აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების მოსწავლეები იწყებენ პროექტს “ვირტუსი”, რომელიც წარმოადგენს ინტერდისციპლინარულ პროექტს და მასში ჩართულია ყველა საგნობრივი გაერთიანება.
პროექტის პრეზენტაცია შედგა ჩვენს პარტნიორ ქართულ- ამერიკულ უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში პროფილური სკოლების მენეჯერების მიერ.
პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებს კონსულტირებას გაუწევენ უნივერსიტეტის ლექტორები.
პროექტის განმავლობაში მოსწავლეები იმუშავებენ სხვადასხვა თემებზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, როგორებიცაა:
“ენერგიები სამყაროში“ -ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკ ოლა;
“ხელოვნური ინტელექტი” -ჰუმანიტარული სკოლა.
პროექტის მიზანია მოსწავლემ შესწავლილი მასალის საფუძველზე „აღმოაჩინოს ახალი“ და შეძლოს:
ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, ორგანიზება;
მონაცემთა აღრიცხვა, დამუშავება და დასკვნების გამოტანა;
მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა;
შემოქმედებითი, კრიტიკული და ტრანსფერის უნარების განვითარება;
მოსწავლე მოიძიებს და დაამუშავებს თეორიულ მასალას. გაიღრმავებს ცოდნას მეცნიერებებების მიღწევებისა და სამომავლო პერსპექტივების ირგვლივ;
მოსწავლე გამოიმუშავებს მეცნიერული კვლევა-ძიების უნარებს; კრიტიკულად და შემოქმედებითად განიხილავს სფეროს შესაძლებლობებს.