აიბი მთიების წიგნის კლუბში საინტერესო შეხვედრა ჩატარდა გია მურღულიასთან საბაზო და საშუალო სკოლის ლიტერატურითა და ხელოვნებით დაინტერესებული მოსწავლეთათვის.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა „ბიბლია როგორც ლიტერატურული ინსპირაცია“, სადაც საინტერესო საუბრები შედგა სამყაროს წარმოდგენის ბიბლიურ მოდელზე.
სპიკერმა განმარტა, როგორ არის ბიბლიური თემები ასახული მსოფლიო და ქართულ ლიტერატურაში, განიხილა ბიბლიის უდიდესი კავშირი ხელოვნებასთან და მოსწავლეებს ბიბლიურ სიუჟეტზე შექმნილი რამდენიმე ნახატის სიმბოლოები განუმარტა.