აიბი მთიების ტრანზიტული სკოლა ერთი დღით პურის მუზეუმად გადაიქცა.
მოსწავლეებმა 30 მდე სახეობის უნიკალური პური გამოფინეს და დამთვალიერებელს წარუდგინეს.
ეროვნულ სამოსში შემოსილმა მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნა ქართული ფოლკლორის შესახებ და ყველა თაობის სტუმარს გაუზიარეს პოეზიით, სიმღერით, სამოსითა და ქართული ტრადიციული გემოებით.
ფოლკლორის დღეები აიბი მთიებში გრძელდება.