აიბი მთიების მე-11 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოდელირების საერთაშორისო ფორუმში, რომელიც კანტის აკადემიის მიერ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან პარტნიორობით გაიმართა.
GIMUN 2022 მთავარი გზავნილი – ახალი ეტაპი – რეგენერაცია იყო.
ახალგაზრდა ლიდერებისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა მოძველებული ხედვების რეგენერაცია და ახალი ეტაპის შექმნა.
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოდელირების პროცედურების ვორქშოფებში, საჯარო გამოსვლებში, დებატებისა და მოლაპარაკებებში, რეზოლუციების შემუშავებასა და გენერალურ ასამბლეაზე წარდგენაში.
კონფერენციის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ ჩართულიყვნენ ცოცხალი დიპლომატიური და პოლიტიკური პროცესების მოდელირებაში, მიიღოთ ცოდნა და გამოცდილება დიპლომატიის პრაქტიკული განზომილების შესახებ.
მონაწილეობდა აიბი მთიების ოთხი მოსწავლე:
გიგი რურუა
დაჩი კაპანაძე
ლილუ ჩხარტიშვილი
ანნა გეგუჩაძე
კონფერენციის ღონისძიებებს ესწრებოდნენ სხვდასხვა ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
კონფერენციის ფორმატი გულისხმობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოდელირებას, მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევებისა და თემატიკების განხილვას, მათ შორის: საკომიტეტო სამუშაოები 5 სხვადასხვა თემაზე 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დიდი მადლობა ჩვენც პარტნიორ ქართულ- ამერიკულ უნივერსიტეტს აიბი მთიების მოსწავლეების ჩართულობისთვის და მათი სრული დაფინანსებისთვის.