STEAM განათლების სისტემის ფარგლებში აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში რობოტიკის გაკვეთილებზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. მე-10 და მე-11 ტექნიკური კლასის მოსწავლეებმა სემესტრის განმავლობაში შეძენილი ცოდნა შეაჯამეს და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, რომლებიც ტექნიკურად გამართეს და დააპროგრამეს. მათ სასწავლო პრაქტიკები გაიარეს ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრში. ნამუშევრების შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით რობოტიკის პედაგოგებს:
- ავთო მღებრიშვილი
- გიორგი ხუციძე
- თორნიკე მღებრიშვილი