საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის –„ვწერ თავისუფალ თემას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსის გამარჯვებული, პირველი ადგილის მფლობელი, სკოლა „აიბი მთიები“ – ს მოსწავლე ალექსანდრე გუგუნავა გახდა. ალექსანდრეს SEU – სგან სპეციალური პრიზი და 1000 ლარი, გადაეცა.
ასევე დაჯილდოვდნენ აიბი მთიების მოსწავლეები: ლიზი მარსაგიშვილი და გვანცა ძმანაშვილი.
მოსწავლეების წარმატებაში განსაკუთრებით მნიშველოვანი როლი მიუძღვით პედაგოგ მარიამ ჭიკაძეს და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელ ნონა ლეშკაშელს.
პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა სკოლა აიბი მთიები.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი ბატონი – გიორგი ამილახვარი;
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU – ს დამფუძნებელი და რექტორი ბატონი – გია კავთელიშვილი;
კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“, ბატონი გია მურღულიას ავტორობითა და ინიციატივით ტარდება. ხოლო 2021 წლიდან, კონკურსის ოფიციალური სპონსორი, ორგანიზატორი და განმახორციელებელია – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU. აიბი მთიების დირექტორატი ულოცავს მოსწავლეებს და მასწავლებლებს ამ დიდ წარმატებას!