აიბი მთიების მოსამზადებელ ჯგუფში STEAM განათლების სისტემით ჩატარდა მსოფლიო ლიტერატურის გაკვეთილი ,,პინოქიო”, რაც წარმოადგენდა ინტეგრირებულ პროექტს.
მასში მონაწილეობა მიიღეს ქართულის, მათემატიკის, მეცნიერების, ინგლისურისა და ხელოვნების პედაგოგებმა.
STEAM გაკვეთილის თემა წარმართა დაწყებითი სკოლის პედაგოგმა ლევან კაკლიანმა.
პროექტის ფარგლებში ინგლისური ენის კათედრამ წარმართა სამოტივაციო ღონისძიება “მოსწავლე მოსწავლისთვის”, სადაც უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს საინტერესო და სახალისო გაკვეთილი მოსამზადებელ ჯგუფში. პატარა მოსწავლეებმა წაიკითხეს, ისწავლეს, იმღერეს და ითამაშეს პინოქიოს გმირებთან ერთად.