აიბი მთიებში დაიწყო 2023-2024 სასწავლო წლის განახლებულ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესებზე მუშაობა.
კომპანიის დამფუძნებლებისათვის წლის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემებზე მორგებული ინფრასტრუქტურის შექმნა.
10-11 მაისს აიბი მთიებს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ IB წარმომადგენლები IB ბორდის წევრები: ლეილა ბეკერი (კომპანიის დირექტორი) და კადრი აკდემირი (ფინანსური მენეჯერი).
მათ დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, შეხვდნენ სკოლის მმართველ გუნდს და ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა თუ პერსპექტივებზე, ასევე შეიმუშავეს აიბი მთიების განვითარების სტრატეგიები. აღნიშნული საკითხი უმოკლეს დროში განიხილება IB -ს ბორდზე.