აიბი მთიებში ,,მშობელთა სივრცე” განახლებული ფორმატითა და ბევრი იდეით იწყებს ახალ სასწავლო წელს.
დღეს წლის პირველი შეხვედრა შედგა დაწყებითი სკოლის I-II კლასის მშობლებთან თემაზე ,,მშობლის სასწავლო გარემოში ადაპტაცია”.
შეხვედრას უძღვებოდნენ ფილოლოგიის დოქტორი ბატონი გია მურღულია და ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტი ქალბატონი ნანა გოგიჩაშვილი.
შეხევედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რაც თავის მხრივ, გვიბიძგებს, ხელი შევუწყოთ მსგავსი შეხვედრების ხშირად ჩატარებას.