოფზე წარმოდგენილნი იყვნენ ევროპისა და ამერიკის ციფრული ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიები – Microsoft, Lego Education, Anthology, AvePoint, Grammarly, Oracle Academy, Kami და სხვა – და საგანმანათლებლო სფეროს ექსპერტები – სერენა საკს-მანდელი (Serena Sacks-Mandel, Global CTO for Education & Interim EMEA Regional Business Leader Microsoft), სტიუარტ სვონი (Stuart Swann, LEGO® Education Academy Certified Trainer LEGO® Education), ლინა თემბე (Lena Tembe, Solutions Engineer anthology), კატლინ ნაგლეე (Kathleen Naglee, Head of School International School of Helsinki) და სხვა.
EduTech Europe-ზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ხელოვნური ინტელექტისა და ლეგო ტექნოლოგიების, რობოტიკისა და STEM-ის, STEAM-ის სასწავლო პროცესებში დანერგვას. ასევე საინტერესო იყო ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში პედაგოგიკის განვითარების პერსპექტივებზე გამოთქმული ექსპერტული მოსაზრებები.
აიბი მთიების ვიზიტი ამსტერდამის EduTech Europe-ზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო პროცესების დაგეგმარებისა და განვითარებისა კუთხით.
საინტერესო იყო მრავალფუნქციური სამეცნიერო მუზეუმის „ნემოს“ დათვალიერება, სადაც თავმოყრილია სასკოლო განათლებისთვის მნიშვნელოვანი დარგობრივი ლაბორატორიები და ექსპოზიციები, როგორც ბავშვებისთვის, ისე დიდებისთვის.