STEAM განათლების პროექტის „მომავლის აიბი მთიები“ –ს გამარჯვებულმა მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა სკოლის დირექტორატისგან მიიღეს სამახსოვრო პრიზები.
განსაკუთრებული ჯილდოები წილად ხვდათ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც პროექტზე მუშაობისა და მისი პრეზენტაციის დროს გამოამჟღავნეს მაქსიმალური ცოდნა, შემოქმედებითობა და კრიტიკული აზროვნების უნარები:
- 10 ტ1 კლასი: ალექსანდრე ჭოველიძე, პეტრე ყალიჩავა, დემეტრე საჯაია და გიორგი ლომთაძე
- 11 ჰ კლასი: გვანცა ძმანაშვილი;
ჟიურის რჩეული:
- 10ტ4 კლასი: სალომე ჭუმბურიძე, ქეთო გიგუაშვილი, ალექსანდრა ხომერიკი, მარიკო ასიტაშვილი, დავით აბესაძე.
შეგახსენებთ, X და XI კლასის მოსწავლეებმა შექმნეს და წარმოადგინეს მათი ხედვით სასწავლო პროცესის განვითარებაზე ორიენტირებული მისია, კონცეფცია, კურიკულუმის სქემა, ტექნოლოგიურად აღჭურვილი სასკოლო ინფრასტრუქტურა და ბიზნეს გეგმა და ასევე გაკვეთილის პროცედურის ახალი ფორმა წარმოდგენილი იდეები გათვალისწინებული იქნება აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მომავალი სასწავლო წლის დაგეგმარებაში.