აიბი მთიები მხარს უჭერს მეგობარ ქვეყანას, თურქეთს და მათ დახმარებაში მცირედი წვლილის შესატანად უმცირეს დროში სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და თანამშრომლებმა შევძელით სხვადასხვა საჭირო ნივთის შეგროვება: თბილი ტანსაცმელი, მშრალი და დაკონსერვებული საკვები, ბავშვთა კვება, ჰიგიენის საშუალებები.
ნივთები მიწოდებულია თურქეთის საელჩოსთვის და მზადაა გასაგზავნად.
დიდი მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს, ერთიანობისა და კეთილ საქმეში თანადგომისათვის.